“რამდენი რამ? რამდენი ვინმე? რამდენი ნიჭიერება იყრის ერთად თავს ამ პატარა ქვეყანაში. განა ეს არაფერს არ ნიშნავს?” – ნინო სურგულაძის მიმართვა – Marao

“რამდენი რამ? რამდენი ვინმე? რამდენი ნიჭიერება იყრის ერთად თავს ამ პატარა ქვეყანაში. განა ეს არაფერს არ ნიშნავს?” – ნინო სურგულაძის მიმართვა – Marao “ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, რამხელა სიმდიდრის პატრონია!ჯერ ასეთი ლამაზი და განსხვავებული ბუნება ამ პატარა ტერიტორიაზე, ევროპის დასაწყისი – პირველი ევროპელები ხომ აქ აღმოაჩინეს (ზეზვა და მზია), კოლხი მედეა, ვისგანაც მედიცინა წამოვიდა, […]

„ცენტრ პოინტისგან“ გადაბარებული კრწანისის პროექტი „მეტი დეველოპმენტმა“ 3 წელია ვერ დაასრულა – დაზარალებულები კვლავ მოლოდინში არიან

„სხვა გამოსავალი თუ არ დარჩა, მივმართავთ სასამართლოს. თუმცა, 4 და 5 წელი თუ გაიწელა პროცესი, „დაზარალების“ საკითხს სასამართლო ვერ მოაგვარებს. გამოდის, რომ 15 წელი დავკარგე ბინის ლოდინში“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ეკოსიტი კრწანისის“ პროექტის ბინის მესაკუთრე სერგი გიგანი აცხადებს. ის გვიყვება, რომ 2017 წელს კომპანიას სააქციო შემოთავაზება ჰქონდა, რეკლამით მოიხიბლნენ და „ეკოსითი კრწანისში“ ბინა […]

საქართველოში საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის დანერგვის გეგმა ამოქმედდა

საქართველოში საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვის გეგმა ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, „საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის წესის“ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც სააგენტომ ევროკავშირთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული (EU)N1048/2018 რეგულაციის დანერგვის ფარგლებში 2023 წელს მიიღო, „საქაერონავიგაციამ“ სამივე საერთაშორისო აეროპორტის საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვის გეგმა შეიმუშავა. სამოქალაქო […]

ჭავჭავაძის გამზირზე Diesel-ის მაღაზია დაიკეტა – ახალი ფილიალი „გალერია თბილისში“ გაიხსნება

ჭავჭავაძის გამზირზე Diesel-ის მაღაზია დაიკეტა და ახალი ფილიალი „გალერია თბილისში“ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Diesel Georgia სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბრენდის მაღაზიები თბილისში უკვე 5 წელია მუშაობს. Diesel-ის პირველი ოფიციალური მაღაზია თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 2019 წლის მაისში გაიხსნა. მას მოჰყვა ამავე წლის დეკემბერში ფილიალი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“. ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი იტალიური […]

ნინო ლომჯარია – ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იაფფასიანი სიცრუის პროპაგანდის გავრცელებით არის დაკავებული

ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იაფფასიანი სიცრუის პროპაგანდის გავრცელებით არის დაკავებული,- ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც ლომჯარიაზე თქვა: „სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში მხილებული ომბუდსმენი ყველაზე სამარცხვინო დამღაა – არა თუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას“. ლომჯარიას თქმით, პაპუაშვილი უნდა ამაყობდეს, რომ […]

ბრაზილიის პრეზიდენტი – იმედი მაქვს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს – ბაიდენი მუშების უფლებებს იცავს

იმედი მაქვს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ადგილობრივ ტელეარხს, RedeTV-ის განუცხადა. “მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკელი ამომრჩეველი არ ვარ, ვფიქრობ, ნათელია, რომ მსოფლიოსა და აშშ-ში დემოკრატიის გადარჩენის უფრო დიდ გარანტიას ჯო ბაიდენი წარმოადგენს”, – განაცხადა ლულამ. “მისი საპრეზიდენტო ვადის დაწყების დღიდან, ბაიდენი მუშების […]

რამდენს ხარჯავენ მეტას პლატფორმებზე რეკლამებში პოლიტიკოსები – ISFED-ის მიმოხილვა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), მეტას პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმაზე განთავსებული რეკლამების რაოდენობა, მათი განმთავსებლებისა და დანახარჯების კვარტალური მიმოხილვა წარმოადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე […]

სეპარატისტული დნესტრისპირეთი რუსეთს მოლდოვის “ზეწოლის” წინააღმდეგ დახმარებას სთხოვს

მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის ე.წ. დეპუტატებმა რუსეთს მოლდოვის “მზარდი ზეწოლის” წინააღმდეგ დასახმარებლად მიმართეს. “მიღებულ იქნეს მიმართვა რუსეთის ფედერაციის ფედერაციული საბჭოსა და სახელმწიფო დუმისადმი თხოვნით, დაიცვან დნესტრისპირეთი მოლდოვის გაძლიერებული ზეწოლის ფონზე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის 220 000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს და გვაქვს უნიკალურად პოზიტიური გამოცდილება დნესტრზე რუსული მშვიდობისმყოფელობის, ასევე მოლაპარაკებების პროცესში […]

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მაია პატარიძის გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ისტორიკოსის და ნუმიზმატის, მაია პატარიძის გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან. ის რეორგანიზაციის ფარგლებში 2022 წლის 24 მაისს ოც კოლეგასთან ერთად გაათავისუფლეს სამსახურიდან. სასამართლომ ეროვნულ მუზეუმს ყოფილი თანამშრომლისთვის განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა დააკისრა და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც მაია პატარიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს – ინფორმაციას სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი […]

ნიკა გვარამია “მთავარ არხში” თანამდებობას და წილებს თმობს

ტელეკომპანია “მთავარ არხში” წილებსა და გენერალური დირექტორის თანამდებობას თმობს ნიკა გვარამია. დოკუმენტები ამ ცვლილებების დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში გუშინ, 27 თებერვალს შევიდა. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრი დაარეგისტრებს ამ ცვლილებებს, არხის გენერალური დირექტორი გახდება გიორგი გაბუნია. ის ნიკა გვარამიას დაპატიმრების დღიდან ასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას. “მთავარ არხს” გენერალური დირექტორის გარდა ეყოლება ორი დირექტორი – ისინი ყველაზე […]