მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდიც დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდი დაიღუპა. როგორც ცნობილია, სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის […]
„როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით! არც ფული, არც მოგზაურობა“ – ჯო უილსონი

როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით, არც ფული, არც მოგზაურობა, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. „თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელში იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. ჯერ კიდევ არის დრო საკუთარი […]
მშპ-ში უცხოური ინვესტიციების წილი 4%-მდეა შემცირებული – IDFI

ბოლო ორი წელია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დინამიკა იკლებს. ქვეყანამ 2023 წელს FDI-ის სახით 1.9 მლრდ დოლარი მიიღო – 15.6%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს. კლების დინამიკა გრძელდება 2024 წელსაც. წლის პირველ 9 თვეში FDI-ის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით არის შემცირებული. იანვარ-სექტემბრის პერიოდში, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 966.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც […]
სალომე ზურაბიშვილი – მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ

მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. „სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორმა პლატფორმა X-ზე დაწერა, […]
იან ლიპავსკი – ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს

ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს , – ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას. „ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს“, – […]
ალეკო ელისაშვილი – ყველა დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილს კანონები არც წაუკითხავს, შავად არის მათი საქმე – მიიღონ ერთმანეთისთვის კანონები, ადრე თუ გვიან თავზე გადავახევთ

ერთმანეთისთვის მიიღონ კანონები, ადრე თუ გვიან თავზე გადავახევთ მაგ კანონებს ყაველაშვილსაც და სხვებსაც, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” და ასევე სხვა კანონში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა. როგორც ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ, მიხეილ ყაველაშვილს კანონპროექტები, რომელსაც ხელი მოაწერა, „ალბათ არც […]
,, ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება” – ჯო უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს: „თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისკენ და რუსეთისკენ მიმავალ მატერებელზე ხართ, ჩამოსვლის დროა – ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. თავის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით! არც ფული, არც მგზავრობა!“
სააპელაციო საბჭოში აცხადებენ, რომ ავტორიზაციის საბჭო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ხელახლა განიხილავს

სააპელაციო საბჭომ განიხილა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზაციის საბჭო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ხელახლა განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება ათი სამუშაო დღეში გამოქვეყნდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. ამასთან, მანამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ […]
„თავშეკავება იგრძნობა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არავინ არაფერს გეგმავს – ვღელავ, აპრილზე, როცა ე.წ. Welcome სეზონი უნდა გახურდეს“ – მამუკა კელაურაძე

„გარკვეული თავშეკავება იგრძნობა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არავინ არაფერს გეგმავს,“ – ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ “ბიზნესპრესნიუსთან” ქართველების მოგზაურობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით გაყიდვების კუთხით, იგივე მაჩვენებელია, რაც გასულ წელს. თუმცა მამუკა კელაურაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ღელავს რა ვითარება იქნება აპრილში, სეზონის გახსნაზე. […]
უკრაინული ტრანზიტის შეთანხმების დასრულებასთან ერთად, დნესტრისპირეთმა გაზის მიწოდება შეწყვიტა

იმ დროს, როდესაც წლის ბოლოს რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის შეთანხმების ვადა მთავრდება, კვირას მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონის ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. უკრაინამ ომის დროს ამ შეთანხმების განახლებაზე უარი განაცხადა. ამან მოლდოვაში ახალ წელს ენერგიის მასობრივი გათიშვების შიში გააჩინა. კომპანია „ტირასპოლტრანსგაზ“-მა, რომელიც პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში გაზს ანაწილებს, განაცხადა, რომ ქალაქების, დუბასარის და […]