საფრანგეთიდან კიდევ 58 არალეგალი ქართველი დაადეპორტეს

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, 29 თებერვალს ქვეყნიდან კიდევ 58 არალეგალი ქართველი საქართველოში დააბრუნეს. მათი თქმით, ეს ორი მხარის თანამშრომლის შედეგად მოხდა და მომავალშიც გაგრძელდება. საელჩოს თანახმად, 2023 წელს საფრანგეთის ტერიტორიიდან საქართველოს 965 მოქალაქე გამოუშვეს, რაც 2022 წელთან შედარებით 23%-ით მეტია (785 ადამიანი). მათი განცხადებთ, საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, 2024 წელს დეპორტაციის რაოდენობის გაზრდას გეგმავენ. საელჩოს […]
იემენელი ჰუსიტები იმუქრებიან, რომ ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებენ

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ კვირას პირობა დადო, რომ ადენის ყურეში ბრიტანული ხომალდების მიზანში ამოღებას გააგრძელებს. ჰუსიტების განცხადება მას შემდეგ ვრცელდება, რაც გუშინ, 2 მარტს, ბრიტანული სატვირთო გემი Rubymar-ი, რომელიც ჰუსიტებმა 18 თებერვალს დაბომბეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა. “იემენი დამატებით ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებს”. – წერს ჰუსიტების მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ალ-ეზი X-ზე გავრცელებულ […]
2023 წელს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაორმაგდა

2023 წელს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი, მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. ამ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1-ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს. 2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 005.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 34.8%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს […]
„რუსეთმა „საინფორმაციო ომი“ გააჩაღა“ – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს „საინფორმაციო ომი“ აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივებაა. პისტორიუსმა რუსული მედიის მიერ გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. გერმანიის ხელისუფლება იძიებს, როგორ მოხვდა რუსეთის ხელში გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერი.
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 4 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეწყდება. თელასი მიზეზად “სხვადასხვა სამუშაოს” ასახელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გვეტაძის, ყიფიანის, აგლაძის, გაფრინდაულის, ბოხუას, ბელიაშვილის და შალვა ერისთავის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV […]
ინგუშეთში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია 6 ადამიანი

ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში გაუქმდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც 2 მარტის 19:30 საათიდან მოქმედებდა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ყარაბულაკში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 6 მებრძოლი. „ბანდიტების ვინაობა დადგენილია. არსებული მონაცემებით, ისინი იყვნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის მიმდევრები და მონაწილეობდნენ არაერთ ტერორისტულ აქტში, მათ შორის საგზაო პოლიციის პოსტზე თავდასხმაში და სამი პოლიციელის მკვლელობაში 2023 წლის მარტში“, […]
მასკი: ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ განაგრძობს NATO არსებობას

ამერიკელი ბიზნესმენი და X-ის მფლობელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმაზე ბიზნესმენ დეივიდ საკსის პოსტს დაეთანხმა, რომელშიც საკსი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ NATO-ს მისია “ექსპანსია” გახდა. “1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და NATO ეგზისტენციალური კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა: მისი არსებობის მიზეზი აღარ არსებობდა. მაგრამ დაშლის მაგივრად, ახალი მისია შეიმუშავა: გაფართოების. და თვითქმნადი წრით, NATO-ს ექსპანსია საჭირო […]
თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

თოვლის ფრენბურთის პირველი ევროპის ჩემპიონატი 20 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში დასრულდა. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: გოგონებში I ადგილი – ჩეხეთმა მოიპოვა, II ადგილი – პოლონეთმა, III ადგილი – თურქეთმა. ვაჟებში კი I ადგილზე პოლონეთი გავიდა, II ადგილი – ჩეხეთმა დაიკავა, III ადგილი – თურქეთმა. თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატმა სტარტი ბაკურიანში 1 -ელ მარტს აიღო. ევროპის სხვადასხვა […]
“შახტარმა” მოიგო – აზაროვი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ

უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში „შახტარმა“ „კრივბასი“ 5:2 დაამარცხა, რომელიც აქამდე ლიდერი იყო. დონეცკურ გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი 90+1-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე. „შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 35 ქულით მესამე ადგილზეა, პირველ პოზიციაზე მყოფ „დნიპრო 1“-ს 3 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან „კრივბასს“ 2 ქულით და 8 მარტს „კოლოსს“ შეხვდება. შახტარი – კრივბასი 5:2 გოლები: […]
„მეტი+ ჯგუფის” პროდუქციით აშშ-ს ბაზარია დაინტერესებული – ბაჩო რამიშვილი

მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის ფანჯრების კომპანია “მეტი+ ჯგუფის” წარმოებით, აშშ-ს ბაზარია დაინტერესებული. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ კომპანიის დამფუძნებელმა, ბაჩო რამიშვილმა განაცხადა. კომპანია ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და თავდაპირველად საკარფანჯრე სისტემის წარმოება დაიწყო. ამ დროისათვის კი, უკვე სხვადასხვა პროფილით მუშაობს. როგორიცაა: საფასადე სისტემა, საკარფანჯრე სისტემა, მეტალო-პლატსმასის სისტემა, ალუმინის სისტემა და ა.შ. „აქტიური მოლაპარაკებები აშშ-ს ბაზართან […]