„საქართველოში მომხმარებელს უკვე კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ხელნაკეთი პროდუქცია უფრო გამძლეა ვიდრე ქარხნული“ – „გროში“

„საქართველოში მომხმარებელს უკვე კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ხელნაკეთი პროდუქცია უფრო გამძლეა ვიდრე ქარხნული, შესაბამისად ფასზე პრეტენზია არ აქვთ“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ნატურალური ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელმა გვანცა ფანცხვავამ უთხრა. მისი თქმით კომპანია „გროში“ რამდენიმე წელია რაც ბაზარზეა და მომხმარებელს მხოლოდ მაღალი ხარისხის ტყავით დამზადებულ პროდუქტს სთავაზობს, წარმოებაში ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე შეძენილ […]

ოლაფ შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს და აცხადებს, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში, Taurus-ი შეიძლება, სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. მისი თქმით, Taurus – რაკეტა, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 500 კილომეტრამდეა, არის იარაღი, რომელიც არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“. გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ Taurus-ის მიწოდების შემთხვევაში, გერმანია უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს რაკეტების გაშვებაში. “მიმაჩნია, […]

ბანგლადეშში ხანძარს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, შვიდსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ბანგლადეშის ჯანდაცვის მინისტრის, სამანტა ლალ სენის განცხადებით, 22 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლის ლოკალიზება 2 საათში მოხერხდა. მაშველებმა შენობიდან 75 ადამიანი გამოიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდარის გამოსაძიებლად ხუთკაციანი კომისია შეიქმნა.

საფრანგეთი უკრაინისთვის 100 დრონს შეუკვეთავს

საფრანგეთი Delair-ს 100 დრონს შეუკვეთავს, რომელიც უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა, – ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელ X-ში წერს. მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, მთლიანობაში, 2 000 დრონს შეუკვეთს. „საერთო ჯამში, 2 000 დისტანციურად მართვად საბრძოლო მასალას შევუკვეთთ ჩვენი ჯარების და უკრაინის საჭიროებისთვის“, – აცხადებს ლეკორნუ.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მარტს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი, წიწამური, საგურამო და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში შეეზღუდებათ. ამასთან, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ზაჰესში, 12:45-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მსხალდიდში, ზემო ლისზე, თხინვალაში, მუხათწყაროში და მიმდებარე სოფლებში. ინფორმაციის თანახმად, […]

გარდაიცვალა მსოფლიო კინოს კლასიკოსი პაოლო ტავიანი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკოსი, იტალიელი რეჟისორი პაოლო ტავიანი. იტალიური პრესის ცნობით, პაოლო ტავიანი ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად, 29 თებერვალს, საღამოს, რომის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა ოჯახის წევრების გარემოცვაში. ძმები ტავიანები, პაოლო და ვიტორიო 20-მდე ფილმის თანაავტორები იყვნენ. მათ შორის კანის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე გამარჯვებული ფილმების, „მამა-ბატონი“(1977წ.) და „კეისარი უნდა მოკვდეს“(2012წ.) ვიტორიო ტავიანი 2018 […]

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

იაპონიის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და მასში 12 ფიზიკური პირი და 36 ორგანიზაცია დაამატა, – ინფორმაციას რუსული მედია იაპონიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. იაპონიის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციები აქტივების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გაყინვას ითვალისწინებს . სანქციების სიაში მოხვდნენ : ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ატომფლოტი“, დუბნის მანქანათმშენებელი ქარხანა, სს “სახელმწიფო ტრანსპორტის […]

სერგეი ლავროვი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა, სადაც ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გუშინ განაცხადა, რომ ღონისძიების ფარგლებში ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან. მისი თქმით, მხარეები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ და ორმხრივი კონტაქტების განრიგს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სერგეი ლავროვის სხვა ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის აზერბაიჯანის […]

რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა უკრაინას „ილ-76“-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრები გადასცეს

რუსეთი მზადაა, უკრაინულ მხარეს ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრები გადასცეს, – ინფორმაციას რუსული მედია ადამიანის უფლებათა კომისარზე, ტატიანა მოსკალკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დიახ, ჩვენ მზად ვართ, ამისთვის პროცედურული თვალსაზრისით ყველაფერია შესაძლებელი. ცხედრების გადაცემა შესაძლებელია იმ პროცედურების მიხედვით, რაც არსებობს“, – განაცხადა ტატიანა მოსკალკოვამ. შეგახსენებთ, 24 იანვარს ბელგოროდის ოლქის თავზე რუსეთის „ილ-76“ ტიპის სამხედრო […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ძალიან ბევრი უდანაშაულო პალესტინელი დაიღუპა – ვუკავშირდებით ისრაელის მთავრობას და გვესმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ისრაელისგან, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხების მიღებას ითხოვენ. ”ძალიან ბევრი უდანაშაულო პალესტინელი დაიღუპა ამ კონფლიქტის დროს, არა მხოლოდ დღეს, არამედ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. დილიდან ვუკავშირდებით ისრაელის მთავრობას და გვესმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა. […]