შოვში 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი დაიდგმება

კურორტ შოვში 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი დაიდგმება. ადგილის შესარჩევად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა. არის მოსაზრება მემორიალი რკინის წყლის მიმდებარედ განთავსდეს, განიხილება რამდენიმე სხვა ვარიანტიც. შერჩეული ადგილების გადამოწმება სპეციალისტებთან ერთად მოხდება. მემორიალის შექმნის თაობაზე კონკურსს სპეციალური კომისია გამოაცხადებს.

საქართველოში ამინდი გაუარსედება – როგორია ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ქ. თბილისში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად […]

ზელენსკი: პოლონეთის საზღვართან არსებული სიტუაცია გასცდა ეკონომიკის და მორალის ფარგლებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აუცილებლად მიიჩნევს პოლონეთის საზღვართან შექმნილი სიტუაციის საბოლოოდ მოგვარებას. პოლონელი ფერმერები თებერვლიდან მართავენ საპროტესტო აქციებს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის უკონტროლო ექსპორტის წინააღმდეგ და პერიოდულად ბლოკავენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს და საავტომობილო გზებს. 3 მარტს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის საზღვართან არსებული სიტუაცია დიდი ხანია გასცდა ეკონომიკის და მორალის საზღვრებს. ზელენსკის თქმით, […]

ლევან შენგელია – ხელისუფლების თამაში ევროსტრუქტურებთან უაღრესად საშიში თამაშია და შეიძლება საქართველოსთვის საბედისწეროდ დამთავრდეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანთროპოლოგს, საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის დეპუტატს, ლევან შენგელიას ესაუბრა. – ბატონო ლევან, კარგა ხანია არ გვისაუბრია ქვეყნისთვის აქტუალურ თემებზე. გასული წლის დეკემბრიდან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული. ახლა ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მანამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა. ხელისუფლების მტკიცებით, ცოტა ხნის წინ […]

ოდესაში, კორპუსის ნანგრევების ქვეშ, კიდევ ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს – სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა

ოდესაში, რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ, კიდევ ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. რუსული აგრესიის ყველაზე პატარა მსხვერპლები 4 და 7 თვის ჩვილები არიან. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა 2 მარტის […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტროენერგია შეუწყდებათ

დღეს, 4 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეწყდება. თელასი მიზეზად “სხვადასხვა სამუშაოს” ასახელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გვეტაძის, ყიფიანის, აგლაძის, გაფრინდაულის, ბოხუას, ბელიაშვილის და შალვა ერისთავის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV […]

ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა

ნიკი ჰეილიმ “რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების თანახმად, ჰეილიმ, დონალდ ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა, ხმების 62.9% მოიპოვა, ყოფილმა პრეზიდენტმა კი – 33.2%-ი. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა, მათ შორის, ბოლოს მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში და კიდევ უფრო მიუახლოვდა შანსს, გახდეს „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, რომელიც […]

ჰეილიმ ტრამპი ვაშინგტონში დაამარცხა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად რესპუბლიკელების პირველად არჩევნებში(primary) პირველ წარმატებას მიაღწია ყოფილმა ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ. მან ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში დაამარცხა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. კენჭისყრა 3 მარტს ჩატარდა. კვლევითი ორგანიზაციის Edison Research-ის მონაცემებით, ჰეილიმ ხმების 62,9% მიიღო, ხოლო ტრამპმა 33,2%. როგორც ნიკი ჰეილის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, გასაკვირი არ არის, რომ ვაშინგტონელი რესპუბლიკელები უარყოფენ […]

ჰაიტიში შეიარაღებულმა ჯგუფებმა ციხიდან 4 000-მდე პატიმარი გაათავისუფლეს

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მთავარ ციხეში შეიარაღებული ჯგუფები შეიჭრნენ და 4 000-მდე პატიმრიდან თითქმის ყველა გაათავისუფლეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. დაკავებულთა შორის იყვნენ ბანდის წევრები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ 2021 წელს პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობაში. გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები როგორც პატიმრებს, ასევე პოლიციელებს შორის. ჰაიტიში ძალადობის ფაქტები ბოლო წლებში გახშირდა. ბანდები, რომელთა […]

კამალა ჰარისი – ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ მოწოდებით გამოვიდა. ”ღაზაში ტანჯვის უზარმაზარიმასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურს. შეთანხმება მაგიდაზეა და „ჰამასი“ უნდა დაეთანხმოს მას. მოდით, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. გავაერთიანოთ მძევლები ოჯახებთან და მოდით, გადაუდებელი დახმარება გავუწიოთ ღაზის მოსახლეობას“, – განაცხადა ჰარისმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე […]