ანა დოლიძე – ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა

პარტია “ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ განსხვავებული ფასეულობებით არის შესაძლებელი.
“ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ძალიან ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ იგივე ფასეულობებით ჩაანაცვლებენ ივანიშვილს და გაიმარჯვებენ. ივანიშვილი დამარცხების ერთადერთი გზა არის განსხვავებული ფასეულობები. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა. ის, რაზეც დგას ივანიშვილი, არის გამდიდრება ერთი პატარა ჯგუფი ადამიანებისთვის, დანარჩენი ქართველების გადაჩეხვა, ემიგრაცია, გაღარიბება, განათლების გარეშე დატოვება. მეორე მხრივ, ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ სხვა ფასეულობა. ხალხმა ეს განსხვავებული ფასეულობა უნდა დაინახოს. ეს ფასეულობა არის კეთილდღეობა ყველასთვის“, – აცხადებს ანა დოლიძე.
ინფორმაციას პარტია “ხალხისთვის“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება