თოვის და ლიპყინულის გამო გზებზე ტრანსპორტისთვის გარკვეული შზღუდვები მოქმედებს
თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) […]
ხავი: ჩემს ოჯახს საკმარისად ატკინეს, ეს დასასრულია
ლა ლიგის 21-ე ტურში “ბარსელონამ” “ვილიარეალს” უმასპინძლა და 3:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. “ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის სასარგებლო იქნება, არ მინდა “ბარსელონასთვის” პრობლემად ვიქცე, ამიტომ ივნისში გუნდს დავტოვებ. ენერგია ისევ გამაჩნია და ამ სეზონში ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერს 10 […]
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 8 დრონიდან 4 ჩამოვაგდეთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით 28 იანვრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა 8 დრონი და 2 ისკანდერის ტიპის რაკეტა გაუშვეს. “2024 წლის 28 იანვრის ღამეს მტერმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებიდან შაჰედის ტიპის 8 დრონითა და ვორონეჟის ოლქიდან 2 ისკანდერის რაკეტით მიიტანა იერიში”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში. გარდა ამისა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან გასროლილია ორი C-300 ტიპის მართვადი […]
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
2023 წელს Swatch-ის წმინდა მოგებამ $1 მლრდ-ზე მეტი შეადგინა
საათების უდიდესმა მწარმოებელმა კომპანია Swatch-მა 2023 წელს წმინდა მოგება და შემოსავალი მსოფლიოს უმეტეს რეგიონში გაზარდა. Swatch-ის პრესრელიზის თანახმად, გასულ წელს მისმა წმინდა მოგებამ 890 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (1,03 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა, წინა წლის 823 მილიონ ფრანკთან შეადგინა. საოპერაციო მოგება1,16 მილიარდი ფრანკიდან 1,19 მილიარდ ფრანკამდე გაიზარდა. საოპერაციო მოგების მარჟა იყო 15.1%, 2022 წლის 15.4%-თან შედარებით. […]
ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებების შემდეგ UNRWA 9 თანამშრომელი გაათავისუფლეს
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, ჰამასის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ბრალდებების შემდეგ, UNRWA 9 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ისრაელმა ბრალდებები 12 მათგანის წინააღმდეგ გააჟღერა – როგორც გუტიერეში ამბობს, ერთ-ერთი დაღუპულია და დანარჩენი ორის იდენტიფიცირებას ახდენენ. “გაეროს ლტოლვილთა დახმარების და სამუშაოების სააგენტოს რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ გავრცელებული ძალიან სერიოზული ბრალდებების შემდეგ, გაერო მკვეთრ ზომებს იღებს. გაეროს ნებისმიერი თანამშრომლები, […]
მიხაილო პოდოლიაკი – არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებებს, ასევე უცნობია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე
რუსები აქტიურად მანიპულირებენ ბელგოროდის ოლქში „ილ-76“-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხზე, რათა საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის პროცესი შეანელონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებებს. პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ უცნობია ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე, რადგან რუსები აქტიურად ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო გამოძიებას. „რას […]
ანა დოლიძე – ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა
პარტია “ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ განსხვავებული ფასეულობებით არის შესაძლებელი. “ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ძალიან ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ იგივე ფასეულობებით ჩაანაცვლებენ ივანიშვილს და გაიმარჯვებენ. ივანიშვილი დამარცხების ერთადერთი გზა არის განსხვავებული ფასეულობები. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა. ის, რაზეც დგას ივანიშვილი, […]
რუსებმა უკრაინას დრონებით და „ისკანდერის“ რაკეტებით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა 28 იანვრის ღამეს უკრაინას „შაჰედის“ 8 დრონით და „ისკანდერ-მ“-ის რაკეტებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ”მტერმა შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან (პრიმორსკო-ახტარსკი – რუსეთის ფედერაცია) Shahed-136/131-ის 8 უპილოტო საფრენი აპარატით და რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის ორი რაკეტით განახორციელა, S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან კი დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან“, – აცხადებენ […]
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.