2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. უშუალოდ დეკემბერში კი ზრდა 8.3% იყო. საქსტატის თანახმად, დეკემბერში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 14.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 4.6%-ით არის გაზრდილი. დეკემბერში ბრუნვის მატება დაფიქსირდა ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში, თუმცა კლება იყო ენერგეტიკასა და უძრავი ქონების ოპერაციებში. “2023 […]
კომაროვის სკოლის პედაგოგებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

კომაროვის სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა VI საერთაშორისო ტურნირზე ოქროს 3, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს. გუნდურ შეჯიბრებაში კომაროვის სკოლის გუნდი მეორე ადგილის მფლობელი გახდა. კონკურსი ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ალმატის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით დასწრებულ და ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც 9 ქვეყნის 80-ზე მეტი სკოლის 500 -ზე მეტმა პედაგოგმა და წრის ხელმძღვანელმა […]
“სისტემატურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, ითხოვდა უსიტყვოდ მორჩილებას…” – ნაფიცმა მსაჯულებმა სამეგრელოში დაკავებული კაცი დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც გენდერის ნიშნით ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემას, მუქარას, იძულებასა და სასამართლოს უპატივცემულობას შეეხებოდა. აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. “სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. ასევე, დაზარალებულს უკრძალავდა […]
ცნობილია ქართველის ვინაობა, ვინც ტარტუს უნივერსიტეტიდან 158 ათასი ევროს უნიკალური წიგნები მოიპარა
ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან, 158 ათასი ევროს ღირებულების წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქეს, ბექა ცირეკიძეს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქმე ეხება 8 იშვიათი გამოცემის მოპარვას. გამოცემებს შორის, რომლებიც დამნაშავემ მაღალ დონეზე დამუშავებული ყალბი წიგნებით შეცვალა, იყო რუსი მწერლების – პუშკინისა და გოგოლის ნაწარმოებების ორიგინალებიც, რომლებიც მე-19 საუკუნით თარიღდება. დამატებითი სასჯელის სახით, დამნაშავეს ქვეყანაში ხელახალი შესვლის […]
ანა დოლიძე – ჩვენი თანაპარტიელი, ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების დროს დაკავებული ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ,,ამ დილით, კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების დროს დაკავებული ჩვენი წევრი, ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება, რომელსაც თან არ ახლდა არანაირი მტკიცებულება, უსამართლოა. ეს ფაქტი კიდევ […]
თიბისის ტექსკოლას 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს

თიბისი ტექსკოლაში, მომავლის პროფესიები, მეორე სემესტრის ფარგლებში, 500-ზე მეტმა, ჯამში კი 1200-მდე უფროსკლასელმა შეისწავლა. თიბისიმ, 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. UI/UX დიზაინის, ვებგვერდების პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის გარდა, ტექსკოლის მოსწავლეები, ასევე ეუფლებიან – კომპიუტერული თამაშების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და მობილური […]
კახა კალაძე – წერეთლის გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რომელიც საღამომდე დასრულდება – როგორც დაგპირდით, ხვალიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი

წერეთლის გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება – როგორც დაგპირდით, ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა და ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თან სდევდა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სხვა არაფერია თუ […]
The Times of India საქართველოს 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს

ინდოეთში ყველაზე რეიტინგული ინგლისურენოვანი გამოცემა The Times of India მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოცემა 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას ასახელებს. საქართველო სამოგზაურო სიაში პირველ ადგილას არის. საქართველოსთან ერთად გამოცემა მკითხველს ბუტანში, შრი-ლანკაში, ომანსა და მადაგასკარში მოგზაურობას სთავაზობს. „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ამაყობს საოცარი ბუნებით, აქ […]
კახა ბექაური – დამოუკიდებელ კომისიაზე ზეწოლის მიზნით, „მაგთიკომი“ აბსურდული ბრალდებებით უსუსურ კამპანიას ეწევა – კომპანია „ორ ნაბიჯში“ ჩემს მიერ წილის ფლობა, სრულ შესაბამისობაშია კანონთან

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, კომპანია „მაგთიკომი“ ვერ ეგუება ComCom-ის თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელიც ტელეკომ ბაზრის გახსნისა და კონკურენციის გაჯანსაღებისკენ არის მიმართული. ამასთან, კახა ბექაური აღნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული პრობლემების გადაფარვის მოტივით, კომპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აბსურდული ბრალდებებით და აქცენტების გადატანით უსუსურად ცდილობს. „კომპანია „მაგთიკომის“ განცხადება, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს ჩემი საქმიანობის შესწავლას მოუწოდებს, შეიცავს აბსურდულ […]
წერეთლის გამზირის 1 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა, გუნდურმა, 24- საათიანმა სამუშაო რეჟიმმა შედეგი გამოიღო – „ბლექ სი გრუპი“

კომპანია ბლექ სი გრუპი, რომელმაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მერიისგან დაწუნებული კომპანიები ჩაანაცვლა. შესრულებული სამუშაოს შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „კომპანია ბლექ სი გრუპმა წარმატებით დაასრულა წერეთლის გამზირის 1 კმ მონაკვეთის (სტანისლავსკის ქუჩიდან ერისთავის ქუჩის ჩათვლით) რეაბილიტაცია. გუნდურმა, 24 საათიანმა სამუშაო რეჟიმმა შედეგი გამოიღო,“- წერს ბლექ სი გრუპი. შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების გამო […]