1-თვიანი მენიუების ფასი 1500-იდან 1900 ლარამდე მერყეობს – როგორ ვითარდება ჯანსაღი კვების ინდუსტრია საქართველოში

ჯანსაღი კვების ინდუსტრია საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ყოველწლიურად ბაზარზე უფრო და უფრო მეტ კომპანიას ვხედავთ, რომლებიც მომხმარებლებს ჯანსაღი საკვების მენიუებს და ამ მიმართულებით სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ. ერთ-ერთი მათგანია „ფიზკულტურა“, რომელიც ბაზარზე უკვე 2 წელია მუშაობს. მისი ჯანსაღი კვების მენიუები სხვადასხვა ვადაზე და სხვადასხვა კვებითი ჩვევების მქონდე ადამიანებზეა გათვლილი. მენიუებს თავად კომპანია ქმნის და ამზადებს, რომლებსაც […]
მოთხილამურე ინფლუენსერები საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ფილმს ამზადებენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან 5 მოთხილამურე ინფლუენსერს უმასპინძლა. ინფლუენსერებმა გუდაურში, ბახმაროსა და სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ისრიალეს სამთო ტრასებზე და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელებში პოსტები, რილსები და სთორები მოამზადეს. ინფლუენსერები საქართველოს შესახებ ფილმს იღებენ, რომლის ჩვენებაც საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალზე „Highfive“ გაიმართება. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ […]
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, ტრამპის იმუნიტეტის საკითხი განიხილოს

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის 2020 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის საქმეზე საპრეზიდენტო იმუნიტეტის მინიჭების მოთხოვნაზე იმსჯელოს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის მოთხოვნის განხილვამდე 6 იანვრის კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე სასამართლო პროცესი დროებით შეწყდება. მანამდე, ტრამპი მოსამართლეებს სასამართლო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებდა, თუმცა, სურდა, რომ იმუნიტეტზე მისი მოთხოვნა მანამ […]
უკრაინა: ჩამოვაგდეთ რუსული თვითმფრინავი СУ-34

29 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენი СУ-34 ჩამოაგდეს. ინფორმაციას საჰაერო ძალების მეთაური მიკოლაი ოლეშუკი ავრცელებს. “დღეს, 29 თებერვალია, თარიღი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ დგება და რუსებმა კიდევ ერთი თვითმფრინავი დაკარგეს. ერთით ნაკლები CУ-34 აღმოსავლეთის მიმართულებით”! – ამბობს ოლეშუკი. ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინამ მე-3 თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო თებერვალში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 11 რუსული […]
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი – სწორი იქნება, ემანუელ მაკრონმა გაიხსენოს, როგორ დასრულდა რუსეთში შეჭრა ნაპოლეონისთვის და მისი ჯარისკაცებისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ვოლოდინი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურნენ. ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, სწორი იქნება, ემანუელ მაკრონმა გაიხსენოს, როგორ დასრულდა რუსეთში შეჭრა ნაპოლეონისთვის და მისი ჯარისკაცებისთვის. „პირადი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მაკრონმა ვერ მოიფიქრა იმაზე უკეთესი, ვიდრე მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება. მისი ინიციატივები საფრანგეთის მოქალაქეებისთვის საშიში ხდება. ასეთი […]
ტყვიის სროლაში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიმართა გუნდური ტურნირი ახალგაზრდებს შორის. შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ტყუპის – მარიამ და სალომე ფროდიაშვილებისა და მარიამ აბრამიშვილის შემადგენლობით. გოგონათა ნაკრები ფინალში გერმანელ სამეულს დაუპირისპირდა და შეჯიბრება ანგარიშით 14:16 დათმო. ქართველმა ტყვიის მსროლელებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ბრინჯაოს კი აზერბაიჯანელები დასჯერდნენ. საქართველოს […]
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, რუსეთს კიდევ ერთი Су-34 გაუნადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის არმიის კიდევ ერთი გამანადგურებელი ბომბდამშენი Су-34 ჩამოაგდეს. ინფორმაცია დღეს, 29 თებერვალს გაავრცელა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლმა მიკოლა ოლეშჩუკმა. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი „აღმოსავლეთის მიმართულებით“ გაანადგურეს. ბოლო სამ დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 3 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თებერვალში რუსეთმა უკრაინაში დაკარგა საერთო ჯამში, 11 სამხედრო თვითმფრინავი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დანაკარგების შესახებ […]
შალვა პაპუაშვილი – ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის რეიტინგში მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებლით საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ყველა კანდიდატ ქვეყანას

ფონდ “ჰერითიჯის” 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და “მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფონდ “ჰერითიჯის” 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა – 2024 წელს საქართველო პირველად ევროპის […]
„თელავის აეროპორტის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში შიდა ავიაციის განვითარების კუთხით” – ლევან დავითაშვილი

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს ,,ხმალაძე არქიტექტორებმა” გაიმარჯვა. კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად […]
საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ყველაზე ოპტიმალური იქნება პენსია საშუალო ხელფასის 35-40%-ს შეადგენდეს – გიორგი კეპულაძე

„საქართველოში პენსია თავისი არსით, უფრო სოციალური დახმარებაა შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობისთვის. მარტოხელა პენსიონერისთვის, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ამ პენსიით თავი გაიტანოს“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. „მნიშვნელოვანია ის, რომ დაწყებულია საპენსიო რეფორმა და უკვე წლების შემდეგ, როცა მასში ჩართული […]