აბონენტები სარეკლამო SMS-ებს კვლავ მიიღებენ – მომხმარებელთა უფლებების ცენტრის განმარტება

მომხმარებელთა უფლებების ცენტრის განცხადებით, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო, საქართველოში სარეკლამო SMS-ების გაგზავნას კომპანიები კვლავ შეძლებენ. ცენტრი იმ პუნქტებს განმარტავს, რომელიც პრობლემურია. 1. უკანონო SMS შეტყობინებების გავრცელებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლება აქვს, დააჯარიმოს მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც სარეკლამო SMS–ებს უშუალოდ აგზავნიან და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში არიან რეგისტრირებულნი. პრაქტიკაში კი, რეკლამის მსურველი […]

ბუჩუკური: თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ოცნებისთვის საჩუქარი იქნება

ევროპიდან გუშინ დავბრუნდი. ჩვენს გუნდს ბრიუსელსა და ბერლინში ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა. ევროპული ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლების მხრიდან არცერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ დასმულა […] ჩვენ ვთვლით, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს. მაგრამ, თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნებისთვის საჩუქარი იქნება.

რომან გოცირიძე სააკაშვილის შეწყალებაზე – სალომე ზურაბიშვილის განცხადებების ტონის და შინაარსის ცვალებადობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია გამორიცხული

მისი [სალომე ზურაბიშვილის] განცხადებების ტონის და შინაარსის ცვალებადობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია გამორიცხული, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე, რა დროსაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის მორალური გადაწყვეტილება, რომელსაც თავისით მიიღებს და პასუხსაც მხოლოდ საკუთარ თავთან აგებს. გოცირიძის თქმით, პროგნოზის გაკეთება, მიიღებს […]

უკრაინელებმა კიდევ ორი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს

დონბასში უკრაინელმა დამცველებმა კიდევ ორი რუსული “სუ-34” ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების სარდალ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს ავდიივაკასა და მარიუპოლის მიმართულებით კიდევ ორი „სუ-34“ განადგურდა!” – განმარტა ოლეშუკმა. ცნობისთვის, მხოლოდ დღეს უკრაინელებმა 3, ბოლო თვის განმავლობაში კი 13 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ლევან იოსელიანი – იმ ქვეყნებზე, სადაც „ვეტინგის“ სისტემა ჩატარდა, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, ცალსახა არ არის, რომ ყველგან წარმატებული იყო – ეს არის საკითხი, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს

ეს არის ის საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება და მსჯელობა უნდა გაიმართოს საზოგადოებაში – იმ ქვეყნებზე, სადაც “ვეტინგის” სისტემა ჩატარდა, გვჭირდება მეტი ინფორმაცია. ცალსახა არ არის, რომ ყველგან წარმატებული იყო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა რეფორმა უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რაც საქართველოს გააჩნია. „რეკომენდაცია […]

კახა კალაძე – ვისმენთ განცხადებებს, რომ ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან – ეს ადამიანები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული „ლუზერები“, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ

ვისმენთ განცხადებებს, რომ ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული „ლუზერები“, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. განაცხადა მისივე თქმით, ვინ სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო „ვისაც ხალხის მხარდაჭერაზე ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს ეს სალომე ზურაბიშვილია“. „არ […]

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიიღებს

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე, სავარაუდოდ, 8 მარტს შედგება. ვაშინგტონში უნგრეთის საელჩომ, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავარაუდო შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

Z-აქტივისტები: ნავალნის მემორიალიდან ყვავილებს “სპეცოპერაციის” მემორიალთან გადავიტანთ

მოსკოველი Z-აქტივისტების თქმით სოლოვეცკის ქვის მემორიალთან, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიტანილ ყვავილებს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” დაღუპულთა მემორიალთან გადაიტანენ. ინფორმაციას რუსი სამხედრო ბლოგერი და ომის მხარდამჭერი ნატალია ხიმი ავრცელებს. “რა თქმა უნდა ვიცით, რომ ის დაიღუპა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვგლოვობთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ (სოლოვეცკის ქვასთან) ყვავილების ადგილი არ არის. ამიერიდან ყველა იქ მიტანილ ყვავილს […]

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა რას ნიშნავს არ მკითხოთ, არ ვიცი“ – სალომე ზურაბიშვილი

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა რას ნიშნავს, არ მკითხოთ, არ ვიცი“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას Chatham House-ის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა. პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე, მათ შორის ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში დასავლელი პარტნიორების ჩართულობა უფრო მნიშვნელოვანია. „ჩინეთი საქართველოში საკუთარ პოზიციებს უფრო და უფრო ააქტიურებს, ეს პროცესი რამდენიმე წელია […]

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი – უკრაინელებმა რუსებს ორლოვკადან უკან დაახევინეს

უკრაინულმა ძალებმა რუსული ჯარები ავდიივკას დასავლეთით, სოფელ ორლოვკადან უკან დახიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომელმაც დონბასში უკრაინელი სამხედროები მოინახულა. ამასთან, მისი თქმით, აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება კვლავ რთულია. „მოწინააღმდეგე აგრძელებს აქტიურ შეტევას ფრონტის ხაზის ბევრ რაიონში. განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა ავდიივკასა და ზაპოროჟიეს სექტორებში“, – აღნიშნა სირსკიმ. მისი თქმით, რუსეთის ქვედანაყოფები […]