დეპუტატმა სანიკიძემ კალათბურთის ფედერაციიდან ანაზღაურების სახით 75 000 ლარი მიიღო

საქართველოს პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან, ვიქტორ სანიკიძემ, კალათბურთის ფედერაციიდან გასულ წელს ანაზღაურების სახით 75 000 ლარი მიიღო. სანიკიძე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის პარალელურად არის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. განახლებული ქონებრივი დეკლარაცია მან მიმდინარე წლის 21 თებერვალს შეავსო. მასში ასახულია გასული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი, მათ შორის პარლამენტიდან აღებული ხელფასი – 46 310 ლარი. ვიქტორ სანიკიძე პარლამენტის მილიონერი […]

რუსთავში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ტვ პირველის ინფორმაციით, პოლიციაა მობილიზებული ამ წუთებში რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში. როგორც მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რამდენიმე წუთის წინ დასახლებაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“ნავთობის ფასმა შეიძლება ცოტა მოიმატოს, მეტი არაფერი” – ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი “ტვ პირველთან” საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორის, რუსეთის ფედერაციის ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას ეხმიანება და ამბობს: რუსეთი მაინც და მაინც სანდო პარტნიორი არ არის. ეს მან არამარტო ჩვენთან ურთიერთობაში დაამტკიცა. ამას პირველად არ აკეთებს და ჩვენ ვსარგებლობთ სანამ შეიძლება გამოყენება. რატომ მაინც და მაინც რუსეთი? – ახლანდელ […]

რუსეთის დაფინანსებული ორგანიზაცია თბილისში კონფერენციის ჩატარებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია Сколково თბილისში “დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის” – OpenTalks.AI ჩატარებას გეგმავს. როგორც მათ ვებგვერდზეა აღნიშნული, ფორუმის ჩატარება 6-7 მარტს იგეგმება. “კომპანიებისა და უნივერსიტეტების წამყვანი ML/DL 2024 წელს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, ამჯერად საქართველოში. 2 დღის განმავლობაში 4 მიმართულება იქნება – ბიზნესი, განვითარება, მეცნიერება და ტუტორიალები წლევანდელი განხილვის საკითხია ხელოვნური ინტელექტი”, – […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6562 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6562 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6562 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6525 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8820 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8769 ლარს შეადგენდა. […]

სახალხო დამცველი მიესალმება პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან პროკურორების მიერ ჩადენილ გარკვეული დანაშაულების გამოძიებასაც ითვალისწინებს

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიციირებას, რომელიც პროკურორების მიერ ჩადენილ გარკვეულ დანაშაულებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გავრცელებას ითვალისწინებს. სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, 2022 წელს, სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ, ეუთო/ოდირის დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად, აღინიშნა, რომ გაუგებარი იყო, თუ რატომ გამოირიცხა პროკურორების მიერ მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, ძალადობის, გაუპატიურების და ტრეფიკინგის, მუქარის სავარაუდო ფაქტების […]

ანრი ოხანაშვილი – თუ ჩემი დეკლარაციის შემოწმება ხდება, რატომ შეიძლება, ეს პრობლემა იყოს სხვა კოლეგასთან მიმართებაში? – თუ პარლამენტის წევრი ხარ, კეთილი ინებე და მიაწოდე საზოგადოებას ინფორმაცია

თუკი მე ვთანამშრომლობ და ჩემი დეკლარაციის შემოწმება ხდება, რატომ შეიძლება იყოს ეს პრობლემა ჩემს სხვა კოლეგასთან მიმართებაში? – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამატებით 30 ოპოზიციონერის დეკლარაციის შესწავლას იწყებს. ოხანაშვილის თქმით, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ხარ, ვალდებული ხარ, რომ კანონის შესაბამისად გაასაჯაროო […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის ახალი კოდექსით დამსაქმებელთა მიმართ გათვალისწინებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დამსაქმებელთა ვალდებულებებზე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამსახურსა და ტერიტორიულ რეზერვში მსახურებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც […]

ჟერარ დეპარდიე სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა. BBC-ის ცნობით, 53 წლის ამელი აცხადებს, რომ დეპარდიე მას 2021 წელს მკერდზე ხელით შეეხო. მისივე განცხადებით, ინციდენტი ფილმ „მწვანე დარაბების“ გადასაღებ მოედანზე მოხდა. ქალის ადვოკატის განცხადებით, შესაბამისი საჩივარი ამელიმ პარიზის პროკურატურაში გასულ კვირაში შეიტანა. 75 წლის დეპარდიეს ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე ის […]

უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს. “დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალური წესით გაგზავნის შესახებ. მაგრამ დინამიკაში არაფერი უნდა გამოირიცხოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს ამ ომში”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, […]