პაპუაშვილი: ტაივანს აქვს უვიზო აშშ-სთან, ჩვენ 3 500 00 მოსახლეობით, საფრთხე არ მგონია ვიყოთ

მნიშვნელოვანი არის გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობისა, განსაკუთრებით, ეს ეხება ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებს. […] ჩვენთან არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი საინვესტიციო გარემო იმისთვის, რომ მათ შორის, ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს. საქართველო ყველანაირად არის მოწყობილი ისე, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული და არ იყოს საფრთხე, უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, რომ საქართველოდან შევიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც არასასურველი შეიძლება იყოს აშშ-სთვის – […]

1-ელ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვის აღდგენა შეუძლებელი იქნება – თბილისის მერია

პირველ აპრილს ტაქსების გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. “გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა […]

დიდ ბრიტანეთში დაკავებულ ბულგარეთის მოქალაქეს ბრალი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება

ბრიტანეთის პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულ მე-6 პირს ბრალი წარუდგინეს. ამავე ინფორმაციით, დღეს, 28 თებერვალს ტიჰომირ ივანჩევი გამოცხადდება ვესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოში. მას ბრალი წარუდგინეს “ინფორმაციის მიღების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის მიღების გამო, რაც პირდაპირ ან ირიბად სასარგებლო იქნებოდა მტრისთვის და ექნებოდა სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის საზიანო მიზანი”. ივანჩევი 7 თებერვალს დააკავეს და ბრალის წარდგენამდე […]

დანიგანი: დეზინფორმაცია რუსეთის მხრიდან ემუქრება საარჩევნო სისტემას საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აცხადებს, შეერთებული შტატები ერთგულია იმუშაოს პოლიტიკურ მხარეებთან, ცესკოსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს სამართლიანი და თავისუფალი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია ემუქრება საქართველოში დემოკრატიული სისტემის სანდოობასა და საარჩევნო სისტემას. “არ ვფიქრობ, რომ რუსეთი არის ძალა, რომელიც პოზიციურ ცვლილებას ან პოზიტიურ გავლენას უჭერს […]

ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა

ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. გირჩის ინფორმაციით, პროექტის თანაავტორები არიან, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპელი სოციალისტები, ალეკო ელისაშვილი, ხატია დეკანოიძე, ტარიელ ნაკაიძე. კანონპროექტის თანახმად: · მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელი უნდა შემცირდეს 1/4-ით · ნაკლებად მძიმე დანაშაულზე – განახევრდეს · ნარკოტიკულ და სამოხელეოზე – განახევრდეს · უვადო პატიმრობა გადაკვალიფიცირდეს 30 წლით განმარტებით […]

კიევის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბიზნესმენი იჰორ კოლომოისკი

27 თებერვალს გამართულ სხდომაზე კიევის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, კიდევ ორი თვით გაეგრძელებინა ბიზნესმენ იჰორ კოლომოისკის დაკავება. ამასთან, მისთვის შეფარდებული გირაო 2.65-დან 2.4 მილიარდ გრივნამდე შემცირდა. სასამართლომ არ გაიზიარა არც პროკურორის თხოვნა ბრალდებულისთვის პატიმრობის უფრო დიდი ვადით გახანგრძლივებაზე და არც დაცვის შუამდგომლობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იჰორ კოლომოისკის აღკვეთის ფორმა შიდა პატიმრობით შესცვლოდა. კოლომოისკი გასული წლის […]

ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. სავარაუდოდ, მოკლული 21 წლისაა. შემთხვევა დღეს, 28 თებერვალს, დილით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით.

სამგორში, წინუბნის დასახლებაში 21 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მოკლულის ახლობელი აცხადებს, გოგონას სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა. როგორც ოჯახის ახლობელი ჰყვება, ბებიის თქმით, ქეთი ჯავახიშვილი ღამე, 01:30 საათზე ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა. ის ბასრი საგნითაა მოკლული, […]

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები თბილისის ზოოპარკში პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან

“ევროპის უნივერსიტეტსა” და თბილისის ზოოპარკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ზოოპარკში პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან. უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ ზოოპარკში არსებულ ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს, მონაწილეობა მიიღონ მათ მოვლასა და კვებაში. „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი თბილისის ზოოპარკში პრაქტიკის პირველ დღეს დაესწრო და ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელს […]

პარლამენტში „ევროოპტიმისტები“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა, რომლითაც სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსება ეზღუდებათ

პარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფმა ,,ევროოპტიმისტები’’ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა, რომლითაც სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსება ეზღუდებათ. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მიხედვით, მმართველ პოლიტიკურ პარტიას აეკრძალება შემოწირულების მიღება საჯარო შესყიდვისას ერთჯერადად ან ჯამურად ერთი წლის განმავლობაში, 1 მილიონი ლარის ან მეტი ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიის დირექტორის, ხელმძღვანელი ორგანოს წევრის, სამეთვალყურეო […]