პოლიციამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, კ.ბ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით […]

შალვა პაპუაშვილი – საქართველოსთვის ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის მაგალითად მოყვანა, იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო

რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილი საქართველოს ადგილს მსოფლიო რეიტინგებში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კვლევების მიხედვით საქართველო ალბანეთზე, მოლდოვას და უკრაინაზე ყველა პარამეტრით მაღლა დგას. მისი თქმით, ქართველი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს […]

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს. ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ რუსების დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქის პოლოჰის რაიონის დროებით ოკუპირებულ სოფელ ნოვეში 76 წლის ადგილობრივი დაიღუპა. ქალაქ ორიხივზე განხორციელებული საარტილერიო თავდასხმის შედეგად, 53 წლის მამაკაცი დაშავდა. ფედოროვის ცნობით, ბოლო 24 საათში, რუსებმა 234 შეტევა 11 სხვადასხვა […]

გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათივე ცნობით, კანონდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე დასამუშავებლად სახერხ საამქროში სატვირთო ავტომობილით გადაიტანა. საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია […]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს (UNEC) შორის თანამშრომლობა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გაიმართა. როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მემორანდუმს ხელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე თევზაძე და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UNEC) რექტორმა, პროფესორმა ადალატ მურადოვმა მოაწერეს. „პარტნიორობა მიზნად ისახავს ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას, ერთობლივი საგანმანათლებლო (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) […]

გერმანულმა სამხედრო გემმა წითელ ზღვაში მოიგერია ჰუთების თავდასხმა

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემმა Hessen-მა წითელ ზღვაში წარმატებით მოიგერია იემენში მოქმედი ჰუთების დაჯგუფების თავდასხმა. ამის შესახებ სააგენტოები dpa და AFP იუწყებიან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, 27 თებერვალს გერმანულმა გემმა ორი საჰაერო სამიზნე გაანადგურა. გერმანიის პარლამენტმა შეიარაღებულ ძალებს 24 თებერვალს მისცა ევროკავშირის მისიაში, Aspides-ში მონაწილეობის მანდატი. ეს მისია მიზნად ისახავს წითელ ზღვაში ჰუთების თავდასხმებისგან სამოქალაქო […]

ბორჯღალოსნები | რუმინეთისთვის მზადება დაიწყო

“ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა 2 მარტს თბილისში, „მიხეილ მესხზე“, რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის 34 მორაგბე გამოიძახა. 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს მასპინძლობს, ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი ახალი სახეა. გუნდს დაუბრუნდა გამოცდილი 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომელიც ბოლო დროს “ტულონში” […]

ჩაბრაძე კარიერას ირანულ კლუბში გააგრძელებს

27 წლის მცველი გრიგოლ ჩაბრაძე ირანის ისპაჰანის “ზობ აჰანში” გადავიდა. ჩაბრაძე “საბურთალოში”, “თელავში” და ბათუმის “დინამოში” თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ახალ გუნდში კი ერთადერთი ლეგიონერი იქნება. “ზობ აჰანი” 20-ათასიან “ფულად შეჰრზე” ასპარეზობს, ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილზეა და 28 თებერვალს “პერსეპოლისს” უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც გიორგი გველესიანი იცავს. როგორც იტყობინებიან, ჩაბრაძე ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

რაკი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ევროპაშიც მომძლავრდნენ მემარჯვენე პარტიები, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის ეს დაკვეთა

რაკი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ევროპაშიც მომძლავრდნენ მემარჯვენე პარტიები, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის ეს დაკვეთა „ორი დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მისი საარჩევნო კამპანია ერთ სიტყვაზე – ქრისტიანობაზე იქნება დაფუძნებული და პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა […]

პაატა ზაქარეიშვილი – ჟენევის ფორმატი შეიქმნა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და მას არანაირი კავშირი არ აქვს სოხუმთან და ცხინვალთან, რადგან ლავროვი ამას სოხუმის ხელით აკეთებს, ეს უფრო არის პიარი, პროპაგანდა და დემაგოგია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა. – ბატონო პაატა, სოხუმის ხელისუფლების „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „ჟენევის ფორმატმა ამოწურა თავისი თავი“. სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ თქვა, რომ „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან სულ უფრო ხშირად ესმით, რომ ჟენევის ფორმატი ვერ უზრუნველყოფს მასში მონაწილე ქართულ-აფხაზური მხარეების კონსულტაციებში თანაბრობას“. მათივე […]