გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. “28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.🌨 აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღეს წმიდა ილარიონ ქართველის ხსენების დღეა

წმიდა ილარიონ ქართველი (ერობაში – იესე ყანჩაველი) დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში. ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იესე ბიძამ ბერდიაკონმა სტეფანემ, თავისთან წაიყვანა მონასტერში. მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ, იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ როცა თბილისში სასულიერო სასწავლებლის გახსნის შესახებ შეიტყო, ქართლისკენ გაეშურა. გზად ლოცვა-კურთხევისთვის ნიქოზის ეპისკოპოსთან შეიარა. […]

„საქართველო ღვინის სამშობლო“ – პორტუგალიაში გამოფენა მოეწყო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, პორტუგალიის ქალაქ პორტოში გართულ გამოფენაში Simplesmente Vinho ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 მარანი მონაწილეობდა. გამოფენაში ბუნებრივი ღვინის 112 მწარმოებელი მონაწილეობდა პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ქართველი მეღვინეების შეფასებით, ქვევრის ღვინის მიმართ დაინტერესება დიდი იყო, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ახალი სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ. ღვინის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციიის სამმართველოს […]

„ესკიზი შეთანხმებულია“ – როგორი იქნება რუსთაველზე თამაზ გაიაშვილის 194-ნომრიანი სასტუმრო

თბილისში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში თითქმის 15 წელია ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილს სასტუმროს გახსნა სურს, თუმცა პროექტის განხორციელება სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ გადაიდო. როგორც ბიზნესმენი „კომერსანტთან“ ამბობდა, ბიუროკრატიული პრობლემების და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ირგვლივ სხვადასხვა საკითხების შეთანხმების გარდა, სასტუმროს გახსნა პანდემიამაც შეაფერხა. არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის მფლობელობაში მყოფმა კომპანია „მარილი 2020“-მა კულტურული […]

“მის გერმანია 2024” -ის გამარჯვებული 39 წლის ირანელი ქალი გახდა – Marao

„მის გერმანია 2024“ 39 წლის ირანელი აპამე შიონაუერი გახდა. ბევრი აღნიშნავს, რომ აპამეს გამარჯვება სოციალური ნორმების ცვლილებასა და სილამაზის, ინკლუზიურობისა და წარმოდგენის აღქმის გაფართოების სიმბოლოა. იგი თეირანში დაიბადა და ექვსი წლის ასაკში ოჯახთან ერთად ირანიდან გაიქცა. · „გერმანიაში გადმოვედით, რომ მე და ჩემს დას თავისუფლად გვეცხოვრა. ეს ადვილი არ იყო“, – შესაბამისად, აპამე მიზნად ისახავს […]

საქართველოს უნივერსიტეტმა 100 000-ლარიანი ფონდის გამარჯვებული პირველკურსელები გამოავლინა

ზუსტად სამი წლის წინ, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, განსხვავებული და საინტერესო ინიციატივით გამოჩნდა საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც 2021 წლიდან, მასთან ჩარიცხულ მაღალქულიან პირველკურსელებს სოლიდური თანხით აჯილდოებს. აღსანიშნავია, რომ პირველ წელს, საპრიზო თანხა 50 000 ლარს შეადგენდა, ხოლო ახლა 100 000 ლარია. ელიკაშვილი ნინო, ცინაძე ანა, მჭედლიძე თინათინ, ურუშაძე ნია, ცოცხალაშვილი ანა, წიქარიშვილი დიმიტრი, ჭიალაშვილი თამარი, ორაგველიძე ელენე, […]

კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს

კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ნათქვამი. კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები. ამასთან, ნათქვამია, რომ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის […]

ბოლო 3 წლის განმავლობაში, „112“-ის მონიტორინგის ცენტრმა ზედამხედველობა, ე.წ. ელექტრონული სამაჯურის მატარებელი, ძალადობაში ბრალდებული 143 პირის მიმართ განახორციელა

2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2024 წლის 30 იანვრამდე ჩათვლით პერიოდში, „112“-ის მონიტორინგის ცენტრის მიერ ელექტრონული ზედამხედველობა ძალადობაში ბრალდებული 143 პირის მიმართ განხორციელდა. საქმე ეხება, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის აღსრულებას. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან „112“-დან „ინტერპრესნიუსს“ […]

ჯო ბაიდენი – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რამადანის პერიოდში ისრაელი ღაზაში მოქმედებებს შეაჩერებს

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რამადანის პერიოდში ისრაელი ღაზაში მოქმედებებს შეაჩერებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „რამადანი ახლოვდება და ისრაელი დათანხმდა შეთანხმებას, რომ რამადანის დროს მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, რათა ყველა მძევლის გასათავისუფლებლად მეტი დრო მოგვეცეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. ასევე, დღეს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, […]

გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ 2012 წლის 24 იანვარს არის რეგისტრირებული. „საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას „გუდას“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. გუდის ყველის აუცილებელი ნიშან-თვისებაა ალპურ და სუბალპურ საძოვრებზე გაზრდილი ძროხისა და ცხვრის რძისაგან ან მათი ნარევისაგან ამოყვანა, რომელსაც შეიძლება დაემატოს თხის რძეც. ასევე, მნიშვნელოვანია ცხვრის, თხის, ან ხბოს […]