„ლელო“: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე წარმოებაში მიიღო და საქმეს პრიორიტეტი სტატუსი მიანიჭა. პარტიაში აცხადებენ, რომ სარჩელში მხარეების საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლის დარღვევას ედავება. სარჩელის ავტორების აცხადებენ, რომ ფულის გათეთრებისა და თაღლითობის საქმეში ბრალდებულებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების დაცვის საკმარისი დრო და შესაძლებლობა […]
პევჩიხი: ნავალნი მოკლეს ხანგოშვილის მკვლელში გაცვლის ჩასაშლელად

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოკლეს ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდადებულ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელში, ვადიმ კრასიკოვში გაცვლაზე შეთანხმების მიღწევისთანავე. ამის შესახებ ოპოზიციონერის თანამებრძოლმა და საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა მარია პევჩიხმა განაცხადა. „15 თებერვალს, საღამოს, მივიღე დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობს და ფინალურ ეტაპზეა, 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, […]
ხოფას ბაზრობაზე ხანძარია

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია. ცეცხლი ე.წ. ხოფის ბაზრობაზე მდებარე ერთ-ერთ ავტონაწილების სასაწყობე ნაგებობას გაუჩნდა. ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფი. რამ გამოიწვია ხანძარი და სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.
“მოზვერზე იკითხა, – მამალი ძროხააო?, – და ამ დროს არც მეტი არც ნაკლები – სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო” – გრინ ბარეტი

ჟურნალისტი, გრინ ბარეტი: ბაკურ კვეზერელი თუ გახსოვთ, აი ის, მოზვერზე რომ იკითხა, – მამალი ძროხააო?.. – და ამ დროს არც მეტი არც ნაკლები – სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო?.. ხოდა ჩასულია ეს პატივცემული ბატონი გურიაში და ტელეკამერების წინ ყანაში გლეხებს მოძღვრავს ინტერნეტში ამოკითხული მორიგი “სიბრძნეებით:” – ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გვალვის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ბრძოლა, – […]
არც “ლივერპული” და არც “ლევერკუზენი” – ცნობილია, რომელი გუნდის ჩაბარება სურს ალონსოს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ “ლევერკუზენის” მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს გადაბირებას “ლივერპული” და “ბაიერნი” ეცდებიან. მიუხედავად ამისა, გერმანული გამოცემა Fussball-ის ცნობით, დიდი შანსია, რომ ალონსომ “ლევერკუზენი” არ დატოვოს და შეთავაზებას მადრიდის “რეალისგან” დაელოდოს. მოგეხსენებათ, “ბლანკოსის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდულ კლუბს არ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი რადიო თავისუფლების პრეზიდენტ სტივენ კაპუსს შეხვდა

რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის კონტექსტში ჟურნალისტების მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა, რომელიც უკრაინის ლიდერმა 26 თებერვალს მიიღო. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა საერთაშორისო მედიისა და განსაკუთრებით რადიო თავისუფლების მუშაობა რუსეთის ომის დანაშაულების გაშუქების, დეზინფორმაციის უარყოფისა და იმისათვის, რომ უკრაინის მოვლენებს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამყოფებენ. ზელენსკიმ და კაპუსმა […]
პესკოვის თქმით, გაარკვევენ ფაშინიანის განცხადებას ОДКБ-ში წევრობის “გაყინვაზე”

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთის პოზიცია ОДКБ-ში წევრობის “გაყინვის შესახებ ჯერ კიდევ არ არის ცხადი. მისი თქმით, მოსკოვს ხშირი კონტაქტი აქვს სომეხ პარტნიორებთან და გეგმავს სიტუაციის გარკვევას. “რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავაზუსტებთ. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია და გავარკვევთ”, – განაცხადა პესკოვმა. France 24-სთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების […]
ონკოპაციენტები მთავრობისგან კვლავ ითხოვენ დაფინანსების 25 000-იანი ლიმიტის მოხსნას

დღეს, 26 თებერვალს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ გამართა პრესკონფერენცია მოთხოვნით, მოიხსნას ონკოპაციენტებისთვის 25 000-ლარიანი წლიური ლიმიტი და დაფინანსდეს მკურნალობა სრულად. აგრეთვე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა. „ჩვენ 12 თებერვალს შევიტანეთ პრემიერთან წერილი. ამის შემდეგ დაგვიკავშირდა ჯანდაცვის სამინისტრო და 16 თებერვალს გვქონდა მათთან შეხვედრა. სამინისტროში შეხვედრა […]
პაველ ჰერჩინსკი – დეოლიგარქიზაცია ეხება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას გავლენიანი მდიდარი ბიზნესმენებიდან მომდინარე სხვადასხვა ზეწოლის მიმართ მედეგს გახდის

დეოლიგარქიაცია ეხება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას გავლენიანი მდიდარი ბიზნესმენებიდან მომდინარე სხვადასხვა ზეწოლის მიმართ მედეგს გახდის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „დეოლიგარქიზაცია 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია. ჩვენ დეოლიგარქიზაცია სისტემურად გვესმის, რაც ასევე ძალიან ნათლად განაცხადა ვენეციის კომისიამ. ეს ეხება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გახდის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას მედეგს გავლენიანი […]
UNICEF-ის ექსპერტი – კვლევებიდან გამომდინარე, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია – ნორმა 2-დან 2.5% – მდე მერყეობს

კვლევებიდან გამომდინარე, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია – ნორმა 2-დან 2.5% – მდე მერყეობს, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული. კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე […]