ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება ალბანეთში, სადაც დღეს, 28 თებერვალს შეხვდება პრემიერ-მინისტრ ედი რამას და სხვა ლიდერებს. ზელენსკი ტირანაში გასულ ღამით ჩავიდა. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგლი ჰასანიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი გადამწყვეტი მომენტია ორმხრივი კავშირების განმტკიცებისთვის და სოლიდარობის გამოსახატად უკრაინისადმი, რომელიც რუსულ აგრესიას გმირულად ებრძვის. ალბანეთში ვიზიტამდე უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა საუდის […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

28 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დათუაშვილის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის და დათუაშვილის ქუჩების მოსახლეობას. […]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა

უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. უკრაინის ჯარებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელები მამაცურად ბრძოლას განაგრძობენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ ჯავშანტექნიკა, იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ უწევთ მისი ეკონომიურად გამოყენება, რადგან შეერთებული შტატების კონგრესმა […]
გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

უკრაინაში, რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე, ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის 4-ვარსკვლავიანი გენერალი და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიმს ჯონსი ამბობს, რომ უკრაინას ახლა საჰაერო შესაძლებლობების სიმცირე აქვს, რაც მათ წინსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გენერალ ჯონსის თქმით, აუცილებელია, რომ ნატომ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება დროულად გადასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი ჩიხში დარჩება და […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 თებერვალს 10:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, ახატანი, ცხვარიჭამია, დავათი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ნავაზა, ბაგიჭალა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან […]
ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ ხუთი დრონი ჩამოაგდეს

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა თვითმფრინავმა და კოალიციის ხომალდმა წითელ ზღვაში ჩამოაგდეს ხუთ დრონი, რომლებიც იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან იყო გაშვებული. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები წარმოადგენდნენ საფრთხეს სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის და კოალიციის გემებისთვის რეგიონში. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც […]
ბაიდენმა კონგრესი ისევ გააფრთხილა, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, შედეგები უმძიმესი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერებთან განიხილა უკრაინის სამხედრო დახმარების სასწრაფოდ გაგრძელების აუცილებლობა. 27 თებერვალს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად თეთრ სახლში შეხვდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, დემოკრატების უმცირესობის ლიდერ ჰაკიმ ჯეფრისს და სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერ მიჩ მაკკონელს. კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა […]
ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა მიჩიგანის პრაიმერიზებში გაიმარჯვეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიჩიგანის დემოკრატების პრაიმერიზში გაიმარჯვა, – ინფორმაციას Reuters-ი Edison Research-ის პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასათან, Edison Research-ის პროგნოზით, მიჩიგანში, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა კონკურენტს, ნიკი ჰეილის დიდი სხვაობით მოუგო. Reuters-ი წერს, რომ მოსალოდნელია, რომ მიჩიგანი გადამწყვეტ როლს შეასრულებს 5 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ერთმანეთს, დიდი ალბათობით, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი […]
ჯონ კირბი – უკრაინაში ბრძოლის ველზე მდგომარეობა ძალიან მძიმეა, დახმარება ძალიან დავაგვიანეთ

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე შექმნილი მდგომარეობაძალიან მძიმეა. ”უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტზე, ძალიან რთულ გადაწყვეტილებებს იღებენ იმის თაობაზე, თუ სად აპირებენ სროლას და რით აპირებენ სროლას. მათ ეწურებათ საბრძოლო მასალა. ასე რომ, სიტუაცია ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე. მისი თქმით, შეუძლებელია „დროის შტამპის“ დადება და […]
ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა. ამის შესახებ ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგლი ჰასანმა განაცხადა. მინისტრმა სოციალურ ქსელში უკრაინის ლიდერთან ქალაქ ტირანაში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. „გარდამტეხი მომენტია უკრაინასთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში“, – დაწერა ჰასანმა. მანამდე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში როგორც […]