ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთს, უკრაინას და ევროკავშირის ქვეყნებს ეწვევა

„უკრაინის კრიზისის“ მოგვარების პოლიტიკური გზების მოსაძიებლად ჩინეთის მთავრობა სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის რუსეთში, უკრაინასა და ევროკავშირში. ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. პეკინის თანახმად, ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი საშუამავლო დიპლომატიის მეორე რაუნდის ფარგლებში, 2 მარტიდან ეწვევა რუსეთს, ევროკავშირის შტაბ-ბინას(ბრიუსელი), პოლონეთს, უკრაინას, გერმანიასა და საფრანგეთს. ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი […]

მოსკოვის სასამართლომ “ქართული ლეგიონის” მეთაურს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა: “ტასსი”

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელს, უშანგი (მამუკა) მამულაშვილს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასსი” ავრცელებს. „მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველო მოქალაქე უშანგი ზურაბის ძე მამულაშვილს შეეფარდა 2-თვიანი პატიმრობა. ვადის ათვლა დაიწყო რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადიციიდან ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. მამულაშვილზე გამოცხადდა ფედერალური და საერთაშორისო ძებნა“, – უთხრა […]

დანიგანის თქმით, 32 წელში აშშ საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტით დაეხმარა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანის მოხსენებას. დიპლომატის გამოსვლის თემა იყო: „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა“. სიტყვით გამოსვლისას რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა ისე მყარად არ უჭერს მხარს, როგორც შეერთებული შტატები. მან გაიხსენა, რომ აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 32 წელში […]

1-ელ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება

„პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ. „გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც […]

40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება

40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერის გამოცხადება უკვე დაევალა. „მე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და გადაწყვეტილება მიღებულია 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. უკვე მთავრობის განკარგულება გამოიცა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა M3 კატეგორიის […]

თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს

1-ელი მარტიდან დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსურველებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების 30 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. „როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის გერბი და დროშა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელიც შედგება ისტორიკოსების, ჰერალდიკოსების, მხატვრებისა და სხვადასხვა სფეროს […]

„ქსელურმა მარკეტებმა საკუთარი საწებლების წარმოება დაიწყეს და მეწარმეებს ქსელში შესვლა ძალიან უჭირთ“ – „პოპორელი“

რამდენიმე თვის წინ ბაზარზე ქართული ტრადიციული სოუსებისა და საწებლების ბრენდი „პოპორელი“ გამოჩნდა. როგორია პროდუქტის მიმართ დაინტერესება და სამომავლო გეგმები „კომერსანტთან“ კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ მარკეტინგის მენეჯერმა ნინი ბაშარულმა ისაუბრა. მისი თქმით, ბაზარზე ქართული ტრადიციული სოუსებისა და საწებლების გამოჩენას წინ უძღოდა გასტრო ექსპედიცია საქართველოს რეგიონებში. „ამ ექსპედიციაში მოპოვებული მივიწყებული რეცეპტები დავამუშავეთ და შევქმენით ახალი ბრენდი, რომელსაც დავარქვით […]

FT: რუსეთი ჩინეთის თავდასხმის სცენარზე წვრთნებს ატარებდა

გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ მათ მოიპოვეს რუსეთის გაჟონილი სამხედრო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც წვრთნების დროს ვარჯიშობდნენ მსოფლიო ძალასთან ომის საწყის ეტაპზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში და ასევე გადიოდნენ ჩინეთის თავდასხმის სცენარებს. FT-ს ცნობით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენების ზედა ზღვარი იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე ეს საჯაროდ აქვთ ნათქვამი. გამოცემის ცნობით, დოკუმენტები მოიცავს 29 საიდუმლო […]

ამერიკას უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩინეთთან დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ჩვენ როდესაც გავაფორმეთ ეს ხელშეკრულება, ამერიკის საელჩოს მხრიდან ამას კრიტიკა მოყვა

ამერიკას უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩინეთთან დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ჩვენ როდესაც გავაფორმეთ ეს ხელშეკრულება, ამერიკის საელჩოს მხრიდან ამას კრიტიკა მოყვა „კარგია, როცა პარტნიორებთან გვაქვს ინტერესების თანხვედრა, მაგრამ როცა ასეთი თანხვედრა არ არის, უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა და […]

როგორ უნდა მტრობდე საკუთარ ქვეყანას, რომ შენი მართლმსაჯულება სხვას გადასცე სამართავად, ანუ, სახელმწიფოს ჩუქნი სხვას – თამარ ჩიბურდანიძე

როგორ უნდა მტრობდე საკუთარ ქვეყანას, რომ შენი მართლმსაჯულება სხვას გადასცე სამართავად, ანუ, სახელმწიფოს ჩუქნი სხვას – თამარ ჩიბურდანიძე ISFED -ის მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება ვეღარ გაჭრის, ეს უკვე ნაცადი ხერხია მათთვის და ახლა სურთ მთლიანი სასამართლო აჩუქონ უცხოეთს, ვინც ლობირებს მათ ანტიქართულ პოლიტიკას საქართველოში,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აქვე […]