მამუკა მდინარაძე – კოლექტიურ „ნაცებს“, ნინო ლომჯარიას პირით, მოუწია ისტორიული აღიარების გაკეთება, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა რადიკალური ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს

რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცებს“, ნინო ლომჯარიას პირით მოუწიათ ძალიან დიდი და შეიძლება ითქვას, ისტორიული აღიარების გაკეთება იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა რადიკალური ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ნინო ლომჯარიას “ფეისბუქ სტატუსის” შესახებ, ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, სადაც ლომჯარია პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაზე წერს და აღნიშნავს, რომ […]

UNICEF-ის ექსპერტი – მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს – მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს

მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს, მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს და ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცულია, თუ სახლში პოკერს ითამაშებს, ვიდრე ვთქვათ, თანატოლებთან ფეხბურთის თამაშით, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული. კომიტეტის სხდომაზე, […]

კურორტ მუაშში სამოყვარულო შეჯიბრი – „ბიატლონ სვანეთი 2024“ გაიმართა

პირველად ქვემო სვანეთში, კურორტ მუაშში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამოყვარულო შეჯიბრი ბიატლონში – „ბიატლონ სვანეთი 2024“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მოთხილამურეები ერთმანეთს თხილამურებით რბოლასა და შაშხანის მიზანში სროლაში შეეჯიბრნენ, […]

ბახმაროს გადარჩენის საინიციატივო ჯგუფი, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს წერილით მიმართავს და ბახმაროში, კომპანია „ორბის“ პროექტის შეჩერება მოითხოვს

ბახმაროს გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ბახმაროში, კომპანია „ორბის“ პროექტის შეჩერება სთხოვა. შესაბამისი მოთხოვნის წერილით სამინისტროებს მან დღეს მიმართა და ასევე, მოითხოვა „ორბის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება. როგორც არმაზ ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ერთ ლარად გადაცემულ რამდენიმე მილიონიან მიწის ნაკვეთზე „ორბის“ მიერ „ამ ბარბაროსული პროექტის დაწყება ბახმაროს განაჩენს გამოუტანს“. […]

უკრაინის შეიარაღებული ძალები – უკრაინელებმა ლასტოჩკინოდან უკან დაიხიეს, რათა მოეხდინათ თავდაცვის ორგანიზება ორლოვკა-ბერდიჩის დასახლებების ხაზის გასწვრივ

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ ლასტოჩკინოდან უკან დაიხიეს, – ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული ჯარების ჯგუფის, „ტავრიას“ სპიკერმა, დიმიტრი ლიხოვმა განაცხადა. „მოწინააღმდეგის ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი ქვედანაყოფები ახორციელებენ აქტიურ თავდაცვას, მოქმედებენ მანევრირებულად. ავდიივკა- მარინკას მიმართულება ყველაზე ცხელ მიმართულებად რჩება. ჩვენმა ჯარებმა ავდიივკას მიმართულებით მტრის 25 შეტევა მოიგერიეს, მარინკაში – 40. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის […]

მამუკა მდინარაძე – ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, ქართული პასპორტი კიდევ უფრო გაძლიერდა

ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, ქართული პასპორტი კიდევ უფრო გაძლიერდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ჩინეთის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწყების გადაწყვეტილება შეაფასა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება სავაჭრო -ეკონომიკურ ურთიერთობებზე დადებითად აისახება. „ეს ნიშნავს ქართული პასპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველა ქვეყნის პასპორტს მსოფლიოში თავისი ფასი და […]

მამუკა მდინარაძე – შეუძლებელია ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვინმე მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! – მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა და მერე კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გადავალთ ოპოზიციაში

შეუძლებელია ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვინმე მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა და მერე კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გადავალთ ოპოზიციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან საქართველოს პრეზიდენტისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “20%-მდე ჩარჩენილი რეიტინგის ადამიანები” ხელისუფლებაში ვერაფრით მოვლენ, რის გამოც […]

Georgian Wings-მა თბილისი – კიშინაუს მიმართულებით საინაუგურაციო ფრენა შეასრულა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულებამ Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მოლდოვას, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი, რეგულარული ფრენა შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი რეგულარული ფრენისადმი მიძღვნილი ღონისძიება, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ვითარებაში წარიმართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განმარტებით, ღონისძიებას როგორც Georgian Wings-ის ხელმძღვანელი, […]

ნავალნის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა იგეგმებოდა – პევჩიხი

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თავმჯდომარის, მარია პევჩიხის მტკიცებით, რუსეთი აპირებდა, რომ ალექსეი ნავალნი გერმანიის პატიმრობაში მყოფ ვადიმ კრასიკოვში გაეცვალა. კრასიკოვმა ბერლინში საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. თუმცა, პევჩიხის თქმით, ვლადიმირ პუტინს არ სურდა, რომ ნავალნი გაეთავისუფლებინათ და ის მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე მოკლა. პევჩიხის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ “გახდა ცხადი, რომ საჭირო იყო ნავალნის ციხიდან […]

დარიალზე, რუსეთის საზღვართან ₾245-მილიონიანი ახალი მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი ჩაიშალა

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ₾245-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის მშენებლობა იყო დაგეგმილი, ჩაიშალა. შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ახალი გზა სტეფანწმინდადან ზემო ლარსის მიმართულებით უნდა აშენდეს და მისი სიგრძე 4.5 კილომეტრია, შესაბამისად ერთი კილომეტრის სამშენებლო ღირებულება 55 მილიონ ლარს შეადგენს. ტენდერი ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა 5-მა […]