ჰესი არ ააშენოთო, ხე არ გადარგოთო – ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან ფინანსდებიან? – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე არ შეუშვეს. ნიკოლეიშვილი სვამს კითხვას, რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები საინვესტიციო პროექტებს და კურორტების განვითარებას. ექსპერტი ასევე ინტერესდება, ვინ დგას აქტივისტების უკან და საიდან ფინანსდებიან ისინი. “დაცული ტერიტორიების სააგენტომ გავრცელა განცხადება, რომლის […]
წითელ ზღვაში გერმანულმა ფრეგატმა ჰუსიტების თავდასხმა მოიგერია

გერმანულმა ფრეგატმა Hessen-მა, რომელიც წითელ ზღვაში მოკავშირეებს ერთობლივ მისიაზე მცირე ხნის წინ გაგზავნეს, იემენელი ჰუსიტების თავდასხმა პირველად მოიგერია. ხომალდმა, რომელიც ევროკავშირის სამხედრო მისია Aspides-შია ჩართული, წარმატებით გაანადგურა მოწინააღმდეგის ორი საჰაერო სამიზნე. ეს ოპერაცია გასულ პარასკევს, 23 თებერვალს დაიწყო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გერმანულმა ფრეგატმა იარაღი გამოიყენა. ამავე რიცხვში გერმანიის ბუნდესტაგმა დაადასტურა ქვეყნის ევროკავშირის […]
სალომე ჭაჭუას და დევიდ ვილანის შესრულებული “კონტემპორარი” ჟიურიმ მაღალი ქულებით შეაფასა

სალომე ჭაჭუას და დევიდ ვილანის შესრულებული “კონტემპორარი” ჟიურიმ მაღალი ქულებით შეაფასა ქართველ მოცეკვავეს სალომე ჭაჭუას, თავის მეწყვილესთან ერთად, მორიგი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. სალომესა და დევიდის მიერ ორკესტრის თანხლებით შესრულებული“კონტემპორარი” ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია, მაღალი ქულებით შეაფასა და წყვილი გამარჯვებას უფრო მიუახლოვდა. „საოცარი შესრულება იყო, ძალიან ვამაყობ შენით დევიდ. ასევე, მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისა […]
თუ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, ეს როგორი დამოკიდებულებაა?

თუ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, ეს როგორი დამოკიდებულებაა? „ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არის პირნათელი (მათივე შეფასებებით), მათ შორის ჩვენი შრომით და ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად (ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე ათეულობით ჯარისკაცს ჯანმრთელობა დაუზიანდა)“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ […]
“შეწყვიტეთ გამოძიება!” – ბელინგემი სავარაუდოდ, აღარ დაისჯება

The Sun წერს, რომ “ხეტაფეს” ფორვარდმა მეისონ გრინვუდმა მისი თანამემამულის ჯუდ ბელინგემის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტა მოითხოვა. ადრე გავრცელებული ცნობით, ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩში, სადაც “რეალმა” “ხეტაფეს” გასვლაზე 2:0 სძლია, ბელინგემმა გრინვუდს მოძალადე უწოდა. “სამეფო გუნდის” ფეხბურთელის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა და იყო მოსალოდნელი, რომ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ხანგლძრივი დისკვალიფიკაციაც მიეღო, მაგრამ ახლა საქმის გაგრძელება და […]
მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. “მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე მამულაშვილ ზურაბის ძე უშანგის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფეარდა ორთვიანი პატიმრობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადაციის ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. მამულაშვილზე გამოცხადებულია ფედერალური და საერთაშორისო ძებნა.” – უთხრეს სასამარლოში რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიას. […]
უკრაინა: რუსების გაშვებული 10-ვე დრონი გავანადგურეთ

27-28 თებერვლის ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების გაშვებული შაჰედის ტიპის ათივე დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. “2024 წლის 27-28 თებერვლის ღამეს მტერმა დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან გაუშვა C-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტები, ხოლო პრიმორსკო-ახტარსკიდან 10 შაჰედი. შაჰედის ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ოდესისა და მიკოლაივის ოლქების თავზე თავდაცვის ძალებისა და […]
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ ახორციელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე, ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სარწყავი წყლის რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ახალი […]
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდნენ

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება, ასევე მოეწყო თემატური გამოფენა. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე, აფხაზეთის […]
ტყვიის მსროლელი მარიამ ფროდიაშვილი ევროპის ჩემპიონია და ისტორიაში პირველად ტყვიის სროლაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

ტყვიის მსროლელი მარიამ ფროდიაშვილი ევროპის ჩემპიონია და ისტორიაში პირველად ტყვიის სროლაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა უნგრეთის ქალაქი დიორი 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. გოგონათა შორის ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა მარიამ ფროდიაშვილმა. ქართველმა ტყვიის მსროლელმა ფინალში 242,2 ქულით სლოვენიელი სპორტსმენი დაამარცხა, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ამ შედეგით ევროპის ახალგაზრდული […]