საგამოძიებო სამსახურმა 535 000 ლარის ღირებულების ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი, რაზეც დაკავებულია ერთი პირი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის […]

ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო თხილის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, თხილის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შუალედური ანგარიშის მიხედვით შესასწავლ პერიოდში, თხილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა დაფიქსირდა 2021 წელს და 365.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 და 2023 წლებში ექსპორტის ღირებულებითი მაჩვენებელი შემცირებულია – 276.8 მილიონ და 218.2 მილიონ ლარამდე. „მსხვილი კომპანიების ჯამური საბაზრო […]

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ კონფერენცია: „გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“ გამართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ კონფერენცია, სახელწოდებით: „გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“ გამართა. ღონისძიებას სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული სამართლის უზენაესობის ტენდენციები, მიღწევები და ინსტიტუციების გაძლიერების საუკეთესო პრაქტიკა. კონფერენციაზე ისაუბრეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე, მათ შორის – ბავშვთა, ქალთა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით. […]

„ფრირაიდ ვორლდ ტურის“ დამფუძნებელი – ქართული გუნდის მხრიდან მზადება არაჩვეულებრივია

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ „თეთნულდზე“, დღეს “ფრირაიდის” მსოფლიო ტური ჩატარდება. მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ინფორმაციით, საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორისაა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. „დღეს დიდებული შოუ გველოდება, რადგანაც არაჩვეულებრივი მთა და თოვლი გვაქვს. ათლეტები აღტაცებულები არიან. ამინდიც საოცრად კარგია. იმედი მაქვს, რომ […]

კვარაცხელია “ნაპოლიში” მორიგ ბრწყინვალე მატჩს გამოეხმაურა

ჩვენებური ამ დამაჯერებელ გამარჯვებას Instagram-ზე მოკლე პოსტით გამოეხმაურა და დაწერა: “რა სანახაობა გუნდისგან! წინ!”, – დაწერა კვარაცხელიამ. ინფორმაციისთვის, “კვარამ” მიმდინარე სერია A-ში 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 8 გოლი გაიტანა. “პარტენოპეი” მორიგ შეხვედრას 3 მარტს “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ის კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირმა, ეუთო/ოდირმა, ვენეციის კომისიამ წარმოგვიდგინა საარჩევნო სისტემის დასახვეწად, არათუ არ არის შესრულებული, გარკვეული მიმართულებებით უკუსვლაა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს, რომლებიც ერთი მხრივ, 2024 წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად, ხოლო მეორე მხრივ, წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სტადიაზე გადასასვლელად არის საჭირო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის ნათელი მაგალითია თებერვალში, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის […]

მეთიუ მილერი – აშშ მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს

აშშ მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „ევროპაში რუსეთის მზარდი აგრესიული და დესტაბილიზაციის გამომწვევი როლის გათვალისწინებით, ჩვენ დნესტრისპირეთში რუსეთის ქმედებებს და რეგიონში შექმნილ უფრო ფართო ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენ კიშინიოვსა და ტირასპოლს კვლავ მოვუწოდებთ, რომ ერთად იმუშაონ და დნესტრის ორივე მხარეს არსებული აქტუალური […]

20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება 21 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს

თბილისის გარეუბანში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია. მას გამოძიება ედავება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას. ამის გამო დაკავებულს 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის კაცმა თანატოლი ქალი 28 თებერვალს მოკლა სამგორის რაიონში, ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ წინუბანში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის დასავლეთ საქართველოში წავიდა – კაცი პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა. “ბრალდებულმა […]

2024 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის თანახმად, იანვარში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 10.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 1.4%-ით არის გაზრდილი. სექტორების მხრივ, იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა, […]

თელავის აეროპორტის კონცეპტ-დიზაინის პროექტირების კონკურსში კომპანია შპს ,,ხმალაძე არქიტექტორებმა’’ გაიმარჯვა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ კონკურსში თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის შესახებ კომპანია, ,,ხმალაძე არქიტექტორებმა გაიმარჯვა. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ,,ხმალაძე არქიტექტორების“ დამფუძნებელმა, არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ მოაწერეს. თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან ჟიურიმ საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ […]