მიხაილო პოდოლიაკი – არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებებს, ასევე უცნობია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე

რუსები აქტიურად მანიპულირებენ ბელგოროდის ოლქში „ილ-76“-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხზე, რათა საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის პროცესი შეანელონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებებს. პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ უცნობია ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე, რადგან რუსები აქტიურად ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო გამოძიებას.
„რას ვხედავ ამაში? ორ რამეს. პირველი არის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შენელება. ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი რაოდენობით რუსული თვითმფრინავი განადგურდა, ანუ ს ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს, ს არ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები ან გამოიყენოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ფრონტის ხაზის გასწვრივ,”- განმარტა პოდოლიაკმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსებს შესაძლოა სხვა მიზნებიც ჰქონდეთ, კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ ომის წესებისა და კონვენციების დარღვევაზე ცივილიზებული სამყაროს ყურადღების შემცირება.

ასევე დაგაინტერესებთ