რუსეთმა გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც გერმანელი ოფიცრები უკრაინის დახმარებაზე საუბრობენ

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსეთის სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც გერმანიის არმიის ოფიცრები უკრაინის დახმარებაზე საუბრობენ, ავთენტურია. “ჩვენი შეფასებით, საჰაერო ძალების დივიზიაში გამართული საუბარი ჩაიწერეს. ამ დროისთვის არ შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, შეიტანეს თუ არა ცვლილებები გავრცელებულ ჩანაწერში ან ტრანსკრიპტში”. – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა. პარასკევს, 1-ელ მარტს, კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა გერმანელ ოფიცრებს შორის […]

დოლიძე: უსერიოზულესი პრობლემაა ბავშვთა უსაფრთხოების, პირველ რიგში, პედოფილიის

როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რაღაცა სისულელეებს – “ბავშვები უნდა დავიცვათ”. ნახეთ, საქართველოში უსერიოზულესი პრობლემაა ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს არის, პირველი, პედოფილია. არავითარი სახელმწიფო მუშაობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, ცნობიერების ამაღლება, ოჯახებთან მუშაობა და რაც მთავარია, სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრება პედოფილიასთან დაკავშირებით… რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამ მხრივ? არაფერს. თქვა ხალხის პარტიის თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ ფორმულას ეთერში. […]

“ხვიჩამ გაიტანა? ნაღდია? მანახეთ რა!” – ნიაზ დიასამიძე კონცერტის მსვლელობის დროს [VIDEO]

სერია A-ს 27-ე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლით „იუვენტუსს“ ამარცხებს. ამის შესახებ ცნობილ ქართველ მუსიკოსს ნიაზ დიასამიძეს კონცერტის მსველობის დროს აცნობეს. ვიდეო: დიმა ნებიერიძე

ხვიჩას გოლის შემდეგ დე ლაურენტისმა ცეკვა დაიწყო [VIDEO]

სერია A-ს 27-ე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ ამარცხებს. 43-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლით “პარტენოპეი” წინ გაიყვანა. “კვარას” გატანილი გოლის შემდეგ კი “ნაპოლის” გულშემატკივრებმა სიმღერა დაიწყეს – “ვინც არ ხტება, ის იუვენტუსის ფანია”. ამის შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა ფანებთან ერთა ცეკვა დაიწყო, გთავაზობთ ვიდეოს.

ოდესაზე 2 მარტს დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ოდესაში, უახლესი მონაცემებით, 2 მარტს დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევების გაწმენდისას კიდევ ორი ბავშვის, 10 წლის ბიჭის და 8 წლის გოგონას ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა. უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურმა 3 მარტს განაცხადა, რომ ოდესაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნანგრევების ქვეშ მინიმუმ 4 ადამიანი […]

კვარაცხელიამ გაიტანა – პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “იუვენტუსს” ამარცხებს [VIDEO]

სერია A-ს 27-ე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ ამარცხებს. შეხვედრა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით, პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, სამჯერ წააქციეს და მსაჯმა ვლაჰოვიჩს ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლები თანდათან უპირატესობას დაეუფლენ, დი ლორენცოს დარტყმულმა ბურთმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ ოსიმენის წაქცევისთვის არბიტრმა ბრემერი გააფრთხილა, […]

თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად განათდა

თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო. მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს […]

საცხობები და საშაურმეები, რომლებიც სახელმწიფო კონტროლმა დახურა

ანტისანიტარია, ჭუჭყიანი ჭურჭელი, მღრღნელების და პარაზიტების წამალი, მრავალჯერ გამოყენებული ზეთი, გაურკვეველი წარმომავლობისა და ვადაგასული პროდუქტები – ეს ხდება საზოგადოებრივი კვების ობიექტების სამზარეულოებში, სადაც მომხმარებლის თვალი ვერ ხვდება, მაგრამ აქ კვება საშიშია. თბილისის კვების ობიექტები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა. საბურთალოზე, ე.წ. შაურმების ქუჩაზე მყოფ ობიექტთან ყველაზე მეტი მომხმარებელი დგას, მათ შორის კურიერები. გარედანვე ჩანს, როგორ მზადდება […]

იემენელი ჰუსიტები იმუქრებიან, რომ ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებენ

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ კვირას პირობა, რომ ადენის ყურეში ბრიტანული ხომალდების მიზანში ამოღებას გააგრძელებს. – ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს. ჰუსიტების განცხადება მას შემდეგ ვრცელდება, რაც გუშინ, 2 მარტს, ბრიტანული სატვირთო გემი Rubymar-ი, რომელიც ჰუსიტებმა 18 თებერვალს დაბომბეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა. “იემენი დამატებით ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებს”. – წერს ჰუსიტების მთავრობის საგარეო საქმეთა […]

გახარია: ივანიშვილის გამოჩენა ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის დიდი საჩუქარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის ყოველკვირეულ YouTube-გადაცემაში ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურ დაბრუნებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მისი პოლიტიკური ძალისთვის დიდი საჩუქარია. “ჩვენი კეთილისმსურველები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის გამოჩენამ ყველაზე უფრო გახარია დააზიანაო. წარმოდგენა არ აქვთ პოლიტიკაზე. ამ ხალხს ვინც ამას ამბობს, წარმოდგენა არ აქვთ პოლიტიკაზე. ივანიშვილის გამოჩენა ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის იმხელა საჩუქარია, […]