ერთიანი ჯანმრთელობის სტრატეგია ქმნის სერიოზულ ჩარჩოს იმისთვის, რომ გარემოს დაცვის, ვეტერინარიის და ადამიანური ჯანმრთელობის რისკები მთლიანობაში იქნას მოცული – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებსა და ამერიკის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტში, მხარეთა ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია გათვალისწინებული. მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით, ძალისხმევის გააქტიურებას. ასევე, ტექნიკურ დახმარებას კვლევების განვითარებისთვის. დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია ადამიანური რესურსების პროფესიული მომზადება.
“ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროსთან. ერთიანი ჯანმრთელობის სტრატეგია, რომელიც მთავრობამ გასულ წელს მიიღო, ქმნის ძალიან სერიოზულ ჩარჩოს იმისთვის, რომ გარემოს დაცვის, ასევე ვეტერინარიის და ადამიანური ჯანმრთელობის რისკები ერთიანად მთლიანობაში იქნას მოცული, ამდენად, ეს მემორანდუმი ქმნის ძალიან მყარი თანამშრომლობის გარანტიებს, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებისგან დაზღვევის და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუანია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები