ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. როგორც უკრაინული მედია წერს, მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა (536 ხმით). მის წინააღმდეგ 40 დეპუტატი წავიდა, 39-მა კი თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა დაძლიეს უნგრეთის წინააღმდეგობა და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
“თუ ეს მოხდა, რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალია” – პესკოვი

რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალი გახდება, თუ ალიანსის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდებიან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ არა კონფლიქტის ალბათობაზე, არამედ მის გარდაუვალობაზე. უკრაინაში ნატოს ქვეყნებიდან რაღაც კონტინგენტების გაგზავნაზე მსჯელობა რაღაც ახალი ელემენტია“, – განაცხადა პესკოვმა.
“დედა დედაა და მამა მამაა” – ზარქუა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა: „სანამ საქართველო იქნება მართლმადიდებლური და სანამ ქართველი კაცი იცხოვრებს აქ, ამ ხელმოცარულებს არ მიეცემათ საშუალება, რომ ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდები გარყვნან. რაც არ უნდა პროპაგანდა აწარმოონ, დედა დედაა და მამა მამაა, ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ. დანარჩენი, ვინ და რომელი ქვეყანა რა გზას ადგას, […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის ახალი კოდექსით დამსაქმებელთა მიმართ გათვალისწინებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დამსაქმებელთა ვალდებულებებზე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამსახურსა და ტერიტორიულ რეზერვში მსახურებას უკავშირდება.
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია

სერბეთთან მატჩის შემდეგ გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდარ ჯიკიჩთან ერთად გუნდის 7 ნომერი, ბექა ბურჯანაძე დაესწრო, რომლებმაც უპირველესად გიორგი ცინცაძეს მადლობა გადაუხადეს და შემდეგ თამაშთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. ალეკსანდარ ჯიკიჩი: “მადლობა, ბუ! მადლობა, რომ იყავი ჩვენთან ამ შეხვედრებში. მადლობა, რომ სცადე, სანაკრებო კარიერა კარგი განწყობით დაგესრულებინა. სამწუხაროდ, დავმარცხდით. ამ მატჩში კარგი მომენტებიც […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის ახალი კოდექსით დამსაქმებელთა მიმართ გათვალისწინებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს

აქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დამსაქმებელთა ვალდებულებებზე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამსახურსა და ტერიტორიულ რეზერვში მსახურებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6562 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6562 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6562 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6525 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8820 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8769 ლარს შეადგენდა. […]
საქართველოში 647 479 ადამიანი ღარიბია – რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი

2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 647 479 ადამიანი იღებს, რაც 20 189 ადამიანით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში სოციალურ დახმარებას 667 668 პირი იღებდა. ამასთან, 2024 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღები 647 479 პირიდან, 208 085-ს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველის პაკეტი 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება. წლევანდელი […]
ესპანეთის პრემიერმინისტრი ილია თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობის მიღებას დაჰპირდა

ილია თოფურია ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა მიიღო. სანჩესი თოფურიას დაჰპირდა, რომ ის ძალიან მალე ესპანეთის მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Marca ავრცელებს. “მეორე ოცნებაც ძალიან მალე აგიხდება. შენი სიყვარული ესპანეთის მიმართ ესპანეთის მოქალაქეობაში აისახება”. – უთხრა პედრო სანჩესმა თოფურიას. ჩემპიონობის შემდეგ, ილია თოფურიამ გადაცემაში El Hormiguero განაცხადა, რომ მისი ოცნებაა, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღოს. თოფურიას […]
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.37 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.51 თეთრით. 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6562 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8820 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.90 ლარად.