თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 18-მეტრიანი რამდენიმე ავტობუსი დედაქალაქში სატესტო რეჟიმში მოძრაობს
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 18-მეტრიანი რამდენიმე ავტობუსი დედაქალაქში სატესტო რეჟიმში მოძრაობს. მათივე ცნობით, შერჩეულ მარშრუტზე ინფორმაცის თბილისის მერია ახლო მომავალში გაავრცელებს. როგორც ცნობილია, 18-მეტრიანი ავტობუსები, წლის ბოლომდე სრულად შემოვა დედაქალაქში და მოსახლეობას მოემსახურება.
ევროკავშირი უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანსპორტირების შეწყვეტისთვის ემზადება
ევროკავშირი ემზადება იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება არ გაგრძელდეს – ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით კონტრაქტს ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. წყაროს ცნობით, ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი რუსულ აირზე, (ავსტრია და სლოვაკეთი) ალტერნატიული წყაროების მოპოვებას შეძლებენ. ევროკომისიამ ტრანზიტის შეთანხმების დასრულების შემთხვევაში პოტენციური სცენარების შესახებ წინასწარი ანალიზი […]
მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ჩიქობავასა და ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებული აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით წერილს ავრცელებენ. წერილზე ხელმომწერების განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვლიან, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი სახელმწიფოს, ბანკებსა და კერძო ფინანსურ სუბიექტებს შორის, შეუერთდებიან აქციებს და იბრძოლებენ ყველა კანონიერი ფორმით სისტემის წინააღმდეგ. „არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ […]
ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვოე ჩონგ ჰუი და ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრი, სუნ ვეიტონგი ჩრდილოეთ კორეაში გამართულ შეხვედრაზე, 2024 წლის 26 იანვარი ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩოე ჰონ სუისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრის, სუნ ვეიტონგის შეხვედრაზე მხარეები ტაქტიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას […]
„ სამმართველოს უფროსმა მოქალაქე საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში და 3500 აშშ დოლარის ქრთამი გამოსძალა” – პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის, ამირან ნაჭყებიას დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა. პროკურატურის […]
“სამმართველოს უფროსმა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოქალაქე ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა, დაპატიმრებით დაემუქრა და, ფსიქოლოგიური ძალადობის გზით, ქრთამი გამოსძალა” – თბილისში ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამმართველოს უფროსმა […]
თბილისის ქუჩებში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა
დედაქალაქის ქუჩებში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა. როგორც “რუსთავი 2-ს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ავტობუსები სატესტო რეჟიმში გადაადგილდება. ტრანსპორტი, სხვადასხვა ხაზზე, ეტაპობრივად დაინიშნება. მაღალი ტევადობის ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შეირჩა. სატესტო რეჟიმის შემდეგ გადაწყდება, პირველად რომელ მარშრუტზე დაინიშნება ახალი, მაღალი ტევადობის ტრანსპორტი.
მედია – გვატემალაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
გვატემალაში ძლიერ მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიური უბედურება 108 კილომეტრის სიღრმეზე, გვატემალას დედაქალაქიდან 100 კილომეტრის მოშორებით მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, მიწისძვრამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილი დააზიანა, სადაც ბიძგებმა ათობით შენობა დააზიანა. გამოცემა წერს, რომ მიწისძვრის ბიძგები გვატემალას მეზობელ ქვეყანაში, სალვადორშიც იგრძნობოდა. ამ დროისათვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
“ჯეო ჰოსპიტალი” რესპუბლიკურის თანამშრომლების დასაქმებისთვის მზად არის – “სამინისტროსთან კომუნიკაცია გუშინ გვქონდა”
“ჯეო ჰოსპიტალი” რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმებისთვის მზად არის. როგორც Bm.ge-ს კლინიკაში განუცხადეს, მათ სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია გუშინ ჰქონდა და მზაობა გამოთქვეს ახალი კადრები მიიღონ. ზუსტი რაოდენობა, რამდენი ახალი თანამშრომლების მიღება შეუძლია კლინიკას, ჯერჯერობით ვერ ასახელებს, თუმცა თქვეს, რომ კადრები სჭირდებათ და საჭიროებისამებრ მიიღებენ. „მზად ვართ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შევთავაზოთ, ოპტიმალური პირობები მათთვის მისაღები თუ […]
“კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქართული საბანკო სექტორი ყველაზე განვითარებულია” – გიორგი იაშვილი
კიბერუსაფრთხოების რეგულაციების მნიშვნელობაზე BMDrive-ის ეთერში Cyber Trust-ის დამფუძნებელი, გიორგი იაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციებმა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საბანკო სექტორი ყველაზე მეტად გააძლიერა. “საბანკო სექტორი არის ყველაზე განვითარებული ამ მიმართულებით, რაც, ერთი მხრივ, განპირობებულია ეროვნული ბანკის რეგულაციებით, თუმცა ძალიან დიდი შრომაა გაწეული ბანკების მხრიდანაც, საერთაშორისო ვალდებულებების კუთხით. Visa, Mastercard, Swift […]