კახა კალაძე – ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ – არავის თავი არ დავუხაროთ, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ. არავის თავი არ დავუხაროთ, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, განმარტა, რომ ხშირად ყოფილა, როდესაც ევროპარლამენტარებს ბინძური რეზოლუციები მიუღიათ. „რაც შეეხება ჩვენს რიტორიკას. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ. არავის თავი არ დავუხაროთ, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. ეს პრინციპული პოზიცია ყოველთვის […]
TI: ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობას სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს, რომლებიც, ერთი მხრივ 2024 წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად, მეორე მხრივ კი, წლის ბოლოს ევროკავშირთა მოლაპარაკებების დაწყების სტადიაზე გადასასვლელად არის საჭირო. TI-ში აღნიშნავენ, რომ ამის ნათელი მაგალითი თებერვალში, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებებია, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, უგულებელყოფს ვენეციის […]
“დნესტრისპირეთის კონფლიქტის რეალური მიზეზი” – რუსეთი, მოლდოვა, უკრაინა და რუმინეთი – გიორგი კობერიძე

ოკუპირებულმა დნესტრისპირეთმა რუსეთს ოფიციალურად მიმართა “ბლოკადის დაძლევასა და მოლდოვიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებაში”. ეს განცხადება მას შემდეგ იქნა გაკეთებული, რაც წინა კვირაში დღის წესრიგში დადგა ოკუპირებული დნესტრისპირეთის რუსეთთან მიერთების საკითხი. დღევანდელი განცხადება ერთის მხრივ რუსეთისაგან მომავალ საფრთხეებს კიდევ უფრო რეალისტურს ხდის და რუსეთისათვის შეფუთვად წინაპირობებს ამზადებს, ხოლო მეორეს მხრივ ესაა ზეწოლა მოლდოვაზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვის. […]
ილინოისის შტატმა ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2021 წელს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმში ჩართულობის გამო ილინოისის შტატმა პრაიმერზში (პირველად კენჭისყრაში) მონაწილეობა აუკრძალა. ცნობისთვის, კოლორადომ და მეინმა ტრამპი პრაიმერიზიდან მე-14 შესწორების “აჯანყების” მუხლის დარღვევისთვის ამოიღეს. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ყოფილი პრეზიდენტის იურისტები ითხოვენ, დადგინდეს რამდენად მართლზომიერია მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ტრამპის […]
“ფული, რომელსაც ვუხდით საპატრიარქოს (!) არის რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაცია” – მირცხულავა

ფული, რომელსაც ვუხდით საპატრიარქოს (!) არის რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაცია. ცალკე საკითხია, რამდენად მორალურია ჩვენ ვიხდიდეთ ამას, ხალხი, რომელთა წინაპრებმა არა ერთი ზიანი მიიღეს რუსეთისგან. ახლა მთავარი – ეს ფული საპატრიარქოს განმარტებით, ხმარდება განათლებას, ეპარქიებში სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს. ამ დროს ნადგურდება უამრავი ეკლესია მონასტერი და ისტორიულ-კუკტურული ძეგლი. რაც შეეხება განათლებას აქ ყველაფერი გასაგებია […]
გალიდან მოსახლეობის გადინების მხრივ მძიმე მდგომარეობაა – დე ფაქტო ადმინისტრაცია

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ ფილიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან, შეხვედრაზე განაცხადა, რომ მძიმე მდგომარეობაა მოსახლეობის გადინების თვალსაზრისით. ფილიას თქმით, 2011 წლის აღწერით, გალის რაიონში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 23 ათასი – სოფლებში. მისი თქმით, 2024 წელს აღწერის ჩასატარებლად „ხელისუფლება“ მზად არაა. ფილიას სიტყვებით, გალის რაიონში 2023 წელს 137 ბავშვი დაიბადა, თუმცა […]
“ცალკეული მეთაურების მოქმედებაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა” – გენერალი სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ „ვითარების ფლობისა და მოწინააღმდეგის შეფასების“ მხრივ გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა ცალკეული მეთაურების მოქმედებაში, რამაც უშუალო გავლენა მოახდინა რიგ მიმართულებაზე თავდაცვის მდგრადობაზე. „ადგილზე სიტუაციის გამოსასწორებლად მივიღე ყველა ზომა, როგორც საბრძოლო მასალებითა და მატერიალური საშუალებებით, ისე საჭირო რეზერვებით უზრუნველყოფის მხრივ”, – განაცხადა სირსკიმ ოპერატიული ტაქტიკური ჯგუფის „დონეცკში“ შემავალი იმ დანაყოფების […]
ცვლილებები, რომელიც 1-ლი მარტიდან ამოქმედდება – ვისთვის რა იცვლება

1-ლი მარტიდან, ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შეეხება როგორც ბიზნეს სექტორს ასევე მომხმარებლებს. იმ რამდენიმე ცვლილების შესახებ, რომელიც უკვე პარასკევიდან ამოქმედდება ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. ეს ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომლებსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს. კანონში ეს სიახლე 2024 წლის […]
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აჭარის 317 სოფელში განხორციელდება, რისთვისაც 4 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებს 4 194 000 ლარი გადაეცემათ. აღნიშნული პროგრამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პროგრამის ფარგლებში, 317 სოფელში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გარე განათების, სკვერების და წისქვილების მოწყობის პროექტები. ,,აქტიურად ვიწყებთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას. ამ მიმართულებით 4 […]
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი “რენოს“ მარკის 20 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო. მაღალი გამავლობის ავტომობილები, ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში გადანაწილდება. საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზანი პატრულ-ინსპექტორებისთვის სამუშაო პირობების […]