ავიაკომპანიები, რომლებმაც რუსეთში ფრენები შეაჩერეს

ყაზახეთის, ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ავიაკომპანიებმა რუსეთის რიგ ქალაქებში რეისები შეაჩერეს. კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 25 დეკემბერს AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. რეისი ბაქოდან გროზნოს მიმართულებით სრულდებოდა. თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად ჩამოვარდა. რუსეთის მიმართულებით ან რუსეთიდან ჯამში 6-მა უცხოურმა ავიაკომპანიამ შეზღუდა ფრენები. აზერბაიჯანის […]
ჯიმი კარტერს პატივს მიაგებენ

100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯიმი კარტერი, ამერიკის 39-ე პრეზიდენტი, რომელსაც 2002 წელს ნობელის პრემია მიენიჭა საერთაშორისო კონფლიქტების კუთხით სამშვიდობო ძალისხმევისთვის. ასევე, დედამიწაზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მუშაობისთვის. 1 ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მედიასთან შეხვედრისთვის ემზადება. ვაშინგტონი, აშშ. 2 თებერვალი, 1977წ. 2 ბრიტანული ბეჭდური მედიის პირველი გვერდები […]
უილსონი: მცდარი წარმოდგენა აქვთ ტრამპზე, ის მხარს უჭერს ისეთ ლიდერებს, როგორიც ზურაბიშვილია

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებაში დონალდ ტრამპზე “ყოვლად მცდარი წარმოდგენები” აქვთ. ამაზე მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. უილსონი ამბობს, რომ ტრამპი უჭერს ისეთ ლიდერებს, როგორიცაა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ომის დამნაშავე პუტინის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას. ჟურნალისტმა კონგრესმენს ჰკითხა: საინტერესოა, რომ ქართულ ოცნებაში მაინც ფიქრობენ, რომ მოახერხებენ და საერთო ენას გამონახავენ […]
მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა

მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, რომელთაგანაც ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, დაშავებულია კიდევ ორი პირი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
“კომპანიებს შეუძლიათ ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ”- საგადასახადო ექსპერტები ექსპორტ-იმპორტის გასაჯაროებულ ინფორმაციაზე

26 დეკემბერს რამდენიმე სამთავრობო მედიასაშუალებამ (ტელეკომპანია „იმედი“, “რუსთავი 2“, „პოს-ტვ“) იმ კომპანიების მიერ რუსეთში განხორციელებული ექსპორტ-იმპორტის შესახებ გაავრცელა კონკრეტული ინფორმაცია, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ საგარეო კურსის შეცვლის გამო აკრიტიკებენ. როგორც საქსტატში ისე შემოსავლების სამსახურში bm.ge-ს მიმართვის პასუხად ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან კანონი დარღვეული არ ყოფილა და მესამე პირზე ინფორმაცია არ გაუციათ. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ კანონით […]
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაიღუპა, სამართალდამცველები არიან მობილიზებული

არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდიც დაიღუპა. როგორც ცნობილია, სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის […]
ჯო უილსონი – ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების, ივანიშვილისა და სხვების ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან

ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ისინი ვერ შეძლებენ ამერიკაში სიამოვნებით ცხოვრებას. „ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან. […]
„განულებულია ჯავშნები, ახალი ჯავშნები არ შემოდის, გაჩერებული ვართ ჩვენც, ჩვენი კოლეგები და პარტნიორებიც“ – ცოტნე ჯაფარიძე

„განულებულია ჯავშნები, ახალი ჯავშნები არ შემოდის, გაჩერებული ვართ ჩვენც, ჩვენი კოლეგები და პარტნიორებიც“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც მანვე დასძინა, ტურიზმში შემცირებული მოთხოვნა გამომდინარეობს იმ კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში ამჟამად არსებობს, რადგან ქვეყანაში, სადაც არეულობა და გაურკვევლობაა, ტურისტები არ დადიან. „ზოგადად, ტურიზმისთვის დეკემბრის მეორე ნახევარი არის ხოლმე აქტიური პერიოდი, […]
აზერბაიჯანი რუსეთს თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზის დამალვაში სდებს ბრალს

ყაზახეთის ხელისუფლებამ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების ჩამოგდებული თვითმფრინავის ჩანაწერები – ე.წ “შავი ყუთი” ბრაზილიაში გააგზავნეს. პარალელურად კი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ტრაგედიის მიზეზის „დაფარვას“. 25 დეკემბერს, აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან ჩეჩნეთის ქალაქ გროზნოში მიფრინავდა. თუმცა, თვითმფრინავი ყაზახეთში ჩამოვარდა. შედეგად, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. სულ […]
ზუგდიდში გააპროტესტეს ყაველაშვილის ხელმოწერილი კანონები

ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან გამართულ მორიგ საპროტესტო აქციაზე, მოქალაქეებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები გააპროტესტეს, რომელიც მათივე თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე. კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ზუგდიდის აქციაზე პროტესტის ნიშნად ფოიერვერკი და ე.წ. ფერადი კვამლი გამოიყენეს. […]