სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. პრეზიდენტის სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდნენ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი, გურამ იმნაძე და სხვები. მათ მათ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე შეხვდა საპარლამენტო […]

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტონაწილების საწყობში ხანძარი იყო

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტონაწილების საწყობში ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ჯაბა სამუშია „Gen-z აკადემია: თავისუფლების ლაბორატორიის“ მონაწილეებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-სა და ახალგაზრდული-საგანმანათლებლო ორგანიზაციის, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის „Gen-z აკადემია: თავისუფლების ლაბორატორიის“ გახსნით ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, თსუ-ს რექტორმა ახალგაზრდებს უნივერსიტეტის შესაძლებლობებზე, გაცვლით პროექტებზე, სტუდენტურ ცხოვრებაზე ესაუბრა და ერთობლივი პროგრამის განხორციელებისთვის მონაწილეებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. „ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოადგილე, კახაბერ ჭეიშვილი, […]

მდინარაძე აშშ-ზე: “მოყვარეს პირში უძრახეო” – არ გვაძლევენ უვიზო მიმოსვლას

სამწუხარო რეალობა გვაქვს ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა არც ფრენებს უშვებს, არც უვიზო მიმოსვლას – ეს ორი ფაქტი ვთქვათ, ყველაფერს თავი დავანებოთ. მთავარი მოკავშირის მიმართ ჩვენ გულისწყვეტას გამოვხატავთ […], რომ ვუთხრათ პირში სათქმელი, “მოყვარეს ვუძრახოთ პირში”, რომ თქვენ ხართ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, ასეთი დამოკიდებულება გაგვაჩნია, თუმცა სანაცვლოდ თქვენგან ვერ ვხედავთ ვერც ფრენების გახსნას, […]

ჯაფარიძე: სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტო ვადებში დაიწყო ჩვენი საქმის განხილვა

პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტო ვადებში დაიწყო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგი შეეხებოდა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ინფორმაცია პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძე გაავრცელა. “საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჩვენ გაგვამტყუნეს, ვითომ თაღლითობის ჩადენის […]

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს პნევმატური იარაღებიდან სროლაში საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდებს შორის შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში პირველი ადგილი მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ დაიკავეს, მათ ფინალში გერმანული წყვილი, ცელინა ბუკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17:15 დაამარცხეს. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, მარიამ მარშავა, ლევან ქადაგიძე, ცოტნე […]

დიდი 10

ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 15 უპასუხო ლელო გაუტანა და დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში სარეკორდო სხვაობით, 99:0 დაამარცხა. „მხატვრებმა“ მშრალი ანგარიშით მეოთხე შეხვედრა დათმეს, 15 თამაშის შემდეგ კვლავაც უქულოდ არიან და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი აღარ დარჩათ. მასპინძელთა მხრიდან 4-4 ლელო გაიტანეს ნგლენ თაკაუტინმა და ირაკლი ცხადაძემ, ანდრო ახვლედიანმა დუბლი შეასრულა, იაგო ხილაძემ, ირაკლი თევზაძემ, გოგა […]

თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმაზე 6-ჯერ მეტია – UNICEF-ის ექსპერტი

კვლევებიდან გამომდინარე, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია – ნორმა 2-დან 2.5% – მდე მერყეობს, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული. კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე […]

მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს. მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს – UNICEF-ის ექსპერტი

მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს, მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს და ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცულია, თუ სახლში პოკერს ითამაშებს, ვიდრე ვთქვათ, თანატოლებთან ფეხბურთის თამაშით, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული. კომიტეტის სხდომაზე, […]

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასება მოხდება – სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია, რომელიც ადგილზე გაეცნობა და მოახდენს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბალდის კანიონზე, კომისიის წევრებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გეგმავენ ჩასვლას. “ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე […]