„სამარცხვინოა, როდესაც მაგალითად სახავენ ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას” – პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს ევროკომისია თუ ვენეციის კომისია ითხოვს „ვეტინგის სისტემის“ ჩატარებას და ამბობს: „სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მაგალითად სახავენ ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას. ამის თაობაზე მქონდა მე დღეს განცხადება. საქართველო რამდენიმე თავით მაღლა და წინ არის სამივე ქვეყანასთან შედარებით. ნახეთ ნებისმიერი ანგარიში. სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით კორუფციის დონე როგორია ალბანეთში, ან […]

“მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ” – დანიგანის პასუხი “ხალხის ძალას” და “ოცნებას”

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან, ენტონი ბლინკენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებული შიდა მემორანდუმის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს: „უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, რადგან ეს არის შიდა მემორანდუმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში მყოფ ადამიანებს […]

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა ძმა”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში. სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს ბრალდებული, […]

„ეფეს საქართველომ“ ახალი ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდის „ტაატი NEIPA“ პრეზენტაცია გამართა

პრემიუმ კრაფტ ლუდის „ტაატის“ ბრენდს დაემატა ახალი სახეობა „ტაატი NEIPA”, შედეგად ბრენდის პორტფელში შედის 2 სახეობა: კარგად ნაცნობი „ტაატი NEW ZEALAND PILS” და „ტაატი NEIPA”. NEIPA არის NEW ENGLAND INDIAN PALE ALE, რომელიც გამოირჩევა არომატულობითა და ზომიერი სიმწარით. ლუდი ოთხი სახის უმაღლესი ხარისხის ალაოსა და სამი რჩეული არომატის მქონე სვიის გამოყენებით მზადდება. ხარშვის განსაკუთრებული მეთოდი […]

ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა ძმა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. […]

ლევან დავითაშვილი გიორგი კოდუას განცხადებაზე – კომპანიას, რომელსაც არ აქვს ავიახომალდი, წარმოგიდგენიათ, რომ ჰქონდეს ოპერირების უფლება?

ყველაფერი არის სპეკულაცია, რომ ჩვენ რამენაირად შევუშალეთ ხელი და არ ვართ დაინტერესებული, – ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნესმენ გიორგი კოდუას განცხადებას ამერიკის მიმართულების ფრენების დაწყების საქმეში მისთვის ხელშეშლის შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ მისმა მოადგილემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომ „კოდუა მორიგ ჯერზე ცრუ ინფორმაციას […]

ელჩი – გაკვირვებული ვარ ყურადღებით, რომელიც სახდეპის შიდა მემორანდუმს დაეთმო – ქართულ ენასაც არ აქვს გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები – მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ და ყველამ ის ენა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს

გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განაცხადა. რობინ დანიგანმა ენტონი ბლინკენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებული შიდა მემორანდუმის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. „უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის […]

უკრაინამ და ალბანეთმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

უკრაინამ და ალბანეთმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან ალბანეთი უკრაინას, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩვენს ბრძოლას მხარს უჭერს. ჩვენ, უკრაინელების მიმართ თქვენი საზოგადოების თბილ დამოკიდებულებას არასდროს დავივიწყებთ!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის […]

EURIE 2024-ის კონფერენციაზე თსუ-ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

EURIE 2024-ის კონფერენციაზე თსუ-ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. თსუ-ს ინფორმაციით, სტამბოლში მიმდინარე ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტის (EURIE 2024) ფარგლებში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ძირითად ტენდენციებსა და ამ სფეროს წინაშე მდგარ გამოწვევებს ეძღვნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თსუ დელეგაციის წარმომადგენელმა, თეა გერგედავამ პანელურ შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკასა და მიღწეული შედეგებზე. „დამსწრე […]

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს ოპოზიციური პარტიისა და მმართველი გუნდის დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა. ისინი მერიის იმ სამსახურების ხელმძღვანელების მოსმენას მოითხოვდნენ, რომელთა საქმიანობაში შიდა აუდიტის სამსახურმა 2022 წელს ხარვეზები და დარღვევები აღმოაჩინა. ამან „ ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება გამოიწვია. ოპოზიციის წევრები აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვენ. „აუდიტის დასკვნაზე იმდენი […]