ახალი წლის ღამეს თბილისში მეტროსა და ავტობუსის სამუშაო საათები არ შეიცვლება

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი უცვლელი დარჩება. · მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას · არ შეიცვლება ავტობუსების სამუშაო განრიგიც როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო საათის გახანგრძლივება გათვალისწინებული არაა, ვინაიდან არაა დაგეგმილი გალაკონცერტი. მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით მეტრო 6 იანვრის ღამეს, როცა […]

რა საკითხები განიხილეს ექვსი მარეგულირებელი უწყების მიერ შემდგარი მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე?

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ექვსი მარეგულირებელი უწყების მიერ შემდგარი მმართველი კომიტეტი შეიკრიბა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად – 2025 წელს განსახორციელებელი საკითხები განიხილა – ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. „მმართველი კომიტეტი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წამომადგენლებისგან შედგება, […]

„თუ ქარმა დაუბერა და დაბინძურებული ფენა ჩვენთან შემოვიდა, ეს იქნება საქართველოსთვის ეკონომიკური კოლაფსი“ – ოკეანოლოგი

თუ ქარმა დაუბერა რუსეთის მხრიდან, წამოვიდა ეს თხევადი ფენა და ჩვენთან შემოვიდა, ჩათვალეთ, რომ ვერც იხტიოფაუნა და ვერც რეკრეაცია ვერ გაიხარებს – ასე ეხმაურება ოკეანოლოგი ნოდარ წივწივაძე 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერის ჩაძირვის შედეგად შავი ზღვის აკვატორიის გარკვეული ნაწილის დაბინძურებას. მისივე თქვით, ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკის კოლაფსი. ცნობისთვის: 15 დეკემბერს ქერჩის […]

ახალი წლის სამზადისი და სურვილები XIX-XX საუკუნის გაზეთებიდან

“ეს ერთი წელიწადიც ჩავატარეთ ასკინკილით ჟამთა-უფსკრულში და ახლა ახალს მოველით, რომ იმავე აღტაცებით, დიდის იმედებით მივეგებნოთ და იმავე ერთ-გვარობით და უფერულად-კი გავატაროთ. ან და რა გვაქვს საქებური? რა თამბალიტები შევიძინეთ, რომ ქუდები ჰაერში ავაგდოთ და ფიანდზად გავეშალოთ მომავალს წელს. ძაღლი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო? მოსვლით რა მოგვიტანა და წასვლით რას შეგვძენს” – 1886 […]

„ოცნების“ პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას“

2025 წელს, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, უმძიმესი პრობლემებითა და პრაქტიკულად, საერთაშორისო იზოლაციაში ხვდება. შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. შეჩერებულია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესი. დღის წესრიგში დგას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხი. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების, მიტინგების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის „ქართული ოცნების“ არაერთი […]

“დარწმუნებული ვარ, “ოცნებას” საქართველო ევროკავშირისკენ მიჰყავს” – ინტერვიუ ლაშა პაპაშვილთან

„საქართველოს არცერთი წამით არ გადაუხვევია [ევროკავშირის გზიდან]. “ქართული ოცნების” დამსახურებაა, რომ ახლა მშვიდად ვართ“, – ეს განცხადება ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გააკეთა. „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი და სანქციები ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი რისკის და პრობლემების წინაშე აყენებს, თუმცა ბიზნესმენს გამოსავლის გზად არა – ახალი არჩევნები, არამედ საპროტესტო აქციების შეწყვეტა და […]

გაერო-ში ისრაელის ელჩი „ჰუსიტებს“ – ნება მომეცით, შეგახსენოთ, რა დაემართა „ჰამასს“, „ჰეზბოლას“, ასადს – ეს არ არის მუქარა, ეს დაპირებაა

გაერო-ში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ უკანასკნელად აფრთხილებს „ჰუსიტებს“ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, ისინი „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და სირიის ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის „სავალალო ბედს“ გაიზიარებენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მივმართავ ჰუსიტებს: თქვენ, ალბათ, არ აქცევთ ყურადღებას იმას, რაც მოხდა ახლო აღმოსავლეთში გასული წლის განმავლობაში. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რა დაემართა […]

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. ის ბოლო წლების განმავლობაში ტელეკომპანია „ფორმულაში“ მუშაობდა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით „ფორმულა“ ინფორმაციას ავრცელებს. „დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”, – ნათქვამია ტელეკომპანიის ინფორმაციაში. “ინტერპრესნიუსი” მწუხარებას […]

მედია – მსოფლიოში პირველად, უკრაინელებმა რუსული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი საზღვაო დრონით გაანადგურეს

მსოფლიოში პირველად, უკრაინელებმა რუსული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი საზღვაო დრონით გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმმა „Group 13“-მა მსოფლიოში პირველად, საჰაერო სამიზნეს Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონის გამოყენებით დაარტყა. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, შავ ზღვაში […]

საქართველოს რკინიგზა 2025 წლის 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2025 წლის 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში; ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით;საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.