ოლეშჩუკი: ჩამოვაგდეთ კიდევ ერთი რუსული ავიაგამანადგურებელი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი Cy-34-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი Telegram-არხზე ავრცელებს. “მინუს კიდევ ერთი Cy-34 აღმოსავლეთის მიმართულებით. გუშინ რუსმა პილოტებმა მოახერხეს ჩვენი რაკეტებისთვის თავის არიდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება! ამიტომ, ოკუპანტებს ვურჩევ ყოველი ფრენის წინ, ყოველი შემთხვევისთვის, ახლობლები მოინახულონ, რადგან ვინ იცის, ამჯერად […]

უკრაინა მორიგი რუსული „სუ-34“-ის ჩამოგდების შესახებ აცხადებს

უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი, გამანადგურებელი-ბომბდამშენი „სუ-34“. თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, მიკოლა ოლეშჩუკი იტყობინება. „მინუს კიდევ ერთი “სუ-34” აღმოსავლეთის მიმართულებაზე“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“. ბოლო დღეებში, უკრაინა აქტიურად იტყობინება რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაზე.

TI-საქართველო: ანტიკორუფციული ბიუროს კანონპროექტი აუარესებს რეგულაციებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რიგი მიმართულებით აუარესებს არსებულ რეგულაციებს და აჩენს კითხვებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პროექტში არ არის გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა, ასევე მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების საგამოძიებო ფუნქციის ბიუროსთვის […]

ნარკოდანაშაულის მორიგი ფაქტი – დაკავებულია უცხოეთის 4 მოქალაქე

ნარკოდანაშაულის მორიგი ფაქტი – დაკავებულია უცხოეთის 4 მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, […]

ამ ეტაპზე თავის გამარჯვებულად გამოცხადება და დაფდაფების ცემა პოლიტიკური მანიპულირების და თაღლითობის მაგალითია – გელა ნიკოლაიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

ამ ეტაპზე თავის გამარჯვებულად გამოცხადება და დაფდაფების ცემა პოლიტიკური მანიპულირების და თაღლითობის მაგალითია – გელა ნიკოლაიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე გუშინ „ლელოს“ ლიდერებმა საზეიმოდ გაავრცელეს ინფორმაცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩვენი სარჩელი უმოკლეს ვადაში მიიღო წარმოებაში და მალე გამარჯვებულად გამოგვაცხადებსო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრის წარმოებაში მიღებას გარკვეული საფეხურების გავლა, და აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი დრო […]

კალცონა “სასუოლოსთან” მატჩში სამ ცვლილებას განახორციელებს

ვა. ამათ კარლსონა უკვე “კანკანს” აცეკვებს? ))) აგაცეკვებს ხვიჩა როგორც საჭიროა სეზონის ბოლოს, კარლსონა. შენამდე ორი უკვე ააცეკვა, ღმერთი კიდევ სამობითაოო, ნათქვამია. ტლოპინა არ ითვლება, იმან თვითონ გაასწრო.)))

მოსკოვის სასამართლომ გასცა უცხოეთში მცხოვრები ოპოზიციონერის, გუდკოვის დაპატიმრების ორდერი

27 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა უცხოეთში მცხოვრები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დმიტრი გუდკოვის მიმართ. გუდკოვს უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი” ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან. გუდკოვის წინააღმდეგ საქმე ოქტომბერში აღიძრა. საქმის აღძვრის საფუძველი გახდა გუდკოვის მიერ YouTube-არხზე განთავსებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ოპოზიციონერი აკრიტიკებს უკრაინაში წარმოებულ ომს. დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდკოვი ძებნილთა სიაში შეიყვანა. შარშან თებერვალში მას […]

სალომე ზურაბიშვილი ლონდონში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა – ამის ნებართვა მთავრობისგან მას არ მიუღია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აცხადებს, რომ ის 28 თებერვალს დაესწრება Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას. “ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. განიხილება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის ცვალებადი პოლიტიკური ბალანსი, […]

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ძლიერი მაკრო, თუმცა ლარი კვლავ ავლენს ტრენდს ზემოთ, მცირე გამყარებას

იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა. ამასთან, სხვადასხვა კატეგორიის ხარჯზე, იმპორტი უფრო ძლიერი იყო, რაც მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. ამ ფონზე, ასევე გაუმჯობესებულია დასაქმების მაჩვენებლები. კერძოდ, საქსტატის მიხედვით, 2023 წლის […]

დანიის პრემიერი – ევროპამ რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია უნდა განაახლოს – ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით, როცა ისეთ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ – გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან

ევროპამ 1930-იანი წლების შეცდომები თავიდან უნდა აირიდოს და რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში ვხედავ და არა მხოლოდ უკრაინაში. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, […]