საგარეო უწყება – საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის

საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს. მათივე ცნობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვანი ფორმატია ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად და პროგრესის მისაღწევად. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს […]

რუსთავში მამაკაცი მოკლეს

რუსთავში მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა ეზოში ნახეს, რომელსაც ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული, ხმაურის და გასროლის ხმა კი არ გაუგიათ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც „ინტერპრესსნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “საუდის არაბეთში ჩავედი, რათა მისი აღმატებულება მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდისთან ჩვენი რეგულარული დიალოგი გავაგრძელო”, – წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტისას მთავარი თემა – „მშვიდობის ფორმულა“ იქნება. “გასულ წელს ჯიდაში მის რეალიზაციაზე მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, ექვსი გამარჯვებული სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე, სტუდენტთა ყოველსემესტრული IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ – გაიმართა, რომელზეც ექვსი გამარჯვებული სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების: სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო […]

ირაკლი ზარქუა – საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოვუწოდებ: შეიძლება კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს, უნდა შეეშვათ ასეთი “ენჯეოშნიკების” დაფინანსებას

საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოვუწოდებ: შეიძლება კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს, უნდა შეეშვათ ასეთი “ენჯეოშნიკების” დაფინანსებას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი დაფინანსება რადიკალურმა ოპოზიციამ ბოროტად გამოიყენა. “საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, მათ შორის საელჩოებსაც – შეიძლება თქვენ კეთილი მისიები გქონდათ, […]

დღეს ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის – ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეა

დღეს ქართველი მოცეკვავის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის, სახალხო არტისტის, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეა. საბალეტო ხელოვნების რეფორმატორმა მამაკაცის ცეკვას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, გმირული იერი შესძინა. საბალეტო კლასიკასთან ქართული ხალხური ცეკვის შერწყმით ჭაბუკიანმა შექმნა ეროვნული კლასიკური ბალეტის თავისებური სახეობა. განსაკუთრებული წარმატება […]

ატყდა დავიდარაბა – ჯუღელის განცხადებამ კვარაცხელიას სამსახურით “ბარსელონასა” და პსჟ-ის დაინტერესების თაობაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში კილიან მბაპეს შეცვლის მთავარი კანდიდატია, რაზეც კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა გააკეთა. მან თქვა, რომ რა თქმა უნდა, შეთავაზებები არსებობს, როგორ შეიძლება არ არსებობდეს და მაისში უფრო მეტი გაირკვევა. იტალიურ მედიაში გულშემატკივრების გამოხმაურებებზე დაყრდნობით კი წერენ (საკუთარ პოზიციას ასე ახმოვანებენ), რომ ხვიჩა ამ სეზონში ჩვეულად კარგად […]

მიხეილ სააკაშვილი – ხელმოწერების კამპანია ადასტურებს, რამხელა მუხტია დაგროვილი ხალხში, რომელსაც უიმედობა ყელში ამოუვიდა და ენატრება საკუთარ ქვეყანაში ადამიანური ცხოვრება – გთხოვთ, კიდევ ცოტა გაძლოთ

ხელმოწერების კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელა მუხტია დაგროვილი ხალხში, რომელსაც უიმედობა ყელში ამოუვიდა და ენატრება საკუთარ ქვეყანაში ადამიანური ცხოვრება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი ხელმოწერების შესახებ წერს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის მადლობას უხდის სოფო ჯაფარიძეს, რომელმაც ხელმოწერების შეგროვება დააინიციირა და ყველა აქტივისტს, ვინც მას […]

საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდები ევროპროდუქტში

სუპერმარკეტების ქსელი „ევროპროდუქტი” თავის მომხმარებლებს ყოველთვის ევროპული ხარისხის პროდუქციას სთავაზობს, რომელთა შორის ხორცპროდუქტებისა და პასტის მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. Elpozo-ს ხორცპროდუქტები „ევროპროდუქტის” ფილიალებში ესპანური ფირმის, Elpozo-ს უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტების შეძენა შეგიძლიათ. წარმოების პროცესში გამოყენებულია ახალი ხორცი, რომელიც პროდუქტების საუცხოო გემოს განაპირობებს. Elpozo-ს ისტორია 60 წლის წინ დაიწყო და ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით შექმნილი ესპანური ლორი, ბეკონი და […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია-ს“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 თებერვალს 10:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, ახატანი, ცხვარიჭამია, დავათი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ნავაზა, ბაგიჭალა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან […]