უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების შეჩერება უკვე იგრძნობა ფრონტზე – ბლინკენი

უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებამ იმის გამო, რომ კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია ამ წლისთვის შესაბამისი თანხების გამოყოფა, უკვე გამოიწვია ბრძოლის ველზე გარკვეული შედეგები. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ბლინკენს არ დაუზუსტებია, თუ რა შედეგები ჰქონდა მხედველობაში. უკრაინის ფრონტიდან გავრცელებული ცნობებით, ბევრი მიმართულებით […]
დიდი 10

თბილისის ‘ლელო სარასენსმა’ ქუთაისის ‘არესთან’ პირველ ტაიმში მოპოვებული 10-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დაძაბულ მატჩში 19:16 გაიმარჯვა. დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა თავიდან სტუმრებმა მიიღეს, მაგრამ ჯარიმა არაზუსტი იყო. საწყის 26 წუთში გუნდები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ირაკლი ყიასაშვილმა სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა, რაზეც ‘არესმა’ გიორგი თევდორაძის ერთი ჯარიმით უპასუხა. თევდორაძემ 29-ე წუთზრ არეკნით ჩამორჩენა […]
საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის 6 და ნატოს 9 წევრ სახელმწიფოს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს მაჩვენებელს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მიღებული შედეგი საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა. “საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის 6 და ნატოს 9 წევრ სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს მონაცემები საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა […]
“ლელოს 9 ნაბიჯი ევროპისკენ” არის საკანონმდებლო წინადადებების და პროექტების სისტემური ხედვა, რომელიც ყველა რეკომენდაციის შესრულებას უზრუნველყოფს – ანა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა “ლელოს” ხედვაზე ისაუბრა და განმარტა, რას მოიაზრებს “ლელოს 9 ნაბიჯი ევროპისკენ”. ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს არის საკანონმდებლო წინადადებების და პროექტების შეჯერებული, სისტემური ხედვა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებიდან 1 წელიწადში, ყველა რეკომენდაციის შესრულებას უზრუნველყოფს. “ეს არის “ლელოს” მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვების, საკანონმდებლო წინადადებების, პროექტების შეჯერებული, სისტემური ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ […]
სემეკში, ქ. რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმების განხორციელების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ქ. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, სემეკის წევრები და ქ. რუსთავის მერის მოადგილე. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, შპს „ჯორჯიან უოთერ […]
ერთიანი ჯანმრთელობის სტრატეგია ქმნის სერიოზულ ჩარჩოს იმისთვის, რომ გარემოს დაცვის, ვეტერინარიის და ადამიანური ჯანმრთელობის რისკები მთლიანობაში იქნას მოცული – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებსა და ამერიკის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტში, მხარეთა ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია გათვალისწინებული. მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით, ძალისხმევის გააქტიურებას. ასევე, ტექნიკურ დახმარებას კვლევების განვითარებისთვის. დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია ადამიანური რესურსების […]
ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია ₾13.1 მლნ დაჯდება – როდის დასრულდება პროექტი?

მერიამ ნარიყალას ციხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ჯამში სამუშაოები 13 162 286 ლარი დაჯდება. რეაბილიტაციის პროცესი 2 წელს გაგრძელდება და 2025 წლის ბოლოს დასრულდება. გამოყოფილი თანხა ასე ნაწილდება, 2024 წელს რეაბილიტაციისთვის 5 268 648 ლარი, 2025 წელი კი 7 893 638 ლარი გამოიყოფა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერი 11 თებერვლიდან 16 […]
“სასტუმროებში ასეთი ცოტა რუსი არასოდეს ყოფილა” – სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია

“სტატისტიკის დეპარტამენტი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ეს ხალხი, ვინც ამას აკეთებს, სხვა ქვეყნის ტურიზმს ითვლის”, – ასე შეაფასა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა 2023 წლის ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები. ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 7.1 მლნ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.3%-ით მეტია. მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული […]
ჯუღელი “ნაპოლის” ხვიჩას ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება – კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილისა და შეთავაზებულ ხელფასს შორის დიდი სხვაობაა

Calciomercato წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტის ახალ კონტრაქტზე “ნაპოლის” ჯერჯერობით ვერ უთანხმდება. ქართველი ვარსკვლავი ამჟამად 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, “პარტენოპეი” კი მას ხელფასის გასამმაგებას სთავაზობს, რაც ჩვენებურის მხარეს არ აკმაყოფილებს. Calciomercato წერს, რომ ხვიჩას და მის აგენტს შეთავაზებულზე ორჯერ მეტი სურს, ამიტომ ახალი კონტრაქტის ამ ეტაპზე გაფორმება ჯერჯერობით შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ […]
“რესპუბლიკურის” ექიმებმა კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად სასამართლოს მიმართეს

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” თანამშრომლებმა კლინიკის შენობების დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 30 იანვარს, მიმართეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ნინო ოთარიშვილმა, კლინიკის კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა. მთავრობამ საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება 22 იანვარს მიიღო, რამდენიმე საათში კი კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლებს 4 წინადადება შესთავაზა. ამ შეთავაზებებიდან არცერთი არ არის მისაღები იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა სახელითაც სარჩელი […]