ისრაელი ღაზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის

ისრაელი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზადან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის, – ამის შესახებ ისრაელის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა. ოფიციალურმა პირის თქმით, რომელიც ტელეკომპანიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ „ჰამასმა“ არ უპასუხა ისრაელის ორ მოთხოვნას: გადაეცა მძევლების სია, სადაც მითითებული იქნებოდა რომელია ცოცხალი და რომელი გარდაცვლილი და […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლონეთის საზღვარზე სიტუაცია ეკონომიკასა და მორალს გასცდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა დიდი ხანია სცილდება ეკონომიკასა და მორალს. „საბოლოოდ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი სიტუაციიდან, განსაკუთრებით პოლონეთის საზღვარზე, რომელიც დიდი ხანია გასცდა როგორც ეკონომიკის, ისე მორალის საზღვრებს. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას შეუძლია გაუძლოს, მიაღწიოს თავის მიზნებს და დაამარცხოს რუსული ტერორი. ჩვენ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ამას“, – აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, პოლონეთში […]

ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიოს დაეხმაროს უკრაინას “რუსული ბოროტების” დამარცხებაში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 მარტს მოუწოდა მსოფლიოს, დაეხმარონ კიევს „რუსული ბოროტების“ დამარცხებაში. 2 მარტს ოდესაზე რუსეთის არმიის დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის რამდენიმე ბავშვია. “რუსეთის ყოველი დანაკარგი ფრონტზე არის ჩვენი ქვეყნის პასუხი რუსულ ტერორისთვის. მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსული ბოროტების ყველა გამოვლინებას და მოიგერიოს რუსეთის ქმედება”, – თქვა ზელენსკიმ მას შემდეგ, […]

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ღაზაში „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“ მოწოდებით გამოვიდა

შშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი 3 მარტს გამოვიდა მოწოდებით, მიღებული იქნეს ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება ისრაელსა და ჰამასს (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული) შორის ომში. ამის შესახებ ჰარისმა განაცხადა აშშ-ში, ალაბამის შტატში, სელმაში, „სისხლიანი კვირის“ 59-ე წლისთავთან დაკავშირებულ თავყრილობაზე. ჰარისმა ჰამასისგან მოითხოვა ექვსი კვირით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და გადაჭრით მოუწოდა ისრაელს, მეტი გააკეთოს […]

“ბარსელონამ” ვერ მოიგო და “ნაპოლისთან” მატჩის წინ ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა

ლა ლიგის 27-ე ტურში „ბილბაოსა“ და „ბარსელონას“ მატჩი 0:0 დასრულდა. სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა პედრიმ და დე იონგმა ტრავმები მიიღეს. კატალონიური „სპორტის“ ცნობით, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ თამაშს ვერ შეძლებენ. „ბარსელონა“ 58 ქულით მესამე ადგილზეა და 9 მარტს „მალიორკას“ უმასპინძლებს. ბილბაო – ბარსელონა 0:0

კალცონა: “კვარა” და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან – მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

“გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, გაუმჯობესების და მოგებების სურვილი გაგვაჩნია. “კვარა” და ოსიმენი ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან, მათ რთული პერიოდი გამოიარეს. მე სხვებზე მინდა ვისაუბრო. ბურთის ფლობისას მანევრირება გვაქვს გამოსასწორებელი და ვერტიკალურად უკეთ მოქმედება გვმართებს. 10 დღეში სასწაული არ მოხდებოდა. დაშვებულ შეცდომებზე გავამახვილებ ყურადღებას. რაჰმანიმ ტრავმა მიიღო […]

რუსეთში ახალი აკრძალვების შემოღების გამო შეიძლება “ვიკიპედია” დაიბლოკოს

“ვიკიპედია” შეიძლება დაიბლოკოს რუსეთში ახალი კანონით „ბლოკირების შემოვლითი გზების რეკლამირების ან პოპულარიზაციის შესახებ“, რომელიც კრძალავს VPN-ების პოპულარიზაციას. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანტონ გორელკინმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ცნობა. მისი თქმით, ინტერნეტ ენციკლოპედიის სტატიას VPN-ის სამსახურების შესახებ აქვს ყველა ის ნიშანი, რაც ბლოკირების საშუალებას აძლევს კომუნიკაციების სამეთვალყურეო […]

შვეიცარიის რეფერენდუმში ამომრჩეველთა 58%-მა პენსიის გაზრდას დაუჭირა მხარი

დღეს, 3 მარტს, შვეიცარიაში ჩატარებულ რეფერენდუმში ამომრჩევლებმა პენსიის გაზრდას დაუჭირეს მხარი, რაც პენსიონერებისთვის ყოველწლიურად დამატებით მე-13 თვის გადასახადის მიცემას გულისხმობს. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების მიხედვით, ინიციატივის მომხრე ამომრჩეველთა 58% იყო, ხოლო მოწინააღმდეგე – 42%. ამას გარდა, შვეიცარიელებმა უარყვეს ცალკე წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც საპენსიო ასაკის 65-დან 66-მდე გაზრდას გულისხმობდა. პენსიის გაზრდის მომხრეთა თქმით, ყოველთვიური სახელმწიფო […]

როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ “იუვენტუსთან” მატჩში?

სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ნაპოლიმ” “იუვენტუსს” უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. “პარტენოპეის” ქართველმა გარებარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრაში ანგარიში 43-ე წუთზე ულამაზესი გოლით გახსნა. “კვარამ” მოედანზე 90+3 წუთი გაატარა. “ნაპოლის” შემტევის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.7 ქულა, Sofascore 8.0 ქულა , Whoscored 8.0 ქულა. “ნაპოლი” 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს “ტორინოს” […]

ხვიჩამ “იუვენტუსს” სახლში ისევ გაუტანა – “ნაპოლიმ” ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა. შეხვედრა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით, პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, სამჯერ წააქციეს და მსაჯმა ვლაჰოვიჩს ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლები თანდათან უპირატესობას დაეუფლენ, დი ლორენცოს დარტყმულმა ბურთმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ ოსიმენის წაქცევისთვის არბიტრმა ბრემერი გააფრთხილა, […]