სანოტარო მომსახურება აჭარაში, სოფელ გეგუთსა და ახალქალაქში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე, ეკატერინე ნანდოშვილი ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები დაინიშნნენ ბათუმში, დაბა ჩაქვში, სოფელ გეგუთსა და ახალციხეში. „აღსანიშნავია, რომ სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი მუდმივად მზარდია. ზოგიერთ ქალაქში სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე, ეკატერინე ნანდოშვილმა ახალდანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრაზე სანოტარო […]
კახა კალაძე – ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს

ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სალომე ზურაბიშვილის მიერ Chatham House-ში გაკეთებულ განცხადებებს. დედაქალაქის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა, რომელიც უმძიმესი […]
აჭარის მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული და დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების ოჯახებს გაზრდილ მატერიალურ დახმარებას გაუწევს

აჭარის მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული და დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების ოჯახებს გაზრდილ მატერიალურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროგრამებზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, დედისა და ქალთა […]
დღეს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

დღეს, 29 თებერვალს, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, დეპარტამენტი, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1-ელი მარტიდან კონტროლს 24-საათიან რეჟიმში განახორციელებს. აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; […]
რიბერი შესაძლოა, “ბაიერნში” დაბრუნდეს

Kicker-ის ინფორმაციით, ცნობილი ფრანგი შემტევი ფრენკ რიბერი შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნში” დაბრუნდეს. გავრცელებული ცნობით, ფრანგი, რომელიც ახლა იტალიური “სალერინტანას” სპორტული დირექტორია, სამწვრთნელო კურსებს გადის და მალე შესაძლოა, “რეკორდმაისტერის” ახალგაზრდული გუნდი ჩაიბაროს. რიბერი გერმანიაში დღემდე დიდ დროს ატარებს და სულაც, მისი შვილი სეიფი “ბაიერნის”, 13-წლამდელთა გუნდში თამაშობს. რიბერი მიუნხენელთა ღირსებას (2007-19) წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში […]
თეონა აქუბარდია – რუსეთის მიზანია ჟენევის დისკუსიის ფორმატს საერთაშორისო პარტნიორები ჩამოაშოროს, ერთი – ერთზე დაიმარტოხელოს საქართველო, სადაც ჩვენ ყველა მოცემულობაში წაგებულები ვიქნებით

რუსეთის მიზანია ჟენევის დისკუსიის ფორმატს საერთაშორისო პარტნიორები ჩამოაშოროს. რუსეთის მიზანია ერთი – ერთზე დაიმარტოხელოს საქართველო, სადაც ჩვენ ყველა მოცემულობაში წაგებულები ვიქნებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე რეაგირება ან არ არის ან „მოგუდულ რეჟიმშია“. „ჟენევის ფორმატის წინააღმდეგ ეს პირველი იერიში არაა. როცა რუსეთმა […]
არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს

არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. „მილეიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ორგანიზებას აპირებს“, – წერს Financial Times-ი. არგენტინის პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყნებთან ალიანსებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც თავისუფლებას იცავენ, მათ შორის, აშშ, ისრაელი და უკრაინა.
„გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს

„გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ და „სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართულების ხელმძღვანელმა, შორენა ლობჟანიძემ, „პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინების შესახებ“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს. ,,ეთნიკურ-რელიგიური მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოქალაქეების რელიგიურ-უფლებრივი […]
აჭარის მთავრობა – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აჭარის 317 სოფელში განხორციელდება, რისთვისაც 4 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტებს 4 194 000 ლარი გადაეცემათ. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული პროგრამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, 317 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გარე განათების, სკვერების და წისქვილების მოწყობის პროექტები […]
ლუკა გობეჯიშვილი კულტურული გაცვლითი პროგრამის „FLEX“ გამარჯვებულია

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე, ლუკა გობეჯიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს, კულტურული გაცვლითი პროგრამის „FLEX“ გამარჯვებულია. ლუკა ერთი აკადემიური წლით უფასოდ ისწავლის ამერიკულ სკოლაში, იცხოვრებს მასპინძელ ოჯახში და მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას. შერჩეულ მონაწილეებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს.