„გუდვილი“ ონლაინ გაყიდვების გაძლიერებაზე მუშაობს

„გუდვილი“ დიდი ზომის ჰიპერმარკეტების გახსნას აღარ გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი აცხადებს, განვითარების გეგმა სუპერმარკეტებთან ერთად, ე.წ. Dark store-ს უკავშირდება, რაც ხარჯების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ bm.ge წერს. FMCG ბაზრის განვითარების ტენდენციებზე საუბრისას გიორგი ხაბაშვილმა ონლაინ-გაყიდვების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საერთო გაყიდვებიდან ონლაინ გამოწერების წილი მხოლოდ 2%-ია. „უმნიშვნელოვანესი ტრენდი, […]
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება

მომავალ კვირას, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება. მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხიც, რა პროცესიც ჯერ პარლამენტის კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.
სტოლტენბერგის ვიზიტის დროს, ბლინკენი უკრაინის დახმარების დამტკიცების მნიშვნელობაზე საუბრობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 29 იანვარს განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის მიღწევები ბრძოლის ველზე შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს თუ შეერთებული შტატები კიევის დახმარებას არ გააგძელებს. ეს განცხადება ბლინკენმა იმ ფონზე გააკეთა, როცა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში იმყოფება და უკრაინისთვის დახამრების გამოყოფაზე კონგრესის ლობირებას ცდილობს. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში […]
რუსეთმა არამეგობრული ქვეყნებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლის იმპორტის კვოტა 33,1 ათასი ტ-ით განსაზღვრა

რუსეთი არამეგობრული ქვეყნებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლის იმპორტის კვოტას (33,1 ათასი ტ) აწესებს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება 2024 წლის 27 იანვარს გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, კვოტები 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. დადგენილების მიხედვით, იმპორტის კვოტა კარტოფილის თესლზე 16 ათასი ტონას, ქერზე – 0,6 ათასი ტონას, სიმინდზე – 5 ათასი ტონას, სოიოზე – 0,6 ათასი ტონა, […]
ფრანგი ნახევარმცველი თბილისის “დინამოში”

ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი “დინამოში” ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. დომენიკ საიმონი “დინამოს” სიდეში შეუერთდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდთან ერთად გააგრძელებს მოახლოებული სეზონისთვის მზადებას. ფრანგი ფეხბურთელის ძირითადი სათამაშო პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველი გახლავთ, თუმცა მას საყრდენ ზონაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. საიმონი “ობერვილერსის” აღზრდილია. შემდეგ ესპანურ “ნავაროში” ასპარეზობდა, ბოლო ორი […]
პუბლიკა: ბერლინალეზე კინოცენტრის დელეგაციაშია სულთანიშვილი, ოდიშარია, POSTV-ის ჟურნალისტი

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს – ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს და აქვეყნებს მოპოვებულ სიას, თუ ვინ იქნებიან ოფიციალური წარმომადგენლები. პუბლიკა EFM-ის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური წარმომადგენლების სიაში პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე არიან. ამასთან, ოფიციალური […]
ვოლსკის თქმით, ცვლილებებს წინასაარჩევნოდ გეგმავდნენ, მაგრამ ღარიბაშვილმა “გადაწყვიტა, რომ ახლა ჯობია”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ სტრუქტურულ ცვლილებებს წინასაარჩევნო პერიოდში გეგმავდნენ, თუმცა მოვლენები ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაჩქარდა. ვოლსკის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილს მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ, ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი გახდება. ამ პარტიულ თანამდებობას ის პრემიერ-მინისტრობას შეუთავსებს – ზუსტად ისე, როგორც ამას ღარიბაშვილი აკეთებდა […]
,, ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს” – ზურაბ სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,1. არ ვიცი რითი გარდაიცვალა ის ბავშვი და ვიზირებ ოჯახის მწუხარებას😔 2 ფენტანილზე დავწერე 100 და ახალს ვერაფერს ვიტყვი 3 არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება 4 მძიმე სინტეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს 5 შეცვალეთ კანონი და მომხმარებელს და დამოკიდებულ ადამინებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრრბას […]
კანადაში ოკეანემ მე-19 საუკუნეში აგებული გემის ნამსხვრევები გამორიყა

კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროზე, მე-19 საუკუნეში აგებული გემის ნამსხვრევები გამოირიყა. როგორც BBC წერს, გამორიყვას ხელი ქარიშხალმა “ფიონამ” შეუწყო. ნამსხვრევებს შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან. გემის აგების ზუსტ თარიღს სპეციალისტები დაადგენენ.
ირაკლი კობახიძეს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დაწყებული სამეცნიერო საქმიანობიდან, გაგრძელებული პოლიტიკით – მან შეძლო, “ქართული ოცნება” ჩამოეყალიბებინა სტრუქტურიზებულ გაერთიანებად და რეალურად გამართულ პარტიად – სოზარ სუბარი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პოლიტიკური საქმიანობა შეაფასა “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა და იმ დამსახურებებზე ისაუბრა, რომლებიც მას საქმიანობის განმავლობაში ჰქონდა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ადამიანი, რომელსაც ურთულეს პირობებში მოუწია ჯერ პარტიის თავმჯდომარედ და შემდეგ, პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარედ მოსვლა. “რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დაწყებული სამეცნიერო […]