“იუვენტუსში” ალეგრის შესაძლო შემცვლელი ცნობილია
ჟურნალისტს ალფრედო პედულას ინფორმაციით, თუ სეზონის ბოლოს “იუვენტუსი” მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის დაითხოვს, მის ადგილას “ბოლონიას” თავკაც ტიაგო მოტას მიიწვევს. როგორც იცით, იტალიურ პრესაში ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება, რომ ამ სეზონის მერე “შეშლისი მაქსისა” და “ვეკია სინიორას” გზები გაიყვება. რაც შეეხება მოტას, მას “ბოლონიასთან” კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.
პოლიციის მაღალჩინოსნები ქრთამის გამოძალვისა და თაღლითობის ბრალდებებით დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წყნეთის პოლიციის მე-4 სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. ბრალდების თანახმად, სამმართველოს უფროსმა რუსეთის მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით […]
„სამედიცინო პერსონალის თქმით კლინიკის ხელმძღვანელი ავალდებულებთ, უარი ათქმევინონ მშობიარეს საანესთეზიო მომსახურეობაზე,” – „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე
„სამედიცინო პერსონალის თქმით კლინიკის ხელმძღვანელი ავალდებულებთ, უარი ათქმევინონ მშობიარეს საანესთეზიო მომსახურეობაზე,” – „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ კლინიკის ხელმძღვანელი მათ ავალდებულებთ, რომ გარკვეულწილად უარი ათქმევინონ მშობიარეს საანესთეზიო მომსახურეობაზე, შესაბამისად, თანხას ზოგავენ , – ამის შესახებ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ მედიაცენტრ მთავარში განაცხადა. კერძოდ, მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც […]
მაქსიმ გალკინი ინდონეზიაში არ შეუშვეს. მიზეზი რუსეთის მთავრობის წერილია
კომიკოსი მაქსიმ გალკინი აცხადებს, რომ მას ინდონეზიაში შესვლაზე უარი უთხრეს რუსეთის ხელისუფლების წერილის გამო. გალკინის კონცერტი 27 იანვარს ბალიზე უნდა გამართულიყო. გალკინის თქმით, მოგზაურობამდე რამდენიმე დღით ადრე მას სამუშაო ვიზა გამოუწერეს, „წესრიგში იყო“ გამოსვლისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი. მაგრამ პასპორტის კონტროლის ზონაში იგი ქვეყანაში არ შეუშვეს. მესაზღვრეებმა მიზეზად მოიტანეს რუსეთის მთავრობის წერილობითი თხოვნა, რომ არ შეეშვათ […]
Retain-მა ღვინის ბოთლებზე QR-კოდის დატანის სერვისი აამოქმედა, რითაც მეღვინეებს EU-ის კანონმდებლობის დაცვაში ეხმარება
2023 წლის დეკემბრიდან, ევროკავშირში ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის თანახმად, მეღვინეებს, რომელთაც სურთ, მათი ღვინო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გაიყიდოს, თითოეულ ბოთლზე ღვინის ინგრედიენტებისა და კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაცია უნდა დაიტანონ. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ევროკავშირის ბაზარზე გასაყიდი ღვინის ენერგეტიკული ღირებულება, ალკოჰოლის შემცველობა და ალერგენების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ფიზიკურ ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი, დამატებითი ინფორმაციის განთავსება კი […]
იაგო ხვიჩია – „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია – ხომ გაგიგიათ: „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს“, მე ვუყურებ არა პრეზიდენტის სიტყვებს, არამედ საქმეებს
„ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის ეს იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია – საქმით სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ძალიან ერთგული მეგობარია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მიესალმა საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა ამავდროულად მწუხარება გამოთქვა, რომ „შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი […]
პროკურატურა – სამმართველოს უფროსმა მოქალაქე საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში და 3500 აშშ დოლარის ქრთამი გამოსძალა – მოადგილემ კი მოქალაქის სახლში ჩაატარა უკანონო ჩხრეკა და მისაკუთრების მიზნით პირადი ნივთები ამოიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის, ამირან ნაჭყებიას დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა. პროკურატურის […]
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 26 257-ს აღწევს
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 26 257-ს აღწევს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაშავებულთა რაოდენობა 64 797-მდე გაიზარდა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 174 ადამიანი დაიღუპა და 310 დაშავდა.
გვატემალაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
სამხრეთ გვატემალაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები მეზობელ სალვადორშიც იგრძნობოდა, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,1 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგების ეპიცენტრი 108 კმ სიღრმეზე იყო. დაზიანებულია შენობები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. ის რუს კოლეგას – ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მედიის ცნობით, ისინი ერთად აღნიშნავენ ლენინგრადის გათავისუფლების 80 წლის იუბილეს. იგეგმება რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს საბჭოს სხდომის გამართვა, სადაც 2024-2026 წლების გეგმებს განიხილავენ და 2021-2023 წლების შედეგებს შეაჯამებენ. ლუკაშენკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტები საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზეც ისაუბრებენ.