საფრანგეთი უკრაინისთვის 100 დრონს შეუკვეთს

საფრანგეთი Delair-ს 100 დრონს შეუკვეთს, რომელიც უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა, – ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელ X-ში წერს. მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, მთლიანობაში, 2 000 დრონს შეუკვეთს. „საერთო ჯამში, 2 000 დისტანციურად მართვად საბრძოლო მასალას შევუკვეთთ ჩვენი ჯარების და უკრაინის საჭიროებისთვის“, – აცხადებს ლეკორნუ.

ოლაფ შოლცი – Taurus-ი, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, სამიზნეს სადღაც მოსკოვში მოხვდეს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. მისი თქმით, Taurus – რაკეტა, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 500 კილომეტრამდეა, არის იარაღი, რომელიც არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“. გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ Taurus-ის მიწოდების შემთხვევაში, გერმანია უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს რაკეტების გაშვებაში. “მიმაჩნია, […]

მოუწევს თუ არა “ნაპოლის” საშინაო მატჩების სხვა ქალაქში ჩატარება?

მომავალი ევროპირველობა იტალიასა და თურქეთში გაიმართება. იტალიაში ტურნირის ერთ-ერთი სავარაუდო მასპინძელი ქალაქი ნეაპოლია, თუმცა ამისთვის “დიეგო მარადონას” სტადიონი რეკონსტრუქციას საჭიროებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლის” საშინაო მატჩების ბარიში ან პალერმოში ჩატარება მოუწევს. აღნიშნულ საკითხზე რადიო Punto Nuovo-ს ეთერში ნეაპოლის მუნიციპალეტეტის ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო სიმეონემ ისაუბრა. სიმეონემ განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” მატჩისას “ნაპოლის” […]

“წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი, დათვის ტყვია, რეზინის ხელკეტი – ამ ბიჭს რუსულმა ოცნებამ ანგარიშები დაუყადაღა” – ბუჩუკური

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური: 🆘️ წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი, დათვის ტყვია, რეზინის ხელკეტი… ეს მოკლე ჩამონათვალია იმისა, რაც ჩვენს ბიჭებს, ჩვენს მეგობრებსა და თანამებრძოლებს თითოეულ აქციაზე რუსული ოცნება ესვრის… ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, ამ ქვეყნის პატრიოტები და როცა რომელიმე ჩვენგანი რუსულ რეჟიმს ვერ ებრძვის და ვერ ახერხებს ეპიცენტრში ყოფნას, აქტივისტები მუდამ […]

მართლა რომ 100%-იანი სიმართლე თქვან, საზოგადოებას მათი აღარ სჯერა, არც მათი და არც მათი ტელევიზიების – კახა კალაძე ოპოზიციაზე

მართლა რომ 100%-იანი სიმართლე თქვან, საზოგადოებას მათი აღარ სჯერა, არც მათი და არც მათი ტელევიზიების – კახა კალაძე ოპოზიციაზე ძალიან კარგად იციან ეს 200 მილიონი საიდან მოვიდა, მაგრამ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. საუბარია ოპოზიციის განცხადებაზე, რომლის მტკიცებით, თბილისის მერია გასულ […]

მაკრონი უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესახებ: ჩემი სიტყვები აწონ-დაწონილი იყო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ განცხადება უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნის შესახებ მიზანმიმართულად გააკეთა. მაკრონის თქმით, მისი სიტყვები აწონ-დაწონილი და ფრთხილად გააზრებული იყო. “ეს საკმარისად სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ვამბობ ამ საკითხზე აწონ-დაწონილი, გააზრებული და გაზომილია”. – თქვა მაკრონმა. ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ […]

დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა – ოსიმენის ტრანსფერი?

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Financial Times-თან ინტერვიუში უეფა გააკრიტიკა და ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა: “ფეხბურთი ავადაა, რადგან საფეხბურთო ეკონომიკაა დაავადებული. ლიგებსა და კლუბებს ფინანსურად კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ. შედეგად ლიგები საკმარისად პროდუქტიულები არ არიან. მე მესმის, მაგალითად, უეფა ამბობს: ახლა ჩემპიონთა ლიგას 2.4 მილიონი ევრო გამოვუყავით, ევროპა ლიგას 500 მილიონი, კონფერენს ლიგას კი […]

3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის მიმართულებისთვის – მინისტრის განმარტება

უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულების 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა შექმნან. განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ცვლილების დეტალებზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტის არჩევანი იქნება დანერგავს 3-წლიან თუ 4-წლიან სამაგისტრო პროგრამას. “შეუძლიათ, ორივე პროგრამა განახორციელონ, ან ერთ-ერთი. შესაძლებლობას ვხსნით, ფანჯარას, კარს, რომ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა, […]

ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რომ ეკლესია პროევროპელ და არა პრორუს პატრიარქს აირჩევს

ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ დღეს სუსტია პატრიარქი, რომელიც ეკლესიის გეზს ძალიან მტკიცედ ინარჩუნებდა. ვფიქრობ, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში, ხელისუფლებასთან ძალიან ახლოსაა და, ვიტყოდი, რომ აქცენტების ცვლილების მიყოლა ახასიათებს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას გაჰყვება და რადგან ოპტიმისტი ვარ და საქართველოს გამძლეობის მწამს, ასევე იმედი მაქვს, რომ […]

მინისტრი: საქართველო ჩამოყალიბდება უმაღლესი განათლების ნამდვილ საგანმანათლებლო ჰაბად

შემოგვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც იქითა კვირიდან კანონპროექტის სახით მთავრობის ვებგვერდზე აიტვირთება. ეს არის დისტანციური განათლება, ონლაინ-განათლება. დღეს მოგეხსენებათ, გარკვეული კომპონენტები საქართველოში შეზღუდულია, და პირიქით, ამ ბაზარსაც ვხსნით და რეალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, რომ საქართველო ყალიბდება და ჩამოყალიბდება ნამდვილ უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად, ვინაიდან წლიდან წლამდე საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნა იზრდება და ბუნებრივია, ჩვენ უნდა ავუბათ ამას […]