სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალა გაუგზავნა

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დაახლოებით 6 700 კონტეინერი გაგზავნა, რომლებიც სრულად საბრძოლო მასალით იყო სავსე. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი შინ ვონ-სიკი ამბობს, რომ კონტეინერებში შეიძლება იყოს 3 მილიონზე მეტი 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი ან სულაც 500 000 12მმ-იანი ტყვია. „შეიძლება იყოს ამ ორის ნაზავიც, ჯამში შეიძლება ითქვას, რომ სულ მცირე რამდენიმე მილიონი ჭურვის […]
პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის ზავი ახლოვდება, – მხარეები ფრთხილობენ

ისრაელმა, „ჰამასმა“ და ყატარის შუამავლებმა, ღაზაში, ზავისკენ მიმავალ პროგრესსთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოხატეს. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში იქნას მიღწეული. „ჰამასი“ ახლა განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რომელიც ისრაელმა გასულ კვირას, პარიზში შუამავლებთან შეათანხმა. საბოლოოდ, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს იქნება ხუთთვიანი ომის ყველაზე ხანგრძლივი […]
საქართველოში ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის, ქვანახშირის და ნავთობპროდუქტების წარმოება გაიზარდა

ელექტროენერგიის მთლიანმა წარმოებამ 2023 წლის დეკემბერში 1166.5 გვტ.სთ შეადგინა (ნოემბერში 1003.4 გვტ.სთ იყო), საიდანაც თბოელექტროსადგურებზე 378.2 გვტ.სთ, ჰიდროელექტროსადგურებზე 781.9 გვტ.სთ, ხოლო ქარის ელექტროსადგურზე 6.3 გვტ.სთ მოდიოდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის შიდა მიწოდებამ 1 217.9 გვტ.სთ შეადგინა, ხოლო იმპორტმა 594.3 გვტ.სთ, რაც შეეხება ექსპორტს ეს მაჩვენებელი 486.1 გვტ.სთ იყო. გასული წლის დეკემბერში ბუნებრივი გაზის წარმოებამ 1.3 მლნ.მ3 […]
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი იყო 40 დეპუტატი, ხოლო 39-მა თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა. პირველ თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი გაიმართა, სადაც წევრი ქვეყნის ლიდერები უკრაინისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს […]
სოხუმის ღვინის ქარხანამ წარმოება შეაჩერა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ღვინის ქარხანა თვეზე მეტია დაკეტილია. მიზეზებზე გამოცემა Apsnypress-ს შპს „აფხაზეთის ღვინოები და წყლების“ მთავარი მეღვინე ვალერი ავიძბა ესაუბრა. მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ იმპორტირებულ ღვინის მასალებზე აქციზის 30%-იანი გადასახადი დააწესა, რაც ღვინის მწარმოებლებს დიდ ტვირთად აწვებათ. „ჩვენმა დისტრიბუტორებმა თქვეს, რომ თუ ფასებს გავზრდით, საქონელს ვერ გაყიდიან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა. […]
რუსთავში კაცი მოკლეს

რუსთავში კაცი მოკლეს – ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოცემა ინფო რუსთავის ცნობით, მოკლული 40 წლამდე კაცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებს, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
რუსი ექსპერტების შეფასებით საქართველო “შედარებით მეგობრული” ქვეყანაა

რუსეთის “კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა” (НИИРК) „პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის შესახებ“ ყოველწლიური მონიტორინგისა და რეიტინგის შედეგები გამოაქვეყნა. რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველო „შედარებით მეგობრული“ ქვეყანაა, ამასთან, გასულ წელთან შედარებით, „მეგობრულობის“ სარეიტინგო ქულა მცირედით დაკლებულია. “მიუხედავად იმისა, რომ (საქართველოს) მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად ანტირუსული ხასიათისაა, ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი შერბილდა: გაიზარდა სავაჭრო […]
თუ ნატოს ჯარები უკრაინაში შევლენ, ნატო-რუსეთის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალია — პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ ნატოს ჯარები შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე, ეს პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს რუსეთსა და ნატოს შორის. “ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ [კონფლიქტის] გარდაუვალობაზე” – განაცხადა პესკოვმა. “ის ფაქტიც, რომ ნატოს ქვეყნების გარკვეული კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილება, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, ახალი ელემენტი,” – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. […]
უკრაინა ერთ დღეში მეორე „სუ-34“-ის ჩამოგდებაზე აცხადებს

უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი, გამანადგურებელი-ბომბდამშენი „სუ-34“. დღეს ეს უკვე მეორე ჩამოგდებული თვითმფრინავია. თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, მიკოლა ოლეშჩუკი იტყობინება. „დაახლოებით 14:00 საათზე ვიმუშავეთ მორიგ “სუ-34”-ზე. მუშაობას ვაგრძელებთ… გამარჯვებამდე!“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“. ბოლო დღეებში, უკრაინა აქტიურად იტყობინება რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაზე.
რუსთაველზე, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლში, სასტუმრო, კაზინო და სავაჭრო სივრცე მოეწყობა

თბილისში, რუსთაველის #12-ში, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის შენობაში სასტუმრო, კაზინო და სავაჭრო სივრცე მოეწყობა. შენობა “ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორის, თამაზ გაიაშვილის კომპანიას ეკუთვნის და მას თბილისის არქიტექტურის წინასწარი თანხმობა უკვე აქვს. შპს “მარილი 2020-მა” არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 10 იანვარს მიმართა. სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანია ჯერ შენობის რეკონსტრუქციას გააკეთებს და შემდეგ მასში სასტუმროს მოაწყობს. საბოლოო ჯამში, […]