“ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოება” – რუსთავში მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა რუსთავში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ბ დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად, 1976 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ყელის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის […]

შიკორსკი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უკრაინის დახმარების მიღებისკენ მოუწოდებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ორშაბათს, 26 თებერვალს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს მოუწოდა, უკრაინის დახმარების კანონპროექტი მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიკორსკის მიხედვით, ბრძოლის ველზე უკრაინის მიერ დანაკარგების განცდაზე პასუხისმგებელი ჯონსონი იქნება. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში Atlantic Council გამოსვლისას შიკორსკიმ გაიხსენა, რომ მაიკ ჯონსონს “წარსულში უკრაინაზე გულთბილად აქვს ნასაუბრები”. “შესაბამისად მსურს, მან იცოდეს, რომ მთელი მსოფლიო […]

ასე მოხდა ალბანეთში, ასე მოხდა უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში – ზურაბ ქადაგიძე

ასე მოხდა ალბანეთში, ასე მოხდა უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში – ზურაბ ქადაგიძე „ვეტინგის ამოქმედება მოხდა ალბანეთში, უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში. ასე რომ, ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ, ოპოზიციას დაავალეს ეს ყველაფერი,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ, როცა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის სრულყოფისათვის საჭიროა […]

“იმედია არ გამართლდება რასაც ვამბობ…”– გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი გოგა მანია საგანგაშო წინასწარმეტყველებას ავრცელებს: “ახალი წინასწარმეტყველება 22.01.2024 02.02. ✍️ რამდენიმე თვის წინ ვისაუბრე ამ თემაზე ., რა თქმა უნდა მე ძალიან მწყდება გული.,! მაგრამ ყველაფერი რაც ხდება ხდება იმიტომ რომ უნდა მოხდეს! 2024 წელს დავკარგავთ საქართველოში ადამიანს, რომელსაც კაცობრობა ძალიან დიდ პატივს სცემს! ლოცულობთ კიდეც მასზე დიდი გლოვა და ცვლილებები ჯვაროსნულ კარზე! იმედია […]

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დათუაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტისა […]

პარლამენტში დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩს მოუსმენენ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს დღეს პარლამენტში ელოდებიან. რობინ დანიგანი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებს “საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტებისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის” შესახებ ანგარიშს წარუდგენს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებებით მნიშვნელოვანია.

საქართველოში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. თბილისში – 28 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 თებერვალს ანაკლია-ფოთის […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 28 თებერვალს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 28 თებერვალს – ეროვნული ბანკის განახლებლული, ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.6562; 1 ევრო – 2.8820; 1 ფუნტი – 3.3686; 1 ლირა კი 0.0853 ლარი ეღირება.

“რკინის ადამიანების” ამბავი უკრაინიდან

ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის ფარგლებში უწყვეტად მუშაობს უკრაინის რკინიგზა, რომელიც ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო არტერიად იქცა. უამრავმა ადამიანმა ამ გზით დააღწია თავი რუსულ რაკეტებს, ოკუპაციას, რკინიგზით გადააქვთ სამხედრო ტვირთები, კიევს კი ხშირად სწორედ ამავე გზით სტუმრობენ მსოფლიო ლიდერები.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. „2024 წლის 28 თებერვლის ღამეს, მტერმა ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან S-300 საზენიტო მართვადი რაკეტებით და რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან 10 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განახორციელა“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვისა და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა რუსების […]