რადოსლავ სიკორსკი – მივმართავ წარმომადგენელთა პალატას, კენჭი უყაროს უკრაინის დახმარების საკითხს – ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სანდოობას ცდის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა, კენჭი უყაროს კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს. „კიდევ ერთხელ მივმართავ პირადად წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს. გთხოვთ, ნება მიეცით დემოკრატიას თავისი გზით იაროს. გთხოვთ, ეს საკითხი კენჭისყრაზე დააყენოთ“, – განაცხადა სიკორსკიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს. მისი თქმით, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, თუ როგორ იმოქმედებს […]

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები უკვე დაწყებულია საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, სადაც ასფალტის საფართან ერთად, სანიაღვრე არხების მოწყობაც მოხდება. გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი. „სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ბერბუკში, ფხვენისში, მუმლაანთკარში, ქიწნისის მეურნეობასა და ბროწლეთში. გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არასრულწლოვნების ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები 35 სკოლაში გამართა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანს სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენს, რადგან ბოლო პერიოდში ხშირია სოციალური ქსელებით არასრულწლოვნების პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო […]

პროფკავშირების გაერთიანება ტაქსის აპლიკაციის მფლობელებსა და ტაქსისტებს შორის შრომითი ურთიერთობის აღიარებისთვის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, ლავრენტი ალანიას ინფორმაციით, ისინი გეგმავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართონ, რათა ტაქსის აპლიკაციის მფლობელებსა და ტაქსისტებს შორის შრომითი ურთიერთობა აღიარებული იყოს. ამასთან, ალანიას განმარტებით, ამ ეტაპზე პროფკავშირებმა წერილით მიმართა პერსონალური დაცვის სამსახურს, რომ ტაქსის აპლიკაციით დასაქმებულების პერსონალური ინფორმაცია დაცული იყოს. „პირველ რიგში, სოლიდარულები ვართ ტაქსებში დასაქმებული მძღოლების მიმართ. ფაქტობრივად, […]

საფრანგეთის პრემიერი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი ვერ მოიგოს – ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად დასავლეთის მცდელობებთან დაკავშირებით ყველაფერი განიხილება. მისი განმარტებით, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ „ომში ვერაფერს გამოვრიცხავთ“. „ვერანაირ დინამიკას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილი ლონდონში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლონდონში გაემგზავრა, სადაც ხვალ, 28 თებერვალს Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მასში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. “ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. განიხილება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის ცვალებადი პოლიტიკური […]

“არ დავიჯერებ, რომ არალეგალური ნარკოტიკები შემოდის ხელისუფლების გვერდის ავლით” – გამზარდია

ალბათ არასდროს და არცერთი ხელისუფლების პირობებში არ დავიჯერებ, რომ არალეგალური ნარკოტიკები შემოდის ხელისუფლების გვერდის ავლით. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. შიდა ომები, ჩემი აზრით, როგორც წესი, კარტელების გადანაწილების ომებია და მეტი არაფერი. ამ სისტემაში ვერ ვერკვევი, არ ვერკვევი, ნურც დამჭირდეს ნურასდროს გარკვევა, მაგრამ თეორიული კონცეპტი ყველა მავნებლობის არის ამგვარი, რომ: ყველაფერი, რაც არალეგალურია, კიდევ უფრო მეტ მილიონებს […]

Globes: ჰუსიტებმა წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელებზე მიიტანეს იერიში

ჰუსიტებმა წითელ ზღვაში წყალქვეშა ოთხ საკომუნიკაციო კაბელზე მიიტანეს იერიში. გავრცელებული ინფორმაციით, მიზანში ამოღებული საკომუნიკაციო კაბელები საუდის არაბეთს და ჯიბუტს შორის გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის საინფორმაციო სააგენტო Globes-ი ავრცელებს. Globes-ის ანგარიშის მიხედვით, დაზიანებული კაბელები ეკუთვნის კომპანიებს: AAE-1, Seacom, EIG და TGN. როგორც ანგარიშშია ახსნილი, ამ დაზიანებამ შესაძლოა სერიოზული შეფერხება გამოიწვიოს ევროპის და აზიის ინტერნეტის ქსელებში, […]

დეპუტატმა ობოლაშვილმა ფარმაცევტული კომპანიით 4 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო

მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან 2023 წელს შემოსავლის სახით 4 357 225 ლარი მიიღო. ამის შესახებ მან ჩაწერა განახლებულ დეკლარაციაში, რომელიც მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეავსო. მილიონერი დეპუტატი პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სამაჟორიტარო ოლქიდან აირჩიეს. ის წარმოადგენს მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” და ერთ-ერთია იმ […]

ჯემალ გამახარიას შეფასებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ შესული კანონპროექტი რუსული კანონის ზუსტი ანალოგია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ შესული კანონპროექტი რუსული კანონის ზუსტი ანალოგია. როგორც გამახარიამ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ე.წ. კანონპროექტი აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალურ -ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების 45-პუნქტიანი ე.წ პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის თავიდან ბოლომდე მოქცევას. „მინდა გაგახსენოთ […]