აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტი განახლდა – აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ბათუმში 11 პირი სასამართლოში დაიბარეს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა. მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალა. აქციის მონაწილეები, მოითხოვენ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას. ამასთან, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ბათუმში 11 პირი სასამართლოში დაიბარეს, რომლებსაც აქციის ორგანიზებას და გზის გადაკეტვას ედავებიან. “178-ე მუხლის საფუძველზე ვართ დაბარებული, იქ გადაწყდება ჩემი ბედი დამაჯარიმებენ თუ სხვა ზომებს მიიღებენ. საუბარია გზის […]
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაიღუპა, სამართალდამცველები არიან მობილიზებული

არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდიც დაიღუპა. როგორც ცნობილია, სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის […]
ავტოსაგაზო შემთხვევას ორი არასრუწლოვანი ემსხვერპლა – დაპირისპირება ბოლნისში

დაძაბულობაა ბოლნისში, სადას გზაზე ავტომობილი ორ არასრულწლოვანს დაეჯახა. რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად 16 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 17 წლის ბიჭი “ავერსის” კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რადიო მარნეული იუწყება, რომ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა მოსახლეობამ ამოატრიალა, რადგან ექიმები პირველად დახმარებას იმ მანქანის მძღოლს უწევდნენ, რომელიც არასრულწლოვნებს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფოს თანამშრომლები ბოლნისში გადაიყვანეს. […]
საჯარო სექტორთან გამოსავალზე საუბარი ძნელია, რადგან ისინი პრობლემას არ აღიარებენ – მაია სიდამონიძე

“რომც იყოს საჯარო სექტორთან რაიმე დიალოგი, ძალიან ძნელია რაღაც გამოსავლებზე ისაუბრო, როდესაც ისინი პრობლემას არ აღიარებენ”, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელმა, მაია სიდამონიძემ BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” ისაუბრა და ლევან დავითაშვილის განცხადებაც შეაფასა, რომლის თანახმადაც ტურიზმის სექტორი არ შენელებულა. ამაზე, სიდამონიძემ აღნიშნა, რომ ის არის მორიგი ტყუილი. მისი თქმით, ბიზნესთან დიალოგი არც […]
მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ – სალომე ზურაბიშვილი

მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. „სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორმა პლატფორმა X-ზე დაწერა, […]
თურქული დრონების გიგანტმა Baykar-მა იტალიური Piaggio Aerospace-ი შეისყიდა

თურქული კომპანია Baykar, რომელიც უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანიამ იტალიური თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Piaggio Aerospace შეიძინა. განცხადება იტალიის მრეწველობის სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა გარიგების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. საერთაშორისო ტენდერში კიდევ ორი უცხოური კომპანია მონაწილეობდა. Piaggio Aerospace 1884 წელს დაარსდა. კომპანია ცნობილია P.180 Avanti თვითმფრინავების წარმოებით, რომლებსაც “ციური ფერარი” უწოდეს. კომპანია […]
ვინ არიან ავარიისას დაღუპული მოზარდები და რა ხდება ადგილზე?

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა შემზარავი ავარიის დეტალებს ყვება, სადაც ორი მოზარდი დაიღუპა: ,,ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით მძღოლი და მანქანაში მყოფები ნასვამ მდგომარეობაში ყოფილან მძღოლმა ადგილობრივ ხალხს შეაგინა და გაიქცა ადგილიდან სასწრაფო ადგილზე მოსვლის დროს დაზარალებულებს კი არა მანქანაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს დახმარება მიაწოდა და ამ შემთხვევამ ადგილობრივები გააბრაზა და ამიტომ სასწრაფო გადატრიალეს ნასვამი მძღოლის გინების შემდეგ […]
ეროვნული ბანკი – წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 355.6 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა – მთლიანი საერთაშორისო ვალდებულებები კი წინა კვარტლის მაჩვენებელს 1.6 მლრდ დოლარით აღემატება

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.8 მლრდ აშშ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -90.5 პროცენტია (წინა პერიოდის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი – 92.1 პროცენტი იყო). ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 355.6 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა. „2024 […]
სებ – საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 30 სექტემბრის მდგომარეობით 25.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა – მესამე კვარტალში საგარეო ვალი 734.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 25.3 მლრდ აშშ დოლარი (69.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 76.9 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 734.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. „მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო […]
სებ საგადასახდელო ბალანსის ანგარიშს აქვეყნებს – მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სალდო დადებითია

ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის ანგარიშს აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სალდო დადებითია. მათივე თქმით, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია”, შესაბამისად. „2024 წლის მესამე კვარტალში მიმინარე ანგარიშის პროფიციტმა 61.4 მლნ აშშ დოლარი (166.6 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს […]