პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირმა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე სავაჭრო შეზღუდვები უნდა აღადგინოს

ევროკავშირმა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე სავაჭრო შეზღუდვები უნდა აღადგინოს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. „ჩვენ ომამდელ სავაჭრო წესებს უნდა დავუბრუნდეთ და შემდეგ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებისა და ყველა რეგულაციებითა და წესებით, რომლებიც უნდა დავიცვათ, ერთიან ბაზარზე შესვლის შესახებ დავიწყოთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა […]
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა საქართველოში საწვავს 10-20 თეთრით გააძვირებს – “სენტა პეტროლიუმი”

რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა. რუსული მედიის ცნობით, ინფორმაცია მათ მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა. როგორ აისახება საქართველოსთვის ნავთობის მთავარი იმპორტიორი ქვეყნის მხრიდან ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა – “საქმის […]
ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას იწყებს

ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს. ბიუროს განცხადებით, შემოწმება საჭიროა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო. როგორც ბიუროში აღნიშნავენ, “დასაბუთებული განცხადებით” მომართვის საფუძველზე, ბიუროს უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმონ. გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს პროცესი იმისთვის მოიგონეს, რომ თავისი […]
სომხეთი: აზერბაიჯანი აგრძელებს ვანდალიზმისა და ქსენოფობიის პოლიტიკას

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სუმგაითის ტრაგედიის [1988 წლის 27 თებერვალს სუმგაითის სომეხი მოსახლეობის მასობრივი დარბევა. დაიღუპა ასობით სომეხი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები. ათასობით სომეხი იძულებით გადაასახლეს] 36 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ აზერბაიჯანი კვლავ აგრძელებს ვანდალიზმის, ქსენოფობიის და მტრობის პოლიტიკას. “აზერბაიჯანი დღესაც აგრძელებს მის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სომხური კვალის აღმოფხვრის, […]
შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება – მსოფლიო ბანკმა ახალი კვლევა თბილისში წარადგინა

მსოფლიო ბანკმა თავისი ახალი ყოვლისმომცველი კვლევა “სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ თბილისში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე წარადგინა. კვლევა გვაწვდის შუა დერეფანთან დაკავშირებით მოსალოდნელი მოთხოვნის სიღრმისეულ შეფასებას და გვთავაზობს ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკური სერვისების სიმძლავრის და დაბრკოლებების დეტალურ დიაგნოსტიკას დერეფნის გასწვრივ მდებარე სამ ქვეყანაში: საქართველოში, […]
თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ჩანაქკალეში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბიტკოინის ფასი $57 000-იან ნიშნულს გადასცდა – Reuters

დღეს, ბიტკოინმა 2-წლიან მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტა ერთ-ერთმა მსხვილმა ინვესტორმა იყიდა, ხოლო მისი კონკურენტის, Ether-ის ფასმა, 2022 წლის შემდეგ პირველად, $3 200-ს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters იუწყება. ბიტკოინი 2 სესიაში 10%-ზე მეტით გაიზარდა. დილით მისი ფასი 57,036 დოლარამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ნიშნული იყო 2021 წლის ბოლოდან. ეთერიუმის ფასი $3,275-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე […]
ბურკინა ფასოში ისლამისტმა მებრძოლებმა მეჩეთში მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს

ბურკინა ფასოში ისლამისტმა მებრძოლებმა მეჩეთში მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ბურკინა ფასოში ცეცხლი უცნობმა დაჯგუფებამ ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიას გაუხსნა. კათოლიკურ ეკლესიაში კვირის მესას დროს თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალურად ამ ორ თავდასხმას შორის კავშირი საგამოძიებო უწყებებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ. როგორც ცნობილია, ისლამისტმა ტერორისტებმა მოგვიანებით იერიში მიიტანეს სხვა შეიარაღებულ პირებზე მეჩეთის სიახლოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, […]
გერმანიაში 30-წლიანი ძებნის შემდეგ, წითელი არმიის ფრაქციის ყოფილი წევრი დააკავეს

გერმანიაში დაშლილი მემარცხენე ტერორისტული დაჯგუფების წითელი არმიის ფრაქციის ყოფილი წევრი 30-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. 65 წლის დანიელა კლეტეს დაკავება გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ფერდენის პროკურატურამ დაადასტურა, თუმცა, დამატებითი დეტალების გავრცელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. გამოცემა Bild კი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დანიელა კლეტე ორშაბათს საღამოს, გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში დააკავეს. კლეტე წითელი არმიის ფრაქციის […]
პაკისტანის ყოფილ პრემიერს და მის მე-3 ცოლს ქრთამად მიწის მიღების საქმეზე ბრალი წარედგინათ

27 თებერვალს პაკისტანის სასამართლომ დაპატიმრებულ ყოფილ პრემიერს, იმრან ხანს და მის მესამე ცოლს, ბუშრა ბიბის ხანის პრემიერმინისტრობის დროს თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქრთამის სახით მიწის ნაკვეთების მიღებისთვის ბრალი წარუდგინა. ბრალდება დაკავშირებულია ხანისა და ბიბის მიერ 2018 წელს, პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის დროს დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია Al-Qadir Trust-თან. პროკურორების თქმით, წყვილმა უძრავი ქონების დეველოპერისგან, პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი […]