პაპუაშვილი: უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, საელჩოებმა ყურადღება მიაქციონ

რასაც ჩვენ ვაკვირდებით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან… ნებისმიერი ეს ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა. დავასახელებ კიდევ ერთხელ, ევროპის დემოკრატიის ფონდი, EED, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში, არ უმჟღავნებს არც ქართულ საზოგადოებას, არც ევროკავშირის მოქალაქეებს და როგორც ჩანს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში. როგორც იცით, არჩევნების სათანადოდ ჩატარება […]
“საფრთხეა საარჩევნო სისტემისთვის” – აშშ-ს ელჩმა რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციაზე ისაუბრა

საქართველოში აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე. მისი თქმით, არსებობს საფრთხე რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის, რაც დემოკრატიული და საარჩევნო სისტემისთვის საფრთხის შემცველია. “პირველი შეკითხვა ეხებოდა რუსეთის პოტენციურ ჩარევას საქართველოს არჩევნებში, მე მინდა ვთქვა, რომ არ მჯერა, რომ რუსეთი არის ძალა, რომელიც მოიტანს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოსთვის ან რომელიმე დემოკრატიისთვის და ვფიქრობ, რომ […]
ჩინეთი: მოსკოვმა და პეკინმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში

ჩინეთის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრი, სუნ ვეიდონგი მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის შეხვედრის მთავარი თემა იყო რუსეთ-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის 75-ე წლისთავის აღნიშვნა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა (SCO) და BRICS-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, მხარეებმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და ერთად […]
თეა წულუკიანს დავა კიდევ ერთმა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

თეა წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო. ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს. “გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სოსო ღურწკაიამ 2024 წლის 28 თებერვალს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე მაია პატარიძე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც მაია პატარიძის სარჩელი ძირითადად დაკმაყოფილდა. სასამართლომ მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და […]
პრინცმა ჰარიმ წააგო საქმე, სადაც სახელმწიფო დაცვის გაუქმებაზე ბრიტანეთის სახელმწიფოს უჩიოდა

პრინცმა ჰარიმ წააგო საქმე სასამართლოში, სადაც ის დიდი ბრიტანეთის მთავრობას უჩიოდა და ამტკიცებდა, რომ მისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმება უკანონო იყო. სანამ დიდი ბრიტანეთი პრინც ჰარის და მის ოჯახს სახელმწიფო დაცვას გაუუქმებდა, სასექსის ჰერცოგმა და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობდნენ სამეფო ტიტულებზე. სასექსის ჰერცოგმა სასამართლო დავა 2020 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც დიდი […]
“ბარსელონა” არჩევანს ამ 4 მწვრთნელს შორის გააკეთებს

Sport.es-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 4 კანდიდატურა ჰყავს. “ბლაუგრანა” არჩევანს რობერტო დე ძერბის, თომას ტუხელის, ჰანს-დიტერ ფლიკისა და იულიან ნაგელსმანს შორის გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა მოქმედი დამრიგებელი ხავი პოსტს ამ სეზონის შემდეგ დატოვებს. ახალი მწვრთნელის შესახებ გადაწყვეტილებას გუნდის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და სპორტული დირქტორი დეკო აპრილში მიიღებენ.
“სენაკი გახდა ნარკომანების ქალაქი” – დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

ის, რაც ხდება, ეს არ ხდებოდა იმ ბნელ, უკუნით 90-იანებში შევარდნაძის დროს. არის მტაცებლობა ჩვეულებრივი და ადგილობრივმა ხელისუფლებამ შექმნა სენაკის მოსახლეობაში შემდეგი რეალობა: ერთი მხარე, ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც არის დასაქმებული ბიუჯეტის ხარჯზე და ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს და არავისი არ ეშინია და რასაც უნდა, იმას აკეთებს და დანარჩენი სენაკი მეორე მხარეს ვართ, […]
70 სარჩელი მინისტრის წინააღმდეგ – წულუკიანმა კიდევ ერთი დავა წააგო

თეა წულუკიანმა კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო – თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მაია პატარაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და მინისტრის გადაწყვეტილება ბათილად სცნო. ეროვნულ მუზეუმს დაზარალებულის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 2 000 ლარის ოდენობით დაეკისრა. გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი – SEC Workers Union მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს […]
რატომ გახდა ბლინკენის შიდა დოკუმენტი ანტიამერიკული კამპანიის ახალი საბაბი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი გაკვირვებულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტი, რომელიც გენდერულად სენსიტიური ტერმინის გამოყენებას ეხება, საქართველოში ყურადღების საგანი გახდა. დღეს, 28 თებერვალს, სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა ტელეარხმა „იმედმა“ გაამახვილა ყურადღება ამ დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, ბლინკენმა სთხოვა თანამშრომლებს, არ გამოეყენებინათ გენდერის აღმნიშვნელი ტერმინები, მაგალითად, „მამაცი ქალები და კაცები“ და ისინი, შეძლებისდაგვარად, გენდერულად ნეიტრალური ტერმინებით ჩაენაცვლებინათ, […]
ვაშაძე: სააკაშვილი ენმ-ს მთავარი მოტორია, ენმ-ს კიდევ ჰყავს ძალიან ბევრი მოტორი

ნაცმოძრაობის მთავარი მოტორი არის მიხეილ სააკაშვილი, ვფიქრობ, ამას ყველა ხედავს და მეც ამას ხაზს ვუსვამ. ნაცმოძრაობას მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჰყავს ძალიან ბევრი მოტორი, რომელთან ერთადაც კიდევ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ… …ნაცმოძრაობასთან ერთად, სტრატეგია აღმაშენებელი იქნება ერთერთი მთავარი მოთამაშე ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, რომ ეს ცვლილებები მოხდეს, რომ საქართველო იყოს წინ.