შსს – სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად, დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე

შსს-ს ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. უწყების ცნობით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე. შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა როგორც შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის. შეკრებილებმა გადააბრუნეს შეჯახებაში […]

31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და 1 იანვარს იწვიმებს, 2 […]

იანვრიდან თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ

თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ. ამის შესახებ დადგენილება მთავრობამ ოქტომბერში გამოსცა. კერძოდ, ამ დადგენილების თანახმად, მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2026 წლის 1 […]

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 355.6 მლნ დოლარით გაუარესდა – სებ

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.8 მლრდ აშშ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -90.5 პროცენტია (წინა პერიოდის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი – 92.1 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 355.6 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა. 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 17.4 […]

ანექსირებული სევასტოპოლიდან უპილოტო აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან

31 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ რამდენჯერმე მოხდა აფეთქება რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლსა და შავი ზღვის აკვატორიაში. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევი ირწმუნება, რომ აფეთქებები გამოიწვია რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების და უეკიპაჟო კატერების „მოგერიებამ”. რაზვოჟაევი ტელეგრამ-არხით იუწყება, რომ „ყველა სამსახური საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანეს“. აფეთქებებს ადასტურებენ სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები. […]

მედია – უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სმოლენსკის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს

რუსეთის სმოლენსკის ოლქში მდებარე ნავთობის საცავზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას გამოცემა BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. გამოცემა „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოში მდებარე საწვავის საცავზე დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამასთან, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის კომპლექსის გარკვეულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. […]

რუსეთის სმოლენსკის ოლქში დრონებით შეტევა იყო ნავთობის ბაზაზე

31 დეკემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოსთან. პირველი ცნობები, რომ ამ რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაა, ტელეგრამ-არხების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს. დილის 7 საათისთვის ეს ცნობა დაადასტურა სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა. გუბერნატორის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, იარცევოს რაიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „მოგერიებული” ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა ნავთობის ბაზის […]

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა დოკუმენტები მოიპარეს

ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებში შეაღწიეს და დოკუმენტები მოიპარეს, – საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარშია წერილში, რომელიც სახაზინო დეპარტამენტმა კანონმდებლებს გაუგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ ჰაკერებმა მესამე მხარის კიბერუსაფრთხოების სერვისის პროვაიდერი, BeyondTrust-ის მონაცემები გატეხეს და არასაიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა შეძლეს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, 8 დეკემბერს BeyondTrust-ისგან გაფრთხილება მიიღო და რომ […]

სამხრეთ კორეის სასამართლო იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

სამხრეთ კორეის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, სასამართლომ იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაკავებისა და მისი ოფისის ჩხრეკის შესახებ ორდერები გასცა, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარო მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება. ამასთან, მან უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის […]

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტია

რუსეთმა 31 დეკემბრის ღამეს უკრაინის ტერიტორიას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, ქვეყნის დედაქალაქში, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ კიევში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს. ამასთან, რუსეთის არმიამ უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე მიმართულებით შეუტია. დრონები დაფიქსირდა პოლტავას ოლქის სამხრეთ ნაწილში, სუმისა და პოლტავას ოლქების საზღვარზე, ასევე […]