პირველმა 18-მეტრიანმა ავტობუსმა თბილისში მოძრაობა დაიწყო

31 იანვარს, დილიდან, თბილისში 18-მეტრიანმა ავტობუსმა დაიწყო მოძრაობა. დედაქალაქის მერიამ ახალი ავტობუსები ჯერ მხოლოდ ერთ ხაზზე გაუშვა. N302 ხაზზე 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანით შეიცვალა. ხაზზე გაშვებული ავტობუსების რაოდენობა (9) არ გაზრდილა. დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან გამოსული ავტობუსი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მიდის. ის გაივლის: · დიდ დიღომში რამდენიმე ქუჩას; · დავით აღმაშენებლის ხეივანს; · თბილისის საქალაქო […]

“როგორ ვაძლევ ფეხბურთელებს მოტივაციას?” – სპალეტის საინტერესო პასუხი

იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, რამდენიმე დღის წინ Pachina d’Oro-ს (გასული წლის სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელის) ჯილდო გადასცეს. ტოსკანელმა სპეციალისტმა ცერემონიალის შემდეგ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. “ამ ჯილდოს მიღებით ძალიან ამაყი ვარ. იმედია, მომავალში მას ისეთი მწვრთნელები მოიპოვებენ, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ გამოუვლენიათ. რა თქმა უნდა, “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, სპორტულ […]

ცოლს სცემდა, დამახინჯებით ემუქრებოდა – ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ოჯახურ ძალადობაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემაში, მუქარაში, იძულებასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კაცს სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. “სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, […]

ხუნდაძე: მმართველ გუნდში ცვლილებები უფრო მეტი წინსვლის პერსპექტივას აჩენს

მმართველ გუნდში განხორციელებული ცვლილებები უფრო მეტი წინსვლის პერსპექტივას აჩენს, რითაც პირველ რიგში საზოგადოება ისარგებლებს. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ქვეყნისათვის სტაბილურობის მეტ გარანტიას იძლევა, ხოლო ხელისუფლებისთვის – მეტ პასუხისმგებლობას. ოპოზიციას ერჩივნა, არც პარტიის საპატიო თავმჯდომარე გამოჩენილიყო ივანიშვილის სახით და ორი ლიდერი ირაკლიდან, ორივე ჩამოშორებოდა თანამდებობებს. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნოდ არც თუ ისე უსაფუძვლოდ დაშინებული ოპოზიცია გაზაფხულის ბუზივით იკბინება. […]

2 000 000 ლარზე მეტის ჯარიმები საწვავის ნორმების დარღვევისთვის – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

ჯამში 2 000 000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმები გამოიწერა საწვავში კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. “ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და […]

თიბისის ტექსკოლას 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს

თიბისი ტექსკოლაში, მომავლის პროფესიები, მეორე სემესტრის ფარგლებში, 500-ზე მეტმა, ჯამში კი 1200-მდე უფროსკლასელმა შეისწავლა. თიბისიმ, 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. UI/UX დიზაინის, ვებგვერდების პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის გარდა, ტექსკოლის მოსწავლეები, ასევე ეუფლებიან – კომპიუტერული თამაშების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და მობილური […]

ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ცოლზე მოძალადე კაცი

ნაფიცმა მსაჯულებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილეს საქმე რომელიც გენდერის ნიშნით ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემას, მუქარას, იძულებას, სასამართლოს უპატივცემულობას შეეხებოდა და აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე […]

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – რას წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსი და ვის შეიძლება მიენიჭოს

ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“. „შენი საგადასახადო მრჩეველი“ – „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. 31 იანვრის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა, მცირე ბიზნესის სტატუსს მიეძღვნა. რას წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსი და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი სტატუსის მისაღებად. […]

საფრანგეთს სურს, ევროკავშირმა დაარეგულიროს უკრაინიდან ქათმისა და მარცვლეულის იმპორტი – მაკრონი

საფრანგეთს სურს, ევროკავშირმა დაარეგულიროს უკრაინიდან ქათმისა და მარცვლეულის იმპორტი, ასევე გახადოს მეურნეობის ზოგიერთი წესი მოქნილი, ამის შესახებ ფრანგი ფერმერების პროტესტის პარალელურად, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთს სურს, ჰქონდეს მკაფიო ზომები უკრაინიდან იმპორტთან დაკავშირებით. „ჩვენ მოცულობით და ხარისხით ისეთი რამ გვაქვს, რაც დესტაბილიზაციას ახდენს ევროპულ ბაზარზე, იქნება ეს […]

„ფეროშენადნობთა სექტორში მთელი საწარმოო სიმძლავრეების 50% გაჩერებულია“ – მერაბ ლომინაძე

„ფეროშენადნობთა სექტორში მთელი საწარმოო სიმძლავრეების 50% გაჩერებულია“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „თრეიდინგ სოლუშენსის“ თანადამფუძნებელმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოსავალი იაფ ელექტრო ენერგიაზე წვდომა და გაიაფებული სატრანსპორტო ხარჯები იქნება. ამ შემთხვევაში საწარმოების ამოქმედებას შეძლებენ. „ფეროშენადნობთა დარგში, ძირითადი ხარჯი, დაახლოებით 28-30% გახლავთ ელექტროენერგია. სხვა კომპონენტის შემცირებით იმხელა ეფექტს ვერ მივიღებთ, თუმცა, ეფექტი სახეზე იქნება. […]