ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის – ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის […]

„რუსეთო, დაგვეხმარე“ – დნესტრისპირეთის „დეპუტატები“ ყრილობას მართავენ

დნესტრისპირეთში, – მოლდოვის ტერიტორიაზე, რომელშიც რუსული „სამშვიდობო კონტინგენტია“ განთავსებული, – დღეს, 28 თებერვალს, ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ე.წ. დეპუტატების ყრილობა იმართება, იტყობინება რუსული სახელისუფლებო მედია „რია ნოვოსტი“. გამოცემის ცნობით, ყრილობის მონაწილეები რუსეთს, – „რომლის 220 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს დნესტრისპირეთში“, – დახმარებისთვის მიმართავენ, მოლდოვის ცენტრალურ ხელისუფალზე ზეწოლის და დნესტრისპირეთზე დაწესებული „ეკონომიკური ბლოკადის“ მოხსნის თხოვნით. „ეკონომიკურ […]

გვარამია „მთავარ არხში“ გენერალური დირექტორის პოსტსა და წილს თმობს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი ნიკა გვარამია ტელევიზიაში თავის წილსა და თანამდებობას თმობს. შესაბამისი მოთხოვნა დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში 27 თებერვალს გაიგზავნა. „მთავარი არხის“ პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ნიკა გვარამია თავის 12%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს თავის ცოლს, სოფო ლილუაშვილს, კომპანიის გენერალური დირექტორი კი გიორგი გაბუნია გახდება. გარდა ამისა, კომპანიას ასევე ეყოლება 2 დირექტორი — […]

ბანკებმა იანვარში 235 მილიონის მოგება მიიღეს – ბანკების რეიტინგი

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის იანვარში 235 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც 2023 წელთან შედარებით 37 მილიონი ლარით, ანუ 19%-ით მეტია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, საბანკო სექტორის მოგების 88% ორ უმსხვილეს ბანკზე – “თიბისისა” და “საქართველოს ბანკზე” მოდის. უფრო დეტალურად, საქართველოს ბანკის წმინდა მოგებამ 121 მილიონი ლარი შეადგინა, “თიბისი ბანკის” წმინდა […]

ლონდონის წამყვან უნივერსიტეტში სწავლა საქართველოს ბანკის სტიპენდიით – Chevening-ის გამარჯვებულის გამოცდილება

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს ჩივნინგის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდია იკავებს. Chevening-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. ის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლონ, […]

“სისტემურ სასამართლო მაფიაზე, სისტემური დარტყმის გარეშე, ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება” – ანა დოლიძე

პოლიტიკოსი, ანა დოლიძე: 2018 წელს, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრმა საიას მხარდაჭერით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართე. ჩემს მიმართ იქ გამართული ტერორისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia 6 წელი დაჭირდა ჩემი სარჩელის განხილვა, რომ დაწყებულიყო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ აქ რაიმე სამართლიანობის დაცვას აქვს ადგილი. იმის ფონზე, როდესაც ბევრი პოლიტიკოსის სარჩელი სწრაფ-სწრაფ რეჟიმში განიხილება. დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს […]

“გია გაჩეჩილაძემ ის გააკეთა, რასაც “ოცნების” ვერც ერთი ტელევიზია არც და ვერც გაბედავს!” – მორგოშია

ალტ–ინფოს ერთ–ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია: ძალიან საინტერესო გამოდგა გადაცემა “უცნობის კიდობანი”. ალბათ არ ვიქნები სუბიექტური, თუ ვიტყვი, რომ ზურამ ეს დებატები პირწმინდად მოიგო! მაგრამ ბოლომდე სამართლიანი მინდა ვიყო და უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გაბედა და ალტ-ინფოს ლიდერებიდან მოიწვია ზურა! რაც უპრეცედენტო შემთხვევაა და ესეც დასაფასებელია! ეს ნაწილობრივ ამტკიცებს იმას, რომ გიას […]

კარვის გაშლისათვის პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საქმე ევროსასამართლოში – დეტალები – საია

კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საქმე ევროსასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს. საჩივარი, რომელიც 2023 წლის 14 სექტემბერს გაიგზავნა, ეხება პოლიციელთა მხრიდან სამოქალაქო აქტივისტ, ზურაბ ქარჩავას უკანონოდ დაკავებასა და კარვის მეშვეობით მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლების შეზღუდვას. “2024 წლის 13 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის […]

რა საფრთხე ემუქრება საქართველოს რუსეთისგან წინასაარჩევნოდ? – აშშ–ის ელჩის განცხადება

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი დარწმუნებულია, რომ რუსული დენზინფორმაციული კამპანიის დასაფინანსებლად, პროპაგანდისთვის და ამომრჩეველზე გავლენის მოსახდენად რუსეთი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რუსეთი ნამდვილად არ არის ძალა, რომელიც მოიტანს პოზიტივს საქართველოსთვის და რომელიმე დემოკრატიისთვის. არსებობს დეზინფორმაციის საფრთხე და შესაბამისად, შტატებიდან არის სრული მზაობა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან და ცესკოსთან იმისთვის, რომ არსებობდეს რწმენა და ნდობა, […]

ვინ არის თბილისში მოკლული 22 წლის გოგო – “მოკლა და ხევში გადააგდო”

ტვ პირველის ცნობით, სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, წი­ნუ­ბა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მოკ­ლუ­ლია 22 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. ახალგაზრდა ქალს დანა ყე­ლის და ზურ­გის არე­ში ჩაარტყეს და ხევში გადააგდეს. ახალგაზრდა ქალის ცხედარი, საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე­ლოს­ნებ­მა იპო­ვეს, ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი მამამ ამოიცნო. მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, 22 წლის ქალს მეგობარმა დაურეკა და სახლიდან გაიყვანა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ს ცნობით, გა­მო­ძი­ე­ბა […]