რუსეთის პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, ისინი პუტინს უჭერენ მხარს

რუსეთის პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა სამშაბათს განაცხადა, რომ ტოვებენ საარჩევნო კამპანიას და ისინი მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდნენ. პარტია „რუსეთის საერთო-სახალხო კავშირის“ ლიდერმა სერგეი ბაბურინმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ განაცხადა მაშინვე, რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა მის მხარდამჭერთა ხელმოწერების სია. რისთვის აგროვებდა ხელმოწერებს, ბაბურინს არ განუმარტავს. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, „გაერთიანდნენ პუტინის კანდიდატურის გარშემო“. ნაციონალისტ-იმპერიალისტი […]
ჯოზეფ ბორელი – არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს – ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს. „ნამდვილად არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მან გაიმარჯვოს. ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას. თუ პუტინის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, ეს გაამხნევებს რუსეთს და სხვა ავტოკრატიებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები. ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ […]
„ლელომ“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მათი ხედვა „9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ“ წარადგინა

პარლამენტში, პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მათი ხედვა “9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ” წარადგინა. გეგმა მოიცავს კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც, როგორც “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, შედგენილია იმისთვის, რომ საქართველომ უმოკლეს დროში, ხელისუფლების ცვლილებიდან ერთ წელიწადში შეძლოს ევროკავშირის 9 -პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება. როგორც პრეზენტაციაზე ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი ხელისუფლების და ძალაუფლების […]
ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში, მხარეთა ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია გათვალისწინებული. მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა ზედამხედველობის არსებული სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და […]
ვიქტორ ორბანი – 2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, ევროპაში ომი არ იქნებოდა

2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, ევროპაში ომი არ იქნებოდა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩემი პირადი ღრმა რწმენით, 2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, ევროპაში ომი არ იქნებოდა. დღეს, ევროპასა და აშშ-ში მის გარდა სხვას ვერ ვხედავ, ვინც ომის შესაჩერებლად საკმარისად ძლიერი […]
მოლდოვამ ერთიან ევრო გადახდების ზონაში გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი

მოლდოვას ეროვნული ბანკის (NBM) ხელმძღვანელმა ანკა დრაგუმ დღეს ხელი მოაწერა განაცხადს მოლდოვას რესპუბლიკის ერთიან ევრო გადახდების ზონაში (SEPA) მიერთების შესახებ. ინიციატივა გამოიწვევს ევროს უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფას ევროპულ სივრცეში და ევროპულ სივრციდან, რაც მოლდოვის მოქალაქეებს უფრო უსაფრთხო, სწრაფ და მოსახერხებელ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს, ამის შესახებ MOLDPRES-ი იუწყება. „ეს არის ისტორიული დღე მოლდოვას რესპუბლიკისთვის. დღე, როდესაც ეროვნული ბანკი […]
სასაცილო და არასერიოზულია, როდესაც 2 კაციანი მარგინალური ჯგუფი ფიქრობს, რომ პარლამენტმა უნდა იმოქმედოს მათი დღის წესრიგით – შალვა პაპუაშვილი “ლელოს” ხედვაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ლელოს” ხედვა შეაფასა და აღნიშნა, რომ “სასაცილო და არასერიოზულია, როდესაც 2 კაციანი მარგინალური ჯგუფი ფიქრობს, რომ პარლამენტმა უნდა იმოქმედოს მათი დღის წესრიგით”. “კიდევ ერთხელ ჩანს, რომ არასერიოზულად უდგება ოპოზიცია, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს. როდესაც ვსაუბრობთ “ლელოზე”, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის 2 ადამიანი პარლამენტში. სასაცილო და არასერიოზულია, როდესაც 2 კაციანი […]
შესთავაზა სექსუალური კავშირი, მიიღო რადიკალური უარი, მაგრამ არ გაჩერდა და კიდევ ახორციელებდა მასთან არასასურველ კონტაქტს – დაზარალებული პედაგოგის ადვოკატი

სექსუალური შევიწროება თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში – დაზარალებული პედაგოგის კოლეგები აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან. ისინი ამბობენ, რომ კოლეგას სექსუალური შევიწროების შესახებ მათთვის არაფერი უთქვამს. დაზარალებული პედაგოგის ადვოკატი კი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფს უხელფასო შვებულებაში გასვლა მოუხდა. “ეს პედაგოგი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს […]
ჩვენი გეგმაა, მომავალ კვირაშივე დავამტკიცოთ ახალი მთავრობა – პარლამენტის თავმჯდომარე ახალი სამთავრობო შემადგენლობის დამტკიცების ვადებსა და პროცედურებს განმარტავს

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას მომავალ კვირას დაამტკიცებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროცედურა რამდენიმე დღიანია, სამთავრობო პროგრამის განხილვა ჯერ კომიტეტებში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოხდება. მანამდე კი, 1 თებერვალს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყრილობის დელეგატებს უნდა წარუდგინოს. “რაც შეეხება მომავალ სამთავრობო კაბინეტს, ეს უპირველეს ყოვლისა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გადასაწყვეტი საკითხია და სრულად მისი კომპეტენციაა. პარლამენტი ემზადება იმისთვის, […]
გიორგი ხასაიაც და კაკო ჩიქობავაც მზაობას გამოთქვამდნენ აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი და აღიარებდნენ დანაშაულს, იმედი გვაქვს ორივე ბრალდებული დატოვებს საპატიმროს – გურამ იმნაძე

კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს. “კურიერთან” ინტერვიუში, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ მათი მხრიდან დანაშაულის აღიარების და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში საგამოძიებო უწყება მზადაა, დაკავებულებისთვის არასაპატიმრო ღონისძიება მოითხოვოს. ამ წინადადებას ეთანხმება დაცვის მხარეც. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულებისთვის პროკურატურის შეთავაზება მისაღებია. ადვოკატ გურამ იმნაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელიც პროკურატურის […]