გომისმთამდე მისასვლელი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 21 კმ-მდე (კმ13-კმ32.6) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, უკვე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო […]

ევროპარლამენტის მიღებული ანგარიშის შესწორება ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას მოუწოდებს

ევროპარლამენტმა გასულ დღეს, 28 თებერვალს მიიღო ორი ანგარიში, რომლებშიც გამოხატულია საქართველოსადმი მხარდაჭერა, ერთ-ერთი შესწორება კი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ევროპარლამენტი განიხილავდა დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშებს საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებ. 116-ე შესწორება, რომლის ავტორიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა, მაკალისტერის დოკუმენტში შედის. შესწორებაში ნათქვამია: “გამეორებულია […]

საჩხერეში, USAID-ის მხარდაჭერით, ქართული სტუმარმასპინძლობის სკოლა იხსნება

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით, ქართული სტუმარმასპინძლობის სკოლის მასშტაბურ პროექტს იწყებს. საქართველოში პირველი ქართული სტუმარმასპინძლობის სკოლის ჩამოყალიბებას საფუძველი „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ საჩხერის ფილიალში ჩაეყარა. სკოლა ორი წლის განმავლობაში 300-მდე სტუდენტს გადაამზადებს. გადამზადებულებს სტუმარმასპინძლობის სექტორში, როგორც იმერეთში, ასევე სხვა რეგიონების მასშტაბით დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. როგორც გადაცემა „საქმიან დილაში“ ქართული სტუმარმასპინძლობის სკოლის პროექტის მენეჯერმა, ნანა […]

ხვალ პრემიერი ბიზნესს შეხვდება

ხვალ, თბილისში საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც დაესწრება. ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა. „ხვალ გვაქვს დიდი ღონისძიება, სადაც ყველა მსხვილი კომპანია იქნება წარმოდგენილი, იქნება მთავრობა, პრემიერი. იქ ბიზნესასოციაცია წარმოადგენს BAG ინდექსის ბოლო ოთხი წლის ტრენდებს, ასევე Galt&Taggart-ი წარმოადგენს მაკროეკონომიკურ ანგარიშს“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. […]

ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში, ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული გარდაცვლილის ნაცნობი, 21 წლის მამაკაცია და ის მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი […]

შალვა პაპუაშვილი – ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

ფონდ “ჰერითიჯის” 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და “მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფონდ “ჰერითიჯის” 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა – 2024 წელს საქართველო პირველად ევროპის […]

CNN – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში არსებობს შეშფოთება, რომ ისრაელი, შესაძლოა, ლიბანში შეიჭრას

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და დაზვერვის წარმომადგენლებს შორის არსებობს შეშფოთება, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო შეჭრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელმა, შესაძლოა ოპერაცია გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში დაიწყოს, თუ დიპლომატიური ძალისხმევით „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრიდან უკან არ დაიხევს. CNN-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ […]

უკრაინის საჰაერო ძალებმა კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, დღეს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა აღმოსავლეთის მიმართულებით კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს. „დღეს 29 თებერვალია, თარიღი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ მოდის, მაგრამ კიდევ ერთი თვითმფრინავის დაკარგვით რუსებისთვის ნაცნობი დღეა. მინუს ერთი „სუ-34“ აღმოსავლეთის […]

29 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან კონტროლს 24-საათიან რეჟიმში განახორციელებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. […]

მოთხილამურე „ინფლუენსერები“ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ფილმს ამზადებენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან 5 მოთხილამურე „ინფლუენსერს“ უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ინფლუენსერებმა“ გუდაურში, ბახმაროსა და სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ისრიალეს სამთო ტრასებზე და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელებში „პოსტები“, „რილსები“ და „სთორები“ მოამზადეს. „ინფლუენსერები“ საქართველოს შესახებ ფილმს იღებენ, რომლის ჩვენებაც საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალზე „Highfive“ გაიმართება. „მოხარულები ვართ, რომ […]