მარნეულში საკრებულოს შენობის დანგრევა და ახლის აშენება იგეგმება – გამოცხადებულია 2 მილიონიანი ტენდერი

მარნეულში საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 2.1 მილიონის დახარჯვა იგეგმება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 8 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 156 344 ლარი. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს 720 კალენდარული დღის განმავლობაში და სამუშაოები დაიწყოს 2024 წლის 01 ივლისიდან. მიმწოდბელის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს შემდეგი სახის საგარანტიო ვადები: […]

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 1-ელ მარტს, თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას. სამგორის რაიონი […]

კონფერენციას: „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან

საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები დაესწრებიან. როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ბიზნეს საზოგადოებას 2019-2023 წლების ინდექსის დინამიკას გააცნობს, რის საფუძველზეც შეფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები. „კონფერენციის მსვლელობისას Galt&Taggart-ის სპეციალისტები […]

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედებს ფინანსური დახმარება გაეწია

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების 232 დევნილ დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. „აღსანიშნავია, რომ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით დაღუპული მეომრების დედებისთვის მატერიალური მხარდაჭერა ტრადიციულად ყოველ წელს ხორციელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარკვეულ მიმართულებებზე, ბაკალავრიატი 3-წლიანი, ხოლო მაგისტრატურა ერთწლიანი გახდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, გარკვეულ მიმართულებებზე, ბაკალავრიატი 3-წლიანი, ხოლო მაგისტრატურა ერთწლიანი გახდა. მინისტრის ბრძანების მიხედვით, ბაკალავრიატის მიმართულებით სტუდენტები სამი წელი ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებზე ისწავლიან, ხოლო მაგისტრატურის დონეზე ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში. „ეს წესი განსაზღვრავს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს […]

სომხეთის პარლამენტის სპიკერი – სომხეთმა ევროკავშირის მიმართულებით უნდა იფიქროს, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯები არ უნდა გადადგას

სომხეთმა უნდა იფიქროს ევროკავშირის მიმართულებით სვლისკენ, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის გარეშე, – ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა. კითხვაზე: რატომ კეთდება, ერთი მხრივ, განცხადებები, რომ სომხეთი მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს და მეორე მხრივ, უარს ამბობს პოლიტიკური ვექტორის ცვლილებაზე, სიმონიანმა უპასუხა : „არ მინდა ვიჩქარო, არ მინდა აღმოჩნდეს, რომ ცალმხრივი ნაბიჯები […]

შოლცი: არასწორად გამოყენების შემთხვევაში Taurus-მა შესაძლოა, მოსკოვამდე მიაღწიოს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისევ განაცხადა, რომ არ სურს უკრაინას გადასცეს ფრთოსანი რაკეტები Taurus-ი, რადგან მათ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. ამჯერად, შოლცმა კონკრეტულად მოსკოვი ახსენა. სააგენტო dpa-ს ცნობით, 29 თებერვალს, დრეზდენში მყოფმა შოლცმა განაცხადა, რომ Taurus-ის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია და არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეულ სამიზნეებამდე მოსკოვშიც მიაღწიოს. ფედერალური კანცლერის თქმით, ამ ფრთოსანი […]

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა – რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა – დღეიდან, მონაცემთა სუბიექტებს მონაცემების „პორტირების“ უფლება აქვთ, საჯარო და რიგ კერძო დაწესებულებებში კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება გაჩნდა. კანონმა პრინციპების დონეზე განსაზღვრა მონაცემთა დამუშავების „გამჭვირვალობის“ უზრუნველყოფის აუცილებლობაც. კიდევ რა სიახლეები ამოქმედდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, როგორ აისახება ისინი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესზე და რა სირთულეებს […]

ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა – რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“

მოქალაქეებს ოჯახური ძალადობის, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევის, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ბავშვთა უფლებების დარღვევისა და სხვა ფაქტებზე, გარდა სამართალდამცავი უწყებებისა, შეუძლიათ სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართონ. ომბუდსმენის „ცხელი ხაზის“ ნომერზე – 1481-ზე, 2023 წლის განმავლობაში 13 ათასზე მეტი ზარია შესული. ძირითადად, რა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით რეკავენ მოქალაქეები სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“, „ინტერპრესნიუსი“ სახალხო […]

2023 წელს, სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“, 13 ათასზე მეტი ზარი შევიდა

სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ ნომერზე – 1481-ზე, 2023 წლის განმავლობაში 13 ათასზე მეტი ზარია შესული. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ განუცხადა, მოქალაქეებს ძირითადად, ოჯახური ძალადობის, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევის, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ბავშვთა უფლებების დარღვევის, პატიმრების უფლებების დარღვევისა და სხვა ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია აინტერესებდათ. უფრო კონკრეტულად, თამარ გვარამაძის […]